საქართველოს ეკონომიკის ნახევარი თბილისზე მოდის

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს 2016 წლის რეგიონული მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) გამოაქვეყნა. მშპ ქვეყნის ეკონომიკის სიდიდის გამომხატველი მაჩვენებელია. 2016 წელს თბილისის ეკონომიკამ 16.6 მილიარდი ლარი, საქართველოს ეკონომიკის 49% შეადგინა. თბილისის შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის არის - 10%. მესამე ადგლზე კი აჭარაა 9%-ით. ყველაზე მცირე ეკონომიკა გურიას აქვს - 747 მლნ მლნ ლარი (2%).

2016 წელს, ნომინალურ გამოსახულებაში (მიმდინარე ფასებში), ყველაზე მეტად აჭარის ეკონომიკა გაიზარდა - 13.9%-ით. შემდეგ მოდის შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი 13.8%-ით. თბილისის ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა. მხოლოდ გურიის ეკონომიკა შემცირდა 0.6%-ით.

ცხრილი: საქართველოს 2016 წლის რეგიონული მშპ

რეგიონი

მლნ ლარი

წილი ეკონომიკაში

თბილისი

16,591

49%

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

3,567

10%

აჭარა

2,899

9%

ქვემო ქართლი

2,725

8%

სამეგრელო-ზემო სვანეთი

2,396

7%

შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი

2,103

6%

კახეთი

1,973

6%

სამცხე-ჯავახეთი

1,025

3%

გურია

747

2%

მთლიანი შიდა პროდუქტი

34,028

100%

ეკონომიკური განვითარება რეგიონალური მშპ მშპ ეკონომიკა

წინა სტატია

ბანკების მიერ გაცემული სესხების 59.2 პროცენტი უცხოურ ვალუტაშია
25 დეკემბერი, 2017

შემდეგი სტატია

ბრენდული სასტუმროები, რომლებიც საქართველოში 2018 წელს გაიხსნება
25 დეკემბერი, 2017
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
Nexia TA - ერთადერთი აუდიტორული კომპანია საქართველოდან, რომელმაც IAB-ის ცერემონიაზე ჯილდო მოიპოვა
საქართველო | ოქტ, 08, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა