საქართველოს ეკონომიკის რომელი დარგები იზრდება ყველაზე სწრაფად?

საქსტატმა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2017 წლის მე-3 კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა. 2016 წლის 3 კვარტალთან (იანვარ-სექტემბერი) შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (რეალური მშპ) 4.8%-ით გაიზარდა. დარგების მიხედვით, ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სასტუმროებსა და რესტორნებში (12%) და მშენებლობაში (11.7%) დაფიქსირდა. მესამე ადგილზეა სამთომომპოვებითი მრეწველობა 7.1%-ით. სოფლის მეურნეობა კი შემცირდა 2.7%-ით.

თუ ცალკე აღებულ მე-3 კვარტალს ვნახავთ (ივლისი-სექტემბერი), 2016 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით ყველაზე მაღალი ზრდა სასტუმროების და რესტორსენის სექტორში იყო - 12.6%, შემდეგ კი სამთომომპოვებითი მრეწველობა მოდის 10.6%-ით. 9.3%-ით გაიზარდა მშენებლობა და ვაჭრობა.

ცხრილი - ზრდა საქართველოს ეკონომიკის დარგების მიხედვით, 2017 წლის 3 კვარტალი

დარგები (სექტორები)

იანვარ-სექტემბერი

მე-3 კვარტალი

სასტუმროები და რესტორნები

12.0%

12.6%

მშენებლობა

11.7%

9.3%

სამთომომპოვებითი მრეწველობა

7.1%

10.6%

საფინანსო საქმიანობა

7.0%

7.2%

ოპერაციები უძრავი ქონებით

6.9%

6.3%

ვაჭრობა და საგნების რემონტი

6.4%

9.3%

კავშირგაბმულობა

6.2%

4.9%

ტრანსპორტი

6.2%

3.8%

სახელმწიფო მმართველობა

4.1%

5.1%

დამამუშავებელი მრეწველობა

3.3%

4.2%

განათლება

3.1%

0.6%

კომუნალური და პერსონალური მომსახურების გაწევა

2.6%

1.6%

ჯანმრთელობის დაცვა

2.4%

0.8%

ელექტროენერგიის, აირის და წყლის წარმოება

1.5%

5.0%

პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ

-2.1%

-3.6%

სოფლის მეურნეობა

-2.7%

-2.8%

მშპ

4.8%

4.4%

ეკონომიკა ეკონომუკური ზრდა საქსტატი მშპ

წინა სტატია

All Media Baltics უზრუნველყოფს საუკეთესო ხარისხის სატელევიზიო მიღებას SES-ის ვიდეოს მეშვეობით
19 დეკემბერი, 2017

შემდეგი სტატია

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა კვლავ მცირდება
19 დეკემბერი, 2017
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
The Path To Achievement
Forbes Georgia in English | ოქტ, 29, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა