Forbes Georgia. მაისის ნომერი

Forbes Georgia. მაისის ნომერი

Forbes Georgia-ის მაისის ნომერი გაყიდვაშია. ჟურნალის გარეკანზე – დავით იაკობაშვილი. წაიკითხეთ შოთა დიღმელაშვილის და გუგა სულხანიშვილის სტატია იმის შესახებ, თუ როგორ დააგროვა ქართველმა ბიზნესმენმა $1,2-მილიარდიანი ქონება: “წახვიდე დავითი, დაბრუნდე გოლიათი”.

Forbes Georgia-ის რიგით 30-ე გამოცემაში ასევე წაიკითხეთ:

ფაქტი და კომენტარი – მიმართვა კონგრესს: გადაარჩინეთ ინტერნეტი. სტივ ფორბსი

Leaderboard დარბაზი: 23 მილიარდერი, რომლებმაც გადაიტანეს ბუმი და გაკოტრება ისე, რომ სიიდან არ გავარდნილან

მოსაზრება – საქართველოს საყოველთაო დაზღვევა. თეონა აბსანძე

მოსაზრება – საქართველოს ეკონომიკური გეგმა. არჩილ როსტომაშვილი

მოსაზრება – შრომის ბაზარი საქართველოში. თინათინ კაჭახიძე

ტექნოლოგიები – გეიმ-ჯემი. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სფერო – ვიდეოთამაშების ინდუსტრია – საქართველოშიც ვითარდება. ია ვეკუა.

მილიარდერები – ამერიკული ოცნების მესიჯი (ტექნოლოგიის სფეროში საუკუნის ყველაზე მსხვილი გარიგების შესახებ). პარმი ოლსონი

მილიარდერები – ოლიგარქი ორ ცეცხლს შუა (ვიქტორ პინჩუკმა, არჩევანი გრძნობასა და საღ აზრს შორის უნდა გააკეთოს). კატია სოლდაკი

მილიარდერები – 2014 წლის წარმატებული ქალები. კონი გუგლიელმო

მილიარდერები – სიმდიდრის ალმანახი (ჩვენს სიაში მოყვანილია მონაცემები, ვინ რა ქონებას ფლობს ამა თუ იმ ქვეყანაში).

აზრები შრომის შესახებ

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *