საჯარო რეესტრის ვებგვერდს ამონაწერის Blockchain-ში ძებნის ფუნქცია დაემატა

საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდს ამონაწერის Blokchain-ში ძებნის ფუნქცია დაემატა. უძრავ ნივთზე მომზადებული ამონაწერის  ნამდვილობის ბლოკჩეინის გლობალურ ქსელში გადამოწმებას მომხმარებელი დღეიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიდანვე შეძლებს. უძრავი ქონების რეესტრის ელექტრონული მომსახურებას დაემატა ფანჯარა "ძიება ბლოკჩეინში", რომლის საშუალებითაც მომზადებული დოკუმენტის უტყუარობის შემოწმება არის შესაძლებელი.

მომხმარებელმა დოკუმენტის ჰეშ-კოდი სპეციალურ საძიებო ველში უნდა ჩაწეროს, აირჩიოს "ძებნა ბლოკჩეინში" ღილაკი და ძიების შედეგებს დაელოდოს.

საჯარო რეესტრის ცნობით, ამონაწერის უტყუარობას ბიტკოინის ბლოკჩეინსა და საჯარო რეესტრის ვებგვერდებზე არსებული უნიკალური კოდების იდენტურობა მოწმობს.

გარდა საჯარო რეესტრის ვებგვერდისა, ბლოკჩეინის ქსელში უძრავ ქონებაზე ამონაწერის ნამდვილობის გადამოწმება მოქალაქეებს სპეციალურ ვებგვერდებზე: www.blockchain.info, www.blocktrail.com, www.btc.com და სხვ. კვლავ შეუძლიათ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან უძრავ ქონებაზე მომზადებული ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის სისტემაში 2017 წლის 20 თებერვლიდან  ავტომატურად იგზავნება. ბლოკჩეინი მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა. მასში არსებული ჩანაწერები მთელ მსოფლიოში, ათიათასობით კომპიუტერში ინახება. ბლოკჩეინი ნებისმიერი ტრანზაქციის დაცულობას, გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. მასში მოხვედრილი მონაცმების  წაშლა, შეცვლა, გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც უძრავი ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ მიღწევას იყენებს.

საჯარო რეესტრი ბლოკჩეინი Blockchain

წინა სტატია

საფრანგეთის საელჩო “სიტროენ საქართველოსთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
20 დეკემბერი, 2017

შემდეგი სტატია

Forbes: Georgia lists number 52 among the best countries for making business
20 დეკემბერი, 2017
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა