ნოემბერში საქართველოში 22 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბერში, 2016 წლის ნოემბერთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 22%-ით გაიზარდა. 2016 წლის ნოემბერში 165 012 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2017 წლის ნოემბერში 201 056. ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, ოქტომბერში 14%-ით გაიზარდა და 524 108 შეადგინა.

იანვარ-ნოემბერში 27.6%-ით მეტი ტურისტია შემოსული, ჯამში 3 243 963. ვიზიტორების რაოდენობა კი 18.4%-ით გაიზარდა და ჯამში 6 954 932 ვიზიტორი შემოვიდა.

ნოემბერში ყველაზე მეტი (141 487) ვიზიტორი სომხეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზე აზერბაიჯანია 125 795 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე თურქეთია 98 725 ვიზიტორით. მეოთხე ადგილს რუსეთი იკავებს 82 117 ვიზიტორით.

ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც ნოემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

ქვეყანა

2017: ნოემბერი

2016: ნოემბერი

ცვლილება%

სომხეთი

141,487

132,017

7%

აზერბაიჯანი

125,795

113,156

11%

თურქეთი

98,725

92,461

7%

რუსეთი

82,117

60,721

35%

ირანი

15,527

8,064

93%

უკრაინა

11,004

10,706

3%

ისრაელი

5,852

4,111

42%

ინდოეთი

5,152

3,664

41%

ყაზახეთი

2,513

2,249

12%

ბელარუსი

2,371

1,676

41%

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ტურიზმი ტურისტები ვიზიტორები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

წინა სტატია

Countries to which export of Georgian wine most increases
05 დეკემბერი, 2017

შემდეგი სტატია

საქართველო ინტერნეტის სიიაფით მსოფლიოში მეათე ადგილზეა
06 დეკემბერი, 2017
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
ახალი საფეხური სამშენებლო დეველოპმენტში
კომპანიები | ნოე, 21, 2017
ხარისხის, მდგრადი განვითარებისა და ფუფუნების სინთეზი
კომპანიები | ნოე, 14, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა