8 ივნისს თბილისი რიგით მეორე "Spotlight"-ს უმასპინძლებს

8 ივნისს თბილისი რიგით მეორე "Spotlight"-ს უმასპინძლებს

Spotlight, რომელიც ჟურნალი Marketer.ge-ს ინიციატივით ტარდება, მიზნად ისახავს საქართველოს ბიზნესისა და მასში დასაქმებული ადამიანების განვითარებას, ქართველი ბიზნეს სპიკერების გამოცდილების ამაღლებასა და ამ გზით მათთვის საერთაშორისო დონის ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემას.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ღონისძიებას განსაკუთრებული ფორმატი გააჩნია, რამაც მსმენელის დიდი ინტერესი გამოიწვია. Spotlight-ი აუდიტორიას სთავაზობს 14 სპიკერის გამოსვლას  მკაცრად განსაზღვრული 13 წუთიანი პრეზენტაციებით. შესაბამისად, ეს არ არის მოსაწყენი ლექცია ან სემინარი, არამედ  ეს არის პრაქტიკიდან მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ანუ რელაური ისტორიები პირველი წყაროდან.

ღონისძიება Spotlight პირველად 2013 წელს ჩატარდა. “გარკვეულწილად ეს იყო საექსპერიმენტო პროექტი, რადგან მანამდე მას საქართველოში ანალოგი არ ჰყავდა და შესაბამისად, Marketer.ge-ს გუნდმა არ ვიცოდით დანამდვილებით თუ რა შედეგი გვექნებოდა, თუ როგორ მიიღებდა მსმენელი ამგვარ ინოვაციურ ფორმატს და საერთოდ, რამდენად მივაღწევდით დასახულ მიზანს. თუმცა, დღეს სრულიად თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ Spotlight ნამდვილად წარმატებული პროექტი აღმოჩნდა ქართულ მარკეტინგულ სივრცეში. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ უპრეცედენტოთ დიდია აუდიტორიის დაინტერესება და ღონისძიებაზე დასწრების სურვილი, სწორედ ამიტომ წელს შევეცდებით უფრო მასშტაბური სახე მივცეთ პროექტს,” – განაცხადა, Spotlight-ის პროექტის მენეჯერმა ნინო ახალაიამ.

ამჯერად ღონისძებას 300 დელეგატი დაესწრება და რაც მეტად საინტერესოა, წინა წლისგან განსხვავებით, მსმენელს 20 მაისიდან საშუალება მიეცემა შეიძინოს Spotlight-ზე დასასწრები ბილეთი ვებ გვერდზე www.biletebi.ge.

რაც შეეხება Spotlight 2014-ის სპიკერებს, უდავოდ შთამბეჭდავია მათი ჩამონათვალი. ესენი არიან: დავით გელაშვილი (ბორჯომი), ირინა დუმბაძე (ACT), საშა კაცმანი (საქართველოს ბანკი), ნიკა გვენცაძე (Geocell), ბაჩო მებურიშვილი (Betterfly), გარი კოები (TBC ბანკი) დავით ბირმანი (საქართველოს ბანკი), თინათინ სტამბოლიშვილი (GPIH), თათა მორჩილაძე (ახალი ნათება), ირაკლი საღინაძე (Formula creative), კახა მაღრაძე (GEPRA), ირაკლი კაკაბაძე (TV11), ნათია კვაჭანტირაძე (Wissol Group), კონსტანტინე ბათმანიდი (Rustavi 2).

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ Spotlight 2014-ის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა რომ არა ღონისძიების ერთგული სპონსორები: გენერალური სპონსორი – სარეკლამო კომპანია Patio Art, პლატინის სპონსორი – ბორჯომი, ოქროს სპონსორი – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი “ეისითი” (ACT), ვერცხლის სპონსორი – სავაჭრო ცენტრი “ქარვასლა”. ოფიციალური პარტნიორები: OTO|DEV, LIG Studio და Rembow. მხარდამჭერები: კასტელი, Diefenbach, კახეთის ტრადიციული მეღვინეობა (KTW), Mymaika.ge.

ღონისძიების ოფიციალური მასპინძელია გამოფენების ცენტრი ექსპო ჯორჯია.

მედია მხარდამჭერები: TV11, PalitraTV, ტაბულა, რადიო იმედი, ჟურნალი გზა, Ipn.ge, Bpn.ge, Forbes, Caucasus Business Week, Wis.ge, Feme.ge, News.ge, Myvideo.ge, Pink.ge, FocusTV, Marketer.ge

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Spotlight-ის ოფიციალურ ვებ გვერდს: www.spotlight.ge ან Facebook გვერდს: www.facebook.com/spotlightge.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *