რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი ხელფასი - განახლებული სტატისტიკა

დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა 2017 წლის მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურ ხელფასებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა. მესამე კვარტლის საშუალო თვიურმა ხელფასმა 1 069 ლარი შეადგინა. 2016 წლის მესამე კვარტალთან შედარებით საშუალო თვიური ხელფასი 9%-ით არის გაზრდილი.

2017 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში - 2000 ლარი. მეორე ადგილზეა საფინანსო საქმიანობა - 1861 ლარით, ხოლო მესამეზე სამთომომპოვებითი მრეწველობაა - 1338 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სფეროშია - თვეში საშუალოდ 566 ლარი. შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობა - 743 ლარით.

2016 მესამე კვარტალთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მეტად მშენებლობაში გაიზარდა - 36.9%-ით. შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობა 25.5%-ით. ხელფასი შემცირდა მხოლოდ სახელმწიფო მმართველობაში - 4.8%-ით.

ცხრილი - საშუალო თვიური ხელფასი 2017 წლის მესამე კვარტალში (ლარებში)

 

2016, III კვარტალი

2017, III კვარტალი

ზრდა

სულ

981

1069

9.0%

მშენებლობა

1460

2000

36.9%

საფინანსო საქმიანობა

1613

1861

15.4%

სამთომოპოვებითი მრეწველობა

1283

1338

4.3%

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

1243

1330

7.0%

სახელმწიფო მმართველობა

1362

1296

-4.8%

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება

1149

1224

6.5%

ოპერაციები უძრავი ქონებით

1122

1222

8.8%

ჯანმრთელობის დაცვა

912

958

5.1%

ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმის რემონტი

869

936

7.6%

დამამუშავებელი მრეწველობა

839

919

9.5%

კომუნალური და პერსონალური მომსახურების გაწევა

810

839

3.5%

სასტუმროები და რესტორნები

759

819

7.9%

სოფლის მეურნეობა

592

743

25.5%

განათლება

523

566

8.1%

წყარო: საქსტატი

ხელფასები საქსტატი საშუალო თვიური ხელფასი

წინა სტატია

თბილისის უბნები, სადაც ყველაზე მეტი მშენებლობა მიმდინარეობს
15 დეკემბერი, 2017

შემდეგი სტატია

მოგზაურობა ხელს უწყობს კრეატიული აზროვნების განვითარებას
15 დეკემბერი, 2017
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა