ენერგორესურსების ყველაზე მსხვილი მომხმარებლები

საქართველოში ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ტრანსპორტის სექტორი, რომელზეც მოდის მთლიანი მოხმარების 35,5%. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს მოხმარებული ენერგორესურსების 29,4% მოდის შინამეურნეობებზე, 17,9% - მრეწველობაზე, 2,6% - მშენებლობაზე, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაზე 0,7%, ხოლო დარჩენილი 13,9% - კერძო და სახელმწიფო მომსახურების სხვა დარგებზე ნაწილდება.

საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2016 წელს, წინა წელთან შედარებით 6,8%-ით გაიზარდა და შეადგინა 11573,6 მილიონი კვტ. სთ.

2016 წლის განმავლობაში მოპოვებულია 38,6 ათასი ტონა ნედლი ნავთობი, რაც გასულ წელთან შედარებით 4,0%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

296,5 ათასი ტონა შეადგინა ქვანახშირის მოპოვებამ, რაც 3,1%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

გასულ წელს  6,6 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზის მოპოვება მოხდა, რაც გასულ წელთან შედარებით 42,1%-ით ნაკლებია. 

ელექტროენერგიის მოხმარებამ 2016 წელს შეადგინა 10486,5 მლნ.კვტ.სთ , რაც გასულ წელთან შედარებით 5,9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ბუნებრივი გაზის მოხმარებამ შეადგინა 2125,7 მლნ.კუბ.მ , რაც 6,8%-ით შემცირებული მაჩვენებელია, ხოლო ნავთობპროდუქტების მოხმარება გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 12,6%-ით.

ენერგორესურსები ტრანსპორტის სექტორი ელექტროენერგიის წარმოება

წინა სტატია

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება 40 მილიონი ლარით გაიზარდა
15 დეკემბერი, 2017

შემდეგი სტატია

Three Countries With the Largest Number of Bitcoin Miners
15 დეკემბერი, 2017
ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა
საქართველო | აგვ, 05, 2019
"ფინკა ბანკის" ახალი ბიზნესმოდელი
ინტერვიუ | ივლ, 31, 2019
მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ათეული
რეიტინგი | აგვ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა