ნოემბერში სახელმწიფო ვალი 871 მილიონი ლარით გაიზარდა

მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 871 მლნ ლარით გაიზარდა და 17.3 მილიარდი ლარი შეადგინა. ნოემბერში გაიზარდა როგორც საგარეო სახელმწიფო ვალი, ასევე საშინაო სახელმწიფო ვალი. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 61 მლნ დოლარით, ხოლო ლარში გამოსახული საგარეო ვალი 844 მლნ ლარით გაიზარდა (თავის წვლილი შეიტანა ლარის გაუფასურებამ). ნოემბერში საშინაო სახელმწიფო ვალი 27 მლნ ლარით გაიზარდა.

30 ნოემბრის მდგომარეობით საგარეო სახელმწიფო ვალი 13.8 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3.55 მილიარდი ლარია.

საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 73% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 5.5 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 797 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის იაპონია 572 მლნ ლარით.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 46%-ია. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 35.6%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6% იყო.

საგარეო ვალი სახელმწიფო ვალი საშინაო ვალი მშპ

წინა სტატია

Prosperity Index In The World And Georgia
13 დეკემბერი, 2017

შემდეგი სტატია

მონაცემთა ფესტივალი
14 დეკემბერი, 2017
ბედნიერი თანამშრომელი - წარმატებული კომპანია
ინტერვიუ | იან, 13, 2020
Domson’s Engineering & Construction-ის განვითარების ეტაპები და საერთაშორისო პერსპექტივები
კომპანიები | იან, 15, 2020
ღვინის გზა
ინტერვიუ | იან, 21, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა