All Media Baltics უზრუნველყოფს საუკეთესო ხარისხის სატელევიზიო მიღებას SES-ის ვიდეოს მეშვეობით

ბალტიისპირეთის წამყვანი მაუწყებელი სატელევიზიო პაკეტს ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში აღმოსავლეთის 5 გრადუსზე მდებარე თანამგზავრი Astra-ს მეშვეობით გადასცემს. 

SES-ის მიერ გამოცხადებული მრავალწლიანი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, „All Media Baltics”-ის ფასიანი სატელევიზიო აბონენტები მაუწყებლის HD ხარისხის არხების პაკეტით ისარგებლებენ, რომელიც  პრემიუმ სატელევიზიო არხებს მოიცავს.

ხელშეკრულების შესაბამისად, „All Media Baltics“ გამოიყენებს თანამგზავრი ASTRA 4A-ს შესაძლებლობის მქონე რამდენიმე ტრანსპონდერს თავად შექმნილი 5 არხის და სრული ფასიანი სატელევიზიო არხების პაკეტის გადასაცემად ბალტიისპირეთში, რომელიც მოიცავს გასართობ, სპორტულ და კინო არხებს. 

"All Media Baltics“ შეიქმნა 2017 წლის ოქტომბერში, „Providence Equity Partners“-ის მიერ ბალტიისპირეთში „Modern Times Group“-ის ყველა მედია და ფასიანი სატელევიზიო კომპანიის შეძენის შემდეგ, რომელიც იმ დროისათვის უკვე SES-ის სერვისებს იყენებდა საკუთარი სატელევიზიო პაკეტების გადასაცემად. ამ ხელშეკრულებით „All Media Baltics“ უზრუნველყოფს მაუწყებლობის უწყვეტობას საკუთარი მაყურებლებისთვის და აკონტროლებს SES-ის ძირითადი ორბიტული პოზიციის დიდ ნაწილს სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის რეგიონში: ამ შეთანხმებით, SES-მა მოიცვა ბალტიისპირეთის 1.73 მილიონი ტელემაყურებელი ოჯახი, რაც ამ ბაზარზე არსებული ოჯახების 65%-ს შეადგენს. 

"ჩვენ მომხმარებელს არა მხოლოდ პრემიუმ ხარისხის DTH მომსახურებას ვაწვდით, არამედ საუკეთესო პოზიცია გვიკავია ბალტიისპირეთის ოჯახებისთვის მაღალი გარჩევადობის კონტენტის მიწოდების თვალსაზრისით, რადგან ამ რეგიონში თანამგზავრის მეშვეობით მიწოდებული HDTV-ის  78%-ს ვფარავთ,” განაცხადა SES Video-ის გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტმა სკანდინავიის ქვეყნებში, ჰაკან სიოდინმა. “ჩვენ მოხარულნი ვართ, დავაკმაყოფილოთ „All Media Baltics“-ის საჭიროებები DTH-ის მაღალი გარჩევადობის მიწოდების მიმართულებით  და გვსურს დავეხმაროთ მათ ზრდასა და განვითარებაში." 

“სატელევიზიო გართობა მოითხოვს მაღალი ხარისხის კონტენტს და ასევე საიმედო სამაუწყებლო მომსახურებებს მაყურებელთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად,” განაცხადა „All Media Baltics“-ის ოპერაციების დირექტორმა, არვილს კუპრისმა. “SES-ს დიდი გამოცდილება აქვს უმაღლესი ხარისხის სამაუწყებლო მომსახურებების მიწოდების კუთხით.  დარწმუნებულები ვართ, რომ კომპანია SES-ი უზრუნველყოფს პრემიუმ ხარისხის გასართობი კონტენტის  მომსახურებების მიწოდებას ჩვენი მაყურებლებისათვის.“  

წინა სტატია

Georgia rates 74th in ICT Index
19 დეკემბერი, 2017

შემდეგი სტატია

საქართველოს ეკონომიკის რომელი დარგები იზრდება ყველაზე სწრაფად?
19 დეკემბერი, 2017
ბიძინა ივანიშვილი ერთ წელში $350 მილიონით გამდიდრდა
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 27, 2017
ანტრეპრენიორი
საქართველო | დეკ, 26, 2017
ხარისხის ფილოსოფია
კომპანიები | იან, 12, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა