HARVARD საჯარო რეესტრის ბლოკჩეინის პროექტის ანალიზს სასწავლო პროგრამებში გამოიყენებს

HARVARD საჯარო რეესტრის ბლოკჩეინის პროექტის ანალიზს სასწავლო პროგრამებში გამოიყენებს

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგიური მიღწევა უძრავი ქონების რეგისტრაციაში წარმატებით გამოიყენა. სწორედ ამან განაპირობა წამყვანი ბიზნესის სკოლის დაინტერესება. ბლოკჩეინში ინტეგრირებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო ტრანზაქციები მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდა. 

ჰარვარდის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლები საქართველოში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის პროექტის შესახებ დოკუმენტს ამზადებენ, რომელშიც პროექტის დანერგვის ისტორია, ძლიერი მხარეებისა და რისკების შეფასებები, განხორციელების ვადები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული. 

ჰარვარდის ბიზნესის სკოლა საქართველოში მიმდინარე ბლოკჩეინის პროექტის სიტუაციურ ანალიზს (case study) სასწავლო პროგრამებში გამოიყენებს. საქართველოს მაგალითი ბიზნესის სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებშიც იქნება განხილული.

“ჰარვარდის ბიზნესის სკოლის სასწავლო პროგრამებში საქართველოს წარმატებული მაგალითის შეტანა საერთაშორისო აკადემიური და ბიზნესწრეების დაინტერესებას, საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესებას და ქვეყნის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს”, – განმარტავენ საჯარო რეესტრში. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *