ADB: ინფრასტრუქტურა, როგორც ეკონომიკური ზრდის გასაღები

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია, რომელსაც 2007 წლიდან 2 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დამტკიცებული ქვეყნისთვის. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციები მისმა ვიცეპრეზიდენტმა თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში შეაფასა და აღნიშნა, რომ 2016 წლიდან საქართველო დიდ როლს ასრულებს იმ 11 კონკრეტულ ქვეყანასთან ერთად, ვისთანაც აზიის განვითარების ბანკი აქტიურად თანამშრომლობს. ვენჩაი ჟანგი ამბობს, რომ ADB-ის ბიზნესგეგმა, რეგიონული კავშირების, მდგრადი ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი მეორედ გაიმართა. დღეს რას მიიჩნევს ADB პროექტის მთავარ გამოწვევად და რას მოუტანს ის მონაწილე ქვეყნებს?

ეს საქართველოში ჩემი მესამე ვიზიტია, ამიტომ პირადად ვხედავ ცვლილებებს და მიღწევებს საქართველოში. ქვეყანამ მართლაც საკმაოდ ბევრს მიაღწია მაკრორეკონომიკური განვითარების, რეფორმების გატარების და   ფინანსური კონსოლიდაციის კუთხით. განსაკუთრებით გამოვყოფდი ბიზნესის დაწების სიმარტივეს.  მთავრობას აქვს დიდი სურვილი გაატაროს რეფორმები ქვეყანაში და რაც მთავარია განავითაროს ინფრასტრუქტურული პროექტები. ბოლო 10 წელია ADB აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობას და ამით ძალიან ვამაყობთ. გვიხარია, რომ განვითარების პროცესის ნაწლი ვართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროეტქების მხარდაჭერას.

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება?

ამ პროექტებით თქვენ შესაძლებლობა გექნებათ შეამციროთ ტრანსპორტირების ხარჯი, ის ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობას გაყიდონ პროდუქცია ბევრად მარტივად. ინფრასტრუქტურული პროექტები პირველ რიგში დაეხმარება ქვეყნის სხვადსხვა რეგიონს ერთმანეთთან დაკავშირებაში, ასევე რაც მთავარია გამარტივდება კავშირი მეზობელ ქვეყნებთან. შედეგად, ვითარდება რეგიონალური ინვესტიციები და ვაჭრობა.  საქარველოს სურს იყოს რეგიონალური ჰაბი ვაჭრობისთვის და ლოგისტიკისთვის. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია - მაგალითად ელექტროენერგია - ექსპორტზე გაიტანოთ ისეთ ქვეყნებთან, თუნდაც როგორიც თურქეთია.. ეს კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობისთვის, მეტი ინვესტიციისთვის და ვაჭრობისთვის რეგიონის ქვეყნებს შორის. განვითარებული სგზაო ინფრასტრუქტურის გარეშე უცხოურ ინვესტიციებს ვერ მოიზიდავთ. 

ენერგეტიკა ახსენთ და ჩემი შემდეგი კითხვაც ამ სფეროს ეხება - ADB საქართველოში ორი მსხვილი ენერგეტიკული პროექტის განხორციელებას უჭერს მხარს, - ვგულისხმობ ნენსკრა ჰესს და მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობას, - ორივე მათგანის მიზანი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაა, - როგორ უნდა მიაღწიოს საქართველოს სმგავსმა ქვეყანამ ენერგოდამოუკიდებლობას და რატომ არის ეს პროექტები ასე მნიშვნელოვანი?

ზოგიერთ ქვეყანას აქვს ზედმეტი ენერგია, ზოგს კი ენერგოდეფიციტი და ეს არის რეალობა. თუკი შინ გექნებათ საკმარისი ენერგია შეგეძლებათ ის სხვა ქვეყანაშიც გაყიდოთ.  საქართველოს ბევრი რესურსი აქვს როგორც ჰიდრო, ასევე განახლებადი ენერგიის კუთხით. ჩვენ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ საქართველოში მზისა და ქარის ენერგიის განვითარებას.  მომავალში შეიძლება არამხოლოდ დავეხმაროთ ქვეყანას არსბეული რესურსების მოძიებსა  და გამოყენებაში,  არამედ მის ექსპორტშიც მეზობელ ქვეყნებში.  

აქვს საქართველოს ამის პოტენციალი? 

დიახ აქვს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში ჰესების განვითარებას; ასევე  ხელს შევუწყობთ მეზობელ ქვეყნებთან ენერგიის ექსპორტის კუთხითაც.

მთავრობამ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ფოკუსირება უნდა მოახდინოს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. 

შეგვიძლია ვთქვათ რომ ინფრასტრუქტურა დღეს საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა? 

მთავრობამ იცის ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა და ვხედავთ რომ მსგავსი პროექტები მთავრობისთვის პრიორიტეტულია. საქართველოს მსგავსმა ქვეყნება უნდა შექმნან ტექნიკური საფუძველი სამომავლო განვითარებისთვის. როდესაც ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა წესრიგში გექნებათ, შეგეძლებათ განავითაროთ პროგრამული უზრუნველყოფის სისტემები, რაც ბიზნესის დაწყების პროცესსაც გაამარტივებს.  ამის შემდეგ შეგიძლიათ მიაღწიოთ უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას. 6-7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა გჭირდებათ. საქართველო გეოგრაფიულად უნიკალური ქვეყანაა. ვფიქრობ რომ ქვეყანას დიდი პტენციალი აქვს გახდეს ჰაბი. ასე რომ კერძო სექტორმა უნდა გამოიყენოს ეს გეოგრაფიული მიმზიდველობა ევროპასა და თუნდაც რუსეთში ექსპორტის სიმარტივის კუთხით. 

თუმცა, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობას თან ახლავს ნაცნობი პრობლემები...

საქართველოსა და რუსეთს შორის არის ეკონომიკური კავშირი და აქტივობა.  ახლა უნდა გააგრძელოთ რეფორმები. ვფიქრობ მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას შეძლებთ. მთავრობასთანაც მქონდა საუბარი ქვეყანაში თავისუფალი ეკონომიკური ზონებისა და ინდუსტრიული პარკების  განვითარებაზე, რასაც არერთი ქვეყანა აკეთებს. უცხოურ ინვესტორებს ქვეყანაში მოაქვთ კაპიტალი, ტექნოლოგია, ცოდნა და მმართველობითი უნარები. 

საქართველოს უკვე აქვს მსგავსი ზონები შექმნილი, თუმცა მათ წარმატებაზე კითხვებია. თქვენ როგორ მოდელს სთავაზობთ მთავრობას?

საქართველო მსგავსი ზონების განვითარების ადრეულ ეტაპზეა, თუმცა დარწმუნებული ვარ ძალიან კარგ ეკონომიკურ ზონებს შექმნით. ვხედავთ რომ ქვეყანას სურს ბიზნეს გარემო გააუმჯობესოს. სწორედ ამიტომ ეკითხება მთავრობა აზიის განვითარების ბანკს აზრს და ჩვენც ხელს ვუწყობთ ქვეყანაში ე.წ. კერძო საჯარო პარტნიორობით განხორციელებულ პროექტებს, რათა მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ.

მხარს უჭერთ მსგავს პროექტებს?

დიახ, ჩვენ გვქონდა რამოდენიემ მსგავსი პროექტი, თუმცა მეტია საჭირო. ამ თემაზე მთავრობასთანაც გვქონდა საუბარი.

თუმცა, საერთაშოისო სავალუტო ფონდს ჰქონდა შენიშვნები მსგავსი პროექტების მიმართ...

სავალუტო ფონდი მხარს უჭერს კერძო სექტორის განვითარებას. ისინი უფრო მეტად აქცენტს აკეთებენ საგადასახადო რეფორმაზე. ვხედავთ რომ მთავრობა ცდილობს კაპიტალური და საჯარო დანახარჯები პრიორიტეტულ მიმართულებად აქციოს. ეს პრიორიტეტები სწორად უნდა იყოს შერჩეული და ეკონომიკური ზრდაც მეტი იქნება.

აზიის განვითარების ბანკი ADB ვენჩაი ჟანგი აბრეშუმის გზის ფორუმი

წინა სტატია

საქართველო ინტერნეტის სიიაფით მსოფლიოში მეათე ადგილზეა
06 დეკემბერი, 2017

შემდეგი სტატია

Georgia ranking number 10 in terms of Internet cheapness
06 დეკემბერი, 2017
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
მისი აღმატებულება BENTLEY
კომპანიები | ივნ, 12, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა