$2,2 მილიარდი ერთ დღეში

$2,2 მილიარდი ერთ დღეში

ამანსიო ორტეგა ერთ დღეში $2,2 მილიარდით გამდიდრდა. მსოფლიოში ცნობილი ბრენდების Zara-ს, Oysho-სა და Massimo Dutti-ის მფლობელის ქონება Forbes ვერსიით $78,3 მილიარდამდე გაიზარდა.  

ესპანელი ბიზნესმენი ამჟამად რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს.  

პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სამეულში შედიან: ჯეფ ბეზოსი – $96,2 მილიარდი; ბილ გეითსი – $90,2 მილიარდი; უორენ ბაფეტი – $85,4 მილიარდი.  

ორტეგას ქონების ზრდას წინ უძღვოდა მისი კორპორაციის Inditex-ის აქციების ფასის ზრდა. კორპორაციაში ორტეგა 59%-ს ფლობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *