Visa-ს განვითარება სენსორული ბრენდინგის მეშვეობით

Visa-მ განაცხადა სენსორული ბრენდინგის ნაკრების დანერგვის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს Visa-ს ბრენდის წარმოჩენას, ინტერნეტით დაკავშირებული და გადახდების ფუნქციის მქონე მოწყობილობების სამყაროში. ეს ახალი ხმოვანი, ანიმაციური და ტაქტილური (ვიბრაციული) სიგნალები ხელს შეუწყობს ციფრულ და ფიზიკურ გარემოში, საცალო გაყიდვების დროს ტრანზაქციის დასრულების აღქმას, ვიზა ბარათით ანგარიშსწორებისას. Visa-ს ჟღერადობის დებიუტი ბრენდის მსოფლიო სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების - „ფხიონჩხანი 2018“-ის დაწყებამდე შედგება. 

"60 წლის მანძილზე ბრენდი Visa სიახლეების, სისწრაფის, ნდობისა და უსაფრთხოების მსოფლიო სიმბოლოა“ აღნიშნა Visa-ს მარკეტინგისა და კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელმა ლინ ბიგარმა. ‘’კომერციაში გადახდების ინტეგრირების ზრდასთან ერთად ცნება „ყველგან, სადაც ყოფნა გსურთ (Everywhere you want to be) კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ჩვენი ბრენდისთვის. მსოფლიოში გადახდების ახალი ტექნოლოგიების ფორმირებასთან ერთად, სენსორული ბრენდინგის ელემენტების ეს ნაკრები მომხმარებლებს დაარწმუნებს, რომ ჩვენ ვიცით რა სურთ მათ ყოველ ჯერზე Visa-ს გამოყენებისას".

კვლევა გვიჩვენებს, რომ ბრენდი Visa საყოველთაო ნდობასთან, უსაფრთხოებასა და არსებული გადახდების ვარიანტების ცოდნასთან ასოცირდება. Visa-ს დაკვეთით განხორციელებული ბოლო სამომხმარებლო კვლევის თანახმად, ვებგვერდის მეშვეობით გამოკითხულ რესპონდენტთა 71 პროცენტი თავს უსაფრთხოდ გრძნობდა Visa-ს ლოგოს დანახვისას, რაც უზრუნველყოფს ტრანზაქციის შესრულების მაღალ ალბათობას1. პორტატული მოწყობილობებით სავსე ციფრულ სამყაროში, Visa-ს სენსორული ბრენდინგის ელემენტები შემუშავებულია შესაბამისი ემოციების გამოწვევის მიზნით, ისეთ გარემოშიც კი, სადაც Visa-ს ტრადიციული ლოგო არ ჩანს.

სენსორული ბრენდინგის მნიშვნელობა

რვა ქვეყანაში ჩატარდა ინტენსიური სამომხმარებლო კვლევა სენსორული ბრენდინგის Visa-სა და მისი პარტნიორების ქსელზე ზემოქმედების შესწავლის მიზნით. კვლევის შედეგად გამოვლინდა:

  • გამოკითხულთა 83 პროცენტი აღნიშნავს, რომ ხმოვანმა და ანიმაციურმა სიგნალებმა დადებითად იმოქმედა მათ მიერ ბრენდის აღქმაზე;
  • გამოკითხულთა 81 პროცენტიაღნიშნავს, რომ ისინი უფრო დადებითად აღიქვამენ სავაჭრო ობიექტებს, რომლებიც იყენებენ ხმოვან ან ანიმაციურ სიგნალებს;
  • ერთ წამზე ნაკლები ხანგრძლივობის მქონე ვიზას ხმოვანი სიგნალი2, სისწრაფესა და მოქნილობასთან ასოცირდება;
  • რეკლამაში ტაქტილური ტექნოლოგიის გამოყენება ეფექტური აღმოჩნდა, რადგანაც მან პირდაპირი გავლენა იქონია მომხმარებლებში „ბედნიერებისა“ და „მღელვარების“ შეგრძნებაზე.

Visa-ს სენსორული ბრენდინგი ხელმისაწვდომი გახდება პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრების (SDK) სახით, Visa-ს დეველოპერულ პლატფორმაზე და "Visa Ready“ პროგრამის მეშვეობით ინტეგრირების მოთხოვნის შემთხვევაში, 2018 წლის დასაწყისში. ამავე წლისთვის Visa გეგმავს საპილოტე პროგრამების შემუშავებას სავაჭრო ობიექტებთან და POS ტექნიკის მომწოდებლებთან. 

Visa სენსორული ბრენდინგი

წინა სტატია

კეთილდღეობის ინდექსი მსოფლიოსა და საქართველოში
13 დეკემბერი, 2017

შემდეგი სტატია

“ვიდეოს ოქროს ხანა”
08 დეკემბერი, 2017
საცხოვრებელი კომპლექსი, რომელმაც დროს გაუსწრო
მენეჯერები | აპრ, 16, 2018
ყველაზე რეიტინგული სასტუმროები საქართველოში
რეიტინგი | აპრ, 17, 2018
ტრადიციული მასპინძელი
კომპანიები | აპრ, 20, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა