კეთილდღეობის ინდექსი მსოფლიოსა და საქართველოში

Legatum Institute-ის კეთილდღეობის ინდექსში საქართველო მსოფლიოს 149 ქვეყანას შორის 84-ე ადგილს იკავებს. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია რეიტინგში არ შეცვლილა.

რეიტინგის მაჩვენებლები მსოფლიოს სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციებზე დაყრდნობით ჯამდება. მათ შორის: Gallup-ის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, Freedom House-ისა და Fragile States Index-ის.

რეიტინგში საქართველოს საუკეთესო შედეგები განათლებისა და სახელმწიფო მმართველობის კომპონენტში აქვს, ყველაზე ცუდი კი სოციალური კაპიტალის.

საქართველოს შედეგები სხვადასხვა კომპონენტებში შემდეგია:

ეკონომიკის ხარისხი - 95-ე. კრიტერიუმით იზომება ქვეყნის ეკონომიკის ღიაობა, მაკროეკონომიკური ინდიკატორები, ასევე ფინანსური სექტორის ეფექტურობა.

ბიზნესკლიმატი - 70-ე. კრიტერიუმით იზომება ქვეყნის ბიზნეს გარემო, ინფრასტრუქტურა, ბარიერები ინოვაციების კუთხით და სამუშაო ძალის შესაძლებლობები. გასულ წელთან შედარებით, საქართველო აღნიშნულ რეიტინგში 4 პოზიციით ჩამოქვეითდა.

სახელმწიფო მართვა - 52-ე. კრიტერიუმით იზომება ეფექტური მმართველობა, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. გასულ წელთან შედარებით, აღნიშნულ კრიტერიუმში საქართველომ პოზიცია 2 საფეხურით გაიუმჯობესა.

განათლება - 58-ე. კრიტერიუმით იზომება განათლების ხარისხი და ადამიანური კაპიტალი და განთლებაზე ხელმისაწვდომობა.

ჯანდაცვა - 90-ე. კრიტერიუმით იზომება ქვეყნის მოსახლეობის მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა და პრევენციული ზრუნვა. გასულ წელს ჯანდაცვის კომპონენტში საქართველო მსოფლიოში 96-ე ადგილზე იყო.

უსაფრთხოება - 71-ე. კრიტერიუმით იზომება ქვეყნის ეროვნული და მოსახლეობის პიროვნული თავისუფლება. ბოლო ერთ წელში საქართველოს პოზიცია აღნიშნულ კრიტერიუმში 7 ადგილით გაუმჯობესდა.

პირადი თავისუფლება - 87-ე. კრიტერიუმით იზომება სოციალური ტოლერანტობა და იურიდიული უფლებების დაცვა.

სოციალური კაპიტალი - 140-ე. კრიტერიუმი მოიცავს სამოქალაქო აქტივობას სხვადასხვა ქვეყნაში. 

ბუნებრივი გარემო - 124-ე. კრიტერიუმი მოიცავს გარემოს დაცვისა და საფრთხეების პრევენციის ღონისძიებებს.

საქართველო რეიტინგში ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს. შედარებისთვის - თურქეთი მსოფლიოში 88-ე ადგილზეა, სომხეთი 96-ზე, რუსეთი 101-ზე, ხოლო აზერბაიჯანი კი 106-ზე.

კეთილდღეობის ინდექსით, მსოფლიოში პირველ პოზიციებს იკავებენ ნორვეგია, ახალი ზელანდია, ფინეთი, შვეიცარია და შვედეთი. ათეულში შედიან ნიდერლანდების სამეფო, დანია, კანადა ავსტრალია და გაერთიანებული სამეფო

კეთილდღეობის ინდექსი Legatum Institute რეიტინგი

წინა სტატია

ქვეყნის მთავარი მომმარაგებელი
13 დეკემბერი, 2017

შემდეგი სტატია

Visa-ს განვითარება სენსორული ბრენდინგის მეშვეობით
13 დეკემბერი, 2017
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
სახელმწიფო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | მაი, 21, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა