Fitch ქართულ ბანკებს აფასებს

Fitch ქართულ ბანკებს აფასებს

სარეიტინგო სააგენტომ Fitch სამ ქართულ ბანკს Basisbank-ს, ქართუს და ხალიკ ბანკს რეიტინგი მიანიჭა. 

ბაზისბანკსა და ბანკ ქართუს სააგენტომ რეიტინგი ‘B+’  მიანიჭა, ხოლო ხალიკ ბანკს კი ‘BB-. ამასთან, სააგენტომ ქართულ პროგნოზი სტაბილურიდან ნეგატიურამდე შეამცირა.  

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა ბაზისბანკს საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი გაუზარდა. გრძელვადიანი რეიტინგი (Long Term Issuer Default Rating) “B” დან „B+“ მდე, გრძელვადიანი რეიტინგის პროგნოზი კი დაუდასტურა, როგორც “სტაბილური”. 

Fitch-ის თანახმად, ბაზისბანკის რეიტინგის ზრდა მისმა ფინანსურმა მაჩვენებლებმა, კერძოდ – კაპიტალიზაციის და ლიკვიდობის მაღალმა მაჩვენებელმა და საკრედიტო პორტფელის მაღალმა ხარისხმა განაპირობა. 

Fitch აღნიშნავს, რომ ბაზისბანკსა და ბანკ ქართუში სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და პირველ შემთხვევაში 68%-ს, ხოლო მეორე შემთხვევაში კი 71%-ს შეადგენს.  

ხალიკ ბანკის რეიტინგზე კი მისი ყაზახური მფლობელი ბანკის (Halyk Bank of Kazakhstan)  რეიტინგი ახდენს გავლენას.  

Fitch მიიჩნევს, რომ ბაზისბანკის მოგება სესხების და დაკრედიტებს ზრდის პარალელურად გაიზრდება, ამასთან ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა ბანკში მხოლოდ 2,2%-ს შეადგენს.  

Fitch ამ ეტაპზე რეიტინგს 7 ქართულ ბანკს ანიჭებს: TBC ბანკს, საქართველოს ბანკს, ლიბერთი ბანკს, პროკრედიტ ბანკს, ქართუ ბანკს, ბაზისბანკს და ხალიკ ბანკს. ქართული საბანკო სექტორის მთავარ ორ რისკად Fitch მაღალ დოლარიზაციას და გარე ეკონომიკურ შოკებს ასახელებს. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *