ეკონომიკური ზრდა საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

ეკონომიკური ზრდა საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

წლის მესამე კვარტალში საქართველოში ეკონომიკური ზრდამ 4,4% შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად შემდეგი დარგები გაიზარდა: სასტუმროები და რესტორნები + 12,6 პროცენტი; სამთომოპოვებითი მრეწველობა + 10,6 პროცენტი; მშენებლობა + 9,3 პროცენტი; ვაჭრობა +9,3 პროცენტი.

ISET-ის მონაცემებით, რეგიონის ქვეყნებიდან III კვარტალში ყველაზე მაღალი ზრდა თურქეთში დაფიქსირდა, სადაც ეკონომიკა 11,05%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ თურქეთის ეკონომიკა მეორე კვარტალში 5,4%-ით იყო გაზრდილი.

3,4% შეადგინა მშპ-ს ზრდამ სომხეთში, რაც წინა კვარტლებთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია: წლის მეორე კვარტალში სომხეთში ეკონომიკური ზრდა 5,5% იყო.

რუსეთში III კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 2,4% შეადგინა.

საქართველოს მეზობელი ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეკონომიკა მცირდება აზერბაიჯანია. წლის II კვარტალში აზერბაიჯანში მშპ -2,8%-ით შემცირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *