წახვიდე დავითი, დაბრუნდე გოლიათი

და­ვით იაკო­ბაშ­ვილ­მა – სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ბა­დე­ბულ­მა, ფი­ნეთ­ში გადახიზნულმა და რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა შვედ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა, რო­მე­ლიც უიკ­-ენ­დებს მო­ნა­კო­ში მცხოვ­რებ ოჯახ­თან ერ­თად ატა­რებს – სა­კუ­თარ ქო­ნე­ბას წელს $250 მი­ლი­ო­ნი შე­მა­ტა და $1,2-მილიარდიანი დოვ­ლა­თით პირ­ვე­ლად მოხ­ვ­და Forbes-ის მი­ლი­არ­დერ­თა რე­ი­ტინ­გ­ში. თუმ­ცა სა­ა­მი­სოდ გა­წე­უ­ლი ძა­ლის­ხ­მე­ვა მცი­რედ მო­ჩანს იმ სა­მუ­შა­ოს ფონ­ზე, რო­მელ­საც იგი საბ­ჭო­თა თბი­ლის­ში “დღეში თუმ­ნის­თ­ვის” ეწე­ო­და. ახ­ლა ბიზ­ნეს­მე­ნის ყუ­რადღე­ბა კვლავ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­კე­ნაა მოპყ­რო­ბი­ლი.

 

რო­ცა მო­ნა­კოს ერ­თ­-ერ­თი ყვე­ლა­ზე ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი სას­ტუმ­როს, “ფეირმონტის”, წინ გა­ჩე­რე­ბულ “როლს რო­ის­სა” და “ბენტლის” შო­რის დგა­ხარ და Forbes-ის რე­ი­ტინ­გ­ში წელს 300 ად­გი­ლით და­წი­ნა­უ­რე­ბულ, მი­ლი­არ­დერ რეს­პონ­დენტს ელი, ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად მთა­ვა­რი გმი­რის სცე­ნა­ზე გა­მოს­ვ­ლის ათას­ნა­ი­რი სა­ვა­რა­უ­დო ვა­რი­ან­ტი გიტ­რი­ა­ლებს თავ­ში. ჯუ­ჯა სა­ხელ­მ­წი­ფო­ში, სა­დაც ერ­თი მან­ქა­ნის პარ­კინ­გის ად­გი­ლის ფა­სი $200 ათასს შე­იძ­ლე­ბა აღ­წევ­დეს და ლაჟ­ვარ­დო­ვა­ნი სა­ნა­პი­როს ბუ­ნებ­რივ ბრწყინ­ვა­ლე­ბას ადა­მი­ა­ნის ხელ­ქ­მ­ნი­ლი ფუ­ფუ­ნე­ბა ჩრდი­ლავს, შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა, ქვეყ­ნის ერ­თ­-ერ­თი უმ­დიდ­რე­სი ბიზ­ნეს­მე­ნის გა­მო­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით “რამე თვა­ლის მომ­ჭ­რე­ლის” ხილ­ვის წი­ნა­გან­წყო­ბა არ და­გე­უფ­ლოს.

და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი­თა და უც­ნა­უ­რი კონ­ტ­რას­ტე­ბით აღ­სავ­სე ხა­სი­ა­თი ჩვე­ნი შეხ­ვედ­რის პირ­ვე­ლი­ვე წამს გა­მოვ­ლინ­და, რო­დე­საც “მილიონდოლარიან პე­ი­ზაჟ­ში” – რბი­ლად რომ ვთქვათ – მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი, 
A კლა­სის მერ­სე­დე­სი შე­მო­იჭ­რა. კი­დევ უფ­რო გა­მიკ­ვირ­და, რო­დე­საც მძღოლ­ში თა­ვად და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლი ამო­ვი­ცა­ნი.

“რა თქმა უნ­და, – გა­ვი­ფიქ­რე მე, – სტა­ტი­ა­შიც ისე უნ­და შე­მო­ვი­დეს, რო­გორც მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­დიდ­რეს 2%-ში შე­ვი­და: ვა­რა­უდ­თა დი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ, არას­ტან­დარ­ტუ­ლი მოქ­მე­დე­ბით, არ­სა­ი­დან – Deus ex machina.

მან­ქა­ნა ჩემ წინ გა­ჩერ­და და ბიზ­ნეს­მე­ნის ჩუ­მი, თავ­და­ჭე­რი­ლი, მაგ­რამ ამავ­დ­რო­უ­ლად სა­ოც­რად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი სა­ლა­მიც გა­ის­მა (იგი იმ­დე­ნად ხმა­დაბ­ლა სა­უბ­რობს, რომ ინ­ტერ­ვი­უს მსვლე­ლო­ბის დროს ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, შეძ­ლებ­და თუ არა დიქ­ტო­ფო­ნი მი­სი ხმის ჩა­წე­რას).

“სულ ასე მშვი­დად ლა­პა­რა­კობს, – მოგ­ვი­ა­ნე­ბით მეტყ­ვის მი­სი პარ­ტ­ნი­ო­რი ვა­ნო ნა­კა­ი­ძე, Petrocas Energy Group-ის პრე­ზი­დენ­ტი, – მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც გა­ცეცხ­ლე­ბუ­ლი­ა”.

რკი­ნის ნერ­ვე­ბი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა და გამ­ბე­და­ო­ბა – პი­როვ­ნულ თვი­სე­ბა­თა ეს კომ­პ­ლექ­ტი აუცი­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ არა­საკ­მა­რი­სი იყო თი­თო­ე­უ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის­თ­ვის, ვინც მას­შ­ტა­ბუ­რი სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა რუ­სეთ­ში, 90-იანების გა­რიჟ­რაჟ­ზე წა­მო­იწყო. ამ თვი­სე­ბე­ბის გა­რე­შე და­ღუპ­ვა (ამ სიტყ­ვის ყვე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით) გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და. მაგ­რამ და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლის­თ­ვის მხო­ლოდ “გადარჩენა” ძა­ლი­ან ცო­ტა აღ­მოჩ­ნ­და.

“ველური კა­პი­ტა­ლიზ­მის” გა­რე­მო­ში, სა­დაც სა­ხელ­მ­წი­ფო სა­კუთ­რე­ბის დაც­ვის მი­ნი­მა­ლურ სტან­დარ­ტებ­საც ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფ­და, სა­დაც მე­წარ­მე­ებს სა­კუ­თა­რი (ხშირად – უხე­ში) ძა­ლით უწევ­დათ ქო­ნე­ბის დაც­ვა და ინ­დუს­ტ­რი­ულ რუ­ი­ნებ­ზე სა­რე­ვე­ლა­სა­ვით ამოწ­ვე­რი­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ბიზ­ნეს­ს­ფე­როს “კრიშავდნენ”, და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლი არ ერი­დე­ბო­და ახალ იპოს­ტა­სებ­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოც­დას. იგი მოქ­მე­დებ­და ჩუ­მად, მშვი­დად, “ხმადაბლა”, მაგ­რამ არამც და არამც – მო­რი­დე­ბუ­ლად.

“თითქოს კა­ზი­ნო­ში თა­მა­შობს, – მითხ­რა მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა, გუ­გა სულ­ხა­ნიშ­ვილ­მა, რეს­პონ­დენ­ტ­თან შეხ­ვედ­რამ­დე, რო­დე­საც ცნო­ბილ სა­მო­რი­ნე “მონტე-კარლოს” ჩა­ვუ­ა­რეთ, – აი, ახ­ლა ჩვენ რომ ახალ ბიზ­ნესს ვიწყებ­დეთ, სულ სხვა­ნა­ი­რად მი­ვუდ­გე­ბო­დით საქ­მეს – ემო­ცი­ებს უკა­ნა პლან­ზე გა­დავ­წევ­დით, ‘მარჯინებს’ და­ვი­ან­გა­რი­შებ­დით და ა.შ., მაგ­რამ ბიზ­ნეს­ში ფსო­ნის გა­კე­თე­ბამ­დე იაკო­ბაშ­ვი­ლის­თ­ვის ტექ­ნი­კურ ანა­ლიზ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი – ყნოს­ვა და ინ­ტუ­ი­ცი­ა­ა. რაც მთა­ვა­რი­ა, მი­სი წი­ნათ­გ­რ­ძ­ნო­ბა ხში­რად მარ­თ­ლ­დე­ბა”. ამ­გ­ვა­რი შე­ფა­სე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ მეჩ­ვე­ნე­ბა გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლად, რად­გან ფი­ზი­კუ­რად ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ამ­დენ სხვა­დას­ხ­ვა საქ­მეს და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლის სიხ­ში­რით იწყებ­დე და თი­თო­ე­ულს თხე­მით ტერ­ფამ­დე იც­ნობ­დე.

კვე­ბის მრეწ­ვე­ლო­ბა, სა­სარ­გებ­ლო წი­ა­ღი­სე­უ­ლი, ავ­ტო­ბიზ­ნე­სი, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, სა­ბან­კო სფე­რო, ენერ­გე­ტი­კა, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ნედ­ლე­უ­ლი, გარ­თო­ბის ინ­დუს­ტ­რია – ეს არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია მი­სი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­მოქ­მე­დო არე­ა­ლი­სა.

ან­ტ­რეპ­რე­ნი­ო­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­სად­მი ამ­გ­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სრულ კონ­ტ­რას­ტ­ში მო­დის ბიზ­ნე­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის მთა­ვარ პოს­ტუ­ლატ­თან – “კონცენტრირება მო­ახ­დი­ნე საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე უკეთ იცი” (ზუსტად ეს ჰი­პო­თე­ზა გა­ი­მე­ო­რა თე­მურ ჭყო­ნი­ამ Forbes Georgia-ს თე­ბერ­ვ­ლის ნო­მერ­ში). მაგ­რამ და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ყო­ველ­გ­ვა­რი გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი პრინ­ცი­პი­სა­გან დაც­ლი­ლი­ა.

“სოფლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ძა­ლი­ან კარ­გად ვერ­კ­ვე­ვი, კა­ზი­ნო­შიც ვერ­კ­ვე­ვი, ბან­კ­ში კარ­გად ვერ­კ­ვე­ვი, წარ­მო­ე­ბის აწყო­ბა შე­მიძ­ლი­ა... მშე­ნებ­ლო­ბა, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა... უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე ახ­ლაც ვმუ­შა­ობ, აქაც [მონაკოში], რუ­სეთ­შიც და ლონ­დონ­შიც. უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა – ყიდ­ვა, რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცია და გა­ყიდ­ვა. სა­ერ­თოდ კი მე არ შე­მიძ­ლია გა­მო­ვარ­ჩიო ერ­თი ბიზ­ნე­სი მე­ო­რის­გან. თუ ერთ რა­ღა­ცას უყუ­რადღე­ბოდ და­ტო­ვებ, მე­ო­რე­საც და­კარ­გავ”, – ამ­ბობს და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლი. მაგ­რამ მის სა­მე­წარ­მეო ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში ერთ, სწო­რედ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კომ­პა­ნი­ას მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი უკა­ვი­ა. მიხ­ვ­დე­ბო­დით, სა­უ­ბა­რია “ვიმ-ბილ-დანზე”, რო­მე­ლიც, უდა­ვოდ, მი­სი მთა­ვა­რი თვი­სე­ბის ლო­გო­ტი­პია – იმ თვი­სე­ბი­სა, რო­მე­ლიც მას პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის ეპო­ქის რუ­სეთ­ში საქ­მი­ა­ნო­ბის წა­მომ­წყე­ბი სხვა მრა­ვა­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი­სა­გან გა­მო­არ­ჩევს.

შევ­თან­ხ­მ­დეთ: კომ­პ­ლექ­ტი “მშვიდი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, გა­ბე­დუ­ლი” – პროგ­რა­მა მი­ნი­მუ­მი­ა, ხო­ლო თვი­სე­ბა, რო­მელ­საც “შემოქმედებით აზ­როვ­ნე­ბად” მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ (“კრეატიულობის” ტერ­მი­ნით რომ დამ­კ­ვიდ­რ­და თა­ნა­მედ­რო­ვე ბიზ­ნეს­ლექ­სი­კონ­ში) და ამავ­დ­რო­უ­ლად გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში მოვ­ლე­ნე­ბის გან­ჭ­ვ­რე­ტის უნა­რი, მა­ში­ნაც კი, რო­ცა ყვე­ლა ტექ­ნი­კუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მიზ­ნის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ მეტყ­ვე­ლებს, სულ სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ა. რა­ღა თქმა უნ­და, აქ სა­უ­ბა­რი არ არის მხო­ლოდ იმ ბა­ნა­ლურ ფაქ­ტ­ზე, რომ და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლი მრა­ვა­ლი, ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან დი­ა­მეტ­რუ­ლად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში მო­გე­ბი­ა­ნი კომ­პა­ნი­ის შე­მოქ­მე­დი გახ­და. მთა­ვა­რი დამ­სა­ხუ­რე­ბა სულ სხვა­ა: კომ­პა­ნია “ვიმ-ბილ-დანმა”, რო­მელ­მაც 2002 წელს აქ­ცი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი სა­ჯა­რო გან­თავ­სე­ბა ნი­უ­-ი­ორ­კის ბირ­ჟა­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რუ­სეთ­ში “ბიზნესის” ცნე­ბა სრუ­ლი­ად ახალ სა­ფე­ხურ­ზე აიყ­ვა­ნა: იგი გახ­და სა­სურ­სა­თო მრეწ­ვე­ლო­ბა­ში მოქ­მე­დი პირ­ვე­ლი კომ­პა­ნია რუ­სე­თის მას­შ­ტა­ბით, რო­მელ­მაც აქ­ცი­ე­ბის სა­ჯა­რო გან­თავ­სე­ბა მო­ა­ხერ­ხა, მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი ბრენ­დე­ბის კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­უძ­ლო და უპ­რე­ცე­დენ­ტოდ სარ­ფი­ა­ნი გა­ყიდ­ვით და­აგ­ვირ­გ­ვი­ნა სა­კუ­თა­რი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არ­სე­ბო­ბა. “ამ დღეს ნა­თე­ლი გახ­და, რომ რუ­სუ­ლი კა­პი­ტა­ლიზ­მი გან­ვი­თა­რე­ბის სრუ­ლი­ად ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვი­და: სა­მომ­ხ­მა­რებ­ლო კომ­პა­ნი­ამ შეძ­ლო ისე­თი­ვე მიმ­ზიდ­ვე­ლი გამ­ხ­და­რი­ყო, რო­გო­რიც ნედ­ლე­უ­ლი­ა” – მსგავ­სი პა­სა­ჟე­ბით აჭ­რელ­და მა­შინ რუ­სე­თის ბიზ­ნეს­პ­რე­სა და ეს გარ­ღ­ვე­ვა სწო­რედ ტექ­ნი­კუ­რი ანა­ლი­ზის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­კე­თე­ბუ­ლი ფსო­ნი­თა და “შემოქმედებითი უმოქ­მე­დო­ბით” მოხ­და, თუმ­ცა ამა­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით.

“ჯერ ვი­სა­დი­ლოთ და მე­რე საქ­მე, აქ კარ­გი მზა­რე­უ­ლი ჰყავთ”, – გვე­უბ­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მდი­დარ­თა რე­ი­ტინ­გ­ში 1372-ე ად­გილ­ზე მყო­ფი ბიზ­ნეს­მე­ნი (უკანასკნელი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მან თა­ვის ქო­ნე­ბას $250 მი­ლი­ო­ნი შე­მა­ტა) და სა­ჭეს იაპო­ნუ­რი ბა­ღის გვერ­დით მდე­ბა­რე პა­ტა­რა, მყუდ­რო იტა­ლი­უ­რი კა­ფეს­კენ ატ­რი­ა­ლებს – “ეს ჩე­მი ცო­ლის მან­ქა­ნა­ა, ისე აქ სულ მო­ტო­ციკ­ლით დავ­დი­ვარ. სა­ცო­ბებ­ში ხელ­საყ­რე­ლი­ა, თა­ნაც ‘მევასება’”. უკა­ნას­კ­ნელ სიტყ­ვას რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მოთ­ქ­ვამს – ჟარ­გო­ნის­თ­ვის სა­ხა­სი­ა­თო ბარ­ბა­რიზ­მუ­ლი რი­ხით კი არა, პი­რი­ქით – სიტყ­ვის­თ­ვის უჩ­ვე­უ­ლო არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლო­ბით, რბი­ლად და ირო­ნი­ით, თით­ქოს მსმე­ნე­ლე­ბი­სა და მკითხ­ვე­ლე­ბის­თ­ვის “თვალის ჩაკ­ვ­რას” ცდი­ლობ­დეს.

მო­ნა­კოს სტან­დარ­ტე­ბით ისე­თი­ვე მოკ­რ­ძა­ლე­ბულ იტა­ლი­ურ კა­ფე­ში, რო­გო­რიც A კლა­სის მერ­სე­დე­სი­ა, და­ვით იაკო­ბაშ­ვილს ყვე­ლა მიმ­ტა­ნი იც­ნობს და ისიც არ იშუ­რებს მო­კითხ­ვებს გა­მარ­თუ­ლი ფრან­გუ­ლით, თან შეკ­ვე­თა­საც აძ­ლევს – და­საწყი­სის­თ­ვის არ­ტი­შო­კის სა­ლა­თი და პას­ტა ზღვის პრო­დუქ­ტე­ბით. მგო­ნი­ა, ინ­ტერ­ვიუ რუ­სუ­ლად წა­რი­მარ­თე­ბა, მაგ­რამ ბავ­შ­ვო­ბის შე­სა­ხებ კითხ­ვის დას­მის­თა­ნა­ვე იგი ისე უეც­რად იწყებს ამ­ბის მო­ყო­ლას (დარბაისლური ქარ­თუ­ლით, რო­მელ­საც მსუ­ბუ­ქი “პლეხანოვური” ში­ბო­ლე­თი დაჰ­კ­რავს), რომ დიქ­ტო­ფო­ნის მო­მარ­თ­ვას ძლივს ვას­წ­რებ. ბიზ­ნეს­მე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბულ ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ზე მშვი­დად, ნე­ლა, მაგ­რამ ისე ლა­ღად და დე­ტა­ლუ­რად სა­უბ­რობს, რომ ცო­ტა ხნით “საქმე” მარ­თ­ლა მა­ვიწყ­დე­ბა. შუ­ა­ლე­დებ­ში პა­უ­ზას აკე­თებს და ღი­მი­ლით გვე­უბ­ნე­ბა – “მიირთვით, გა­და­ი­ღეთ, გემ­რი­ე­ლი­ა”. და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლის სიყ­მაწ­ვი­ლის ამ­ბა­ვი დე­სერ­ტამ­დე გას­ტანს.

ზარ­მა­ცი მგე­ლი და სა­მი გო­ჭი

და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბის თავ­გა­და­სა­ვა­ლი ისეა ჩაწ­ნუ­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გა­რიჟ­რაჟ­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნებ­ში, რომ მა­მა­მი­სის, მი­ხე­ილ იაკო­ბაშ­ვი­ლის ოჯა­ხუ­რი დრა­მის გარ­შე­მო სა­შუ­ა­ლო დო­ნის რე­ჟი­სო­რიც კი მთე­ლი ეპო­ქის სრულ­ყო­ფი­ლად ასახ­ვას შეძ­ლებ­და.

1919 წელს და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლის ბა­ბუა სტამ­ბულ­ში გა­ექ­ცა კო­მუ­ნის­ტებს, რად­გან მთე­ლი ქო­ნე­ბა ჩა­მო­არ­თ­ვეს: “ბიზნესში იყო კა­ცი, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს რუ­სე­თის არ­მი­ას ამა­რა­გებ­და”. 1923 წელს ოჯა­ხი რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და.

“ორჯონიკიძე ეხ­მა­რე­ბო­და ჩემს ოჯახს, რად­გან მა­ნამ­დე ბა­ბუ­ა­ჩე­მი და­ეხ­მა­რა მას, ქუ­თა­ის­ში, – ამ­ბობს იგი. – მა­მა­ჩე­მი ინ­ს­ტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სა­ვაჭ­რო ფლო­ტის ერ­თ­-ერთ გემ­ზე, მთა­ვარ მე­ქა­ნი­კო­სად მო­ეწყო სა­მუ­შა­ოდ. გე­მი ლე­ნინ­გ­რა­დი­დან – ლონ­დონ­ში და ნი­უ­-ი­ორ­კ­ში და­ცუ­რავ­და. კარ­გად ცხოვ­რობ­და, რად­გან იქი­დან ბევ­რი რა­მის ჩა­მო­ტა­ნა შე­ეძ­ლო”.

ასე გაგ­რ­ძელ­და 1938 წლამ­დე. სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძის სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლის მა­მა და ბა­ბუა და­ა­პა­ტიმ­რეს. მა­მამ 8 წე­ლი­წა­დი – მთე­ლი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის პე­რი­ო­დი – პა­ტიმ­რო­ბა­ში გა­ა­ტა­რა და ჯარს იმით გა­და­ურ­ჩა, რომ ას­ტ­რა­ხან­ში, კო­ლო­ნი­ა­ში ამუ­შა­ვებ­დ­ნენ.

და­ვი­თის დე­დის ოჯა­ხი იმა­ვე დროს წა­ვი­და მოს­კოვ­ში. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის პე­რი­ოდ­ში და­ვი­თის დე­და, სტუ­დენ­ტი, დღი­სით “სამტრესტის” ღვი­ნის ქარ­ხა­ნა­ში მუ­შა­ობ­და, ხო­ლო სა­ღა­მოს, შე­ნო­ბე­ბის სა­ხუ­რავ­ზე, თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად გერ­მა­ნუ­ლი ფუ­გა­სუ­რი ნაღ­მე­ბის­გან გა­ჩე­ნილ ცეცხლს აქ­რობ­და.

სა­ბო­ლო­ოდ, ორ­მო­ცი­ა­ნი წლე­ბის მი­წუ­რულს, და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლის დედ­-­მა­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­სახ­ლ­და.

“მე 1957 წელს და­ვი­ბა­დე, მყავს და. უფ­რო­სი ძმაც მყავ­და, მაგ­რამ ჩემს და­ბა­დე­ბამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, – ამ­ბობს იგი და მოკ­ლე პა­უ­ზის შემ­დეგ ისევ მხი­ა­რუ­ლად გა­ნაგ­რ­ძობს, – თბი­ლის­ში 25-ე სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი სკო­ლა იყო. მე­რე 42-ე სკო­ლა­ში გა­და­ვე­დი, ფი­ზი­კა-­
მა­თე­მა­ტი­კურ სკო­ლა­ში. კარ­გად და­ვამ­თავ­რე. მა­თე­მა­ტი­კა ძა­ლი­ან კარ­გად მე­ხერ­ხე­ბო­და”.

სკო­ლა კი წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა, მაგ­რამ მე­რე ცხოვ­რე­ბა ისე აეწყო, რომ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ატეს­ტა­ტი სა­ერ­თოდ ვერ მი­ი­ღო. ძა­ლი­ან უნ­დო­და МГИМО-ში (საერთაშორისო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მოს­კო­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი) ჩა­ბა­რე­ბა, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი გვა­რის გა­მო “არ გა­მო­დი­ო­და მა­შინ ასე”. შემ­დეგ ბი­ო­ლო­გი­ურ ინ­ს­ტი­ტუტ­ში სურ­და სა­ბუ­თე­ბის შე­ტა­ნა, სა­ბო­ლო­ოდ კი თბი­ლი­სის პო­ლი­ტექ­ნი­კურ ინ­ს­ტი­ტუტ­ში ჩა­ი­რიცხა, სამ­შე­ნებ­ლო ფა­კულ­ტეტ­ზე: “‘გეპეი’ არ და­მიმ­თავ­რე­ბი­ა, რად­გან ოჯა­ხი ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნ­და, რომ აუცი­ლებ­ლად უნ­და მე­მუ­შა­ვა. ღა­მით მეტ­რომ­შენ­ში ვმუ­შა­ობ­დი, დღი­სით – მე­ტა­ლურ­გი­ულ ინ­ს­ტი­ტუტ­ში, ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. არა, შე­მეძ­ლო უმაღ­ლე­სი და­მემ­თავ­რე­ბი­ნა, მაგ­რამ ზარ­მა­ცი ვი­ყა­ვი”, – ამ­ბობს და­ნა­ნე­ბით. ვხვდე­ბი, რომ ენა­ზე მომ­დ­გა­რი კითხ­ვა “კი მაგ­რამ, რო­დის­ღა?!” არ უნ­და დავ­ს­ვა. ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი დრო წლის წინ­ს­წ­რე­ბით არა­თუ დღი­უ­რად, არა­მედ სა­ა­თობ­რი­ვად აქვს გა­წე­რილ­-­გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან მშრალ და იმ­დე­ნად დე­ტა­ლურ პა­სუხს გამ­ცემს, რომ მი­სი ამ ემო­ცი­უ­რი მუხ­ტის და­კარ­გ­ვა და “რიცხვების” გა­ყი­ნულ სამ­ყა­რო­ში შეს­ვ­ლა ჯერ ხელს არ მაძ­ლევს: “წელიწადში 200 დღეს მოს­კოვ­ში ვა­ტა­რებ, ხო­ლო 165-ს პლუს­-­მი­ნუს ორი დღე – მო­ნა­კო­ში, ოჯახ­თან”, – მოგ­ვი­ა­ნე­ბით მეტყ­ვის იგი (ინტერვიუს შემ­დეგ კი ნი­უ­-ი­ორ­კ­ში გა­საფ­რე­ნად გამ­ზა­დე­ბუ­ლი თა­ვი­სი პი­რა­დი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის­კენ მი­ეჩ­ქა­რე­ბა. ინ­ტერ­ვი­უს დრო მკა­ფი­ოდ გვაქვს რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბუ­ლი – ორი სა­ა­თი).

თუ­კი და­ვი­თის მშობ­ლე­ბის სიყ­მაწ­ვი­ლე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის აღ­ზე­ვე­ბის მტკი­ცე აკორ­დებს მის­დევს, თა­ვად მი­სი ახალ­გაზ­რ­დო­ბა კო­მუ­ნის­ტუ­რი უტო­პი­ის “გედის სიმ­ღე­რის” – ერ­თ­დ­რო­უ­ლად მძი­მე და ჰა­ე­რო­ვან – უკა­ნას­კ­ნელ ტაქ­ტებს აყო­ლებს ფეხს.

ტი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­მი­ლე­უ­ლი და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლი “ვოენტორგში”, ჩა­ნა­წე­რე­ბის სტუ­დი­ა­ში შო­უ­ლობს სამ­სა­ხურს: “მეხერხებოდა რა­დი­ო­ტექ­ნი­კი­სა და მაგ­ნი­ტო­ფო­ნე­ბის შე­კე­თე­ბა და და­ვიწყე მა­თი რე­მონ­ტი. მუ­სი­კა­ლურ ჩა­ნა­წე­რებ­საც ვა­მუ­შა­ვებ­დი. ძა­ლი­ან კარ­გი სამ­სა­ხუ­რი იყო, კაი ფულს ვშო­უ­ლობ­დი, ჩე­მი თუ­მა­ნი-­დღე­ში მქონ­და”. “ღამეში-თუმანს” კი მეტ­რომ­შენ­ში აძ­ლევ­დ­ნენ; 60-80 მა­ნე­თამ­დე მე­ტა­ლურ­გი­ურ ინ­ს­ტი­ტუტ­ში შო­უ­ლობ­და. ვე­რა­ფერს იტყ­ვი, მარ­თ­ლა კარ­გი ფუ­ლი იყო მა­შინ, რო­ცა სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 120 მა­ნე­თით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბო­და.

“მერე შე­მო­ვი­და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, ვი­დე­ო­ა­პა­რა­ტუ­რა. იმა­ზეც ვმუ­შა­ობ­დი. პრინ­ციპ­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი აკ­რ­ძა­ლუ­ლი იყო. რა­დი­ოს რე­მონ­ტ­ში რომ ამე­ღო სა­მი მა­ნე­თი და ვი­ღა­ცას და­ვე­ჭი­რე, სამ­წ­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მქონ­და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი. რის­კი იყო, მაგ­რამ ვა­კე­თებ­დი. ეს გახ­ლ­დათ ჩე­მი ხე­ლოვ­ნე­ბა და ხე­ლო­ბა”, – ამ­ბობს სი­ცი­ლით და მთელ ამ “ძელეცურ” და­ვი­და­რა­ბა­ში აშ­კა­რად თა­ვის საყ­ვა­რელ მო­მენტს უახ­ლოვ­დე­ბა – პირ­ვე­ლი ბიზ­ნე­სის ამ­ბავს, რომ­ლის მოს­მე­ნი­სას სი­ცილს უკ­ვე ვე­ღა­რა­ვინ იკა­ვებს (სიცილს ვინ ჩი­ვის, კრე­ვე­ტის იმ­ხე­ლა ნა­ჭე­რი გა­დამ­ც­და, თვალ­წინ მთელ­მა ჩემ­მა მოკ­ლე ცხოვ­რე­ბამ თუ არა, გრძელ­მა სა­თა­ურ­მა მა­ინც გა­და­მირ­ბი­ნა – “Forbes-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი რე­დაქ­ტო­რი მი­ლი­არ­დე­რის მი­წო­დე­ბუ­ლი ლუკ­მით და­იხ­რ­ჩო”).

ხომ ამ­ბო­ბენ, იმ დროს ხე­ლის გა­უს­ვ­რე­ლად ფულს ვერ იშო­ვი­დი­ო? ჰო­და, წარ­მო­იდ­გი­ნეთ სცე­ნა: გმირ­თა მო­ე­დან­ზე – სიცხე­ში, სა­ცობ­ში, მან­ქა­ნებს შო­რის სა­მი ზორ­ბა ღო­რი თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლი გარ­ბის. ღო­რებს “სვეცკურად” ჩაც­მულ­-­და­ხუ­რუ­ლი ორი ახალ­გაზ­რ­და მის­დევს. აბა, რო­გორ, თი­თო ღო­რი – ასი კი­ლო. ერ­თი კი­ლო ღო­რის ხორ­ცი – 3 მა­ნე­თი და 50 კა­პი­კი.

“ჩემი მე­გობ­რის, ვა­ჟა ბუ­ღა­ძის დახ­მა­რე­ბით სიგ­ნა­ლი­ზა­ცი­ე­ბის და­ყე­ნე­ბის შეკ­ვე­თებს ვი­ღებ­დი არა­სა­უწყე­ბო დაც­ვის­თ­ვის. ამ დროს მი­ნის­ტ­რ­მა მი­ი­ღო გან­კარ­გუ­ლე­ბა, რომ თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა გო­ჭე­ბის გა­ცე­მა გა­მო­საზ­რ­დე­ლად. ჩემს მე­გო­ბარს, ვა­სი­კო ბარ­ნოვს, ჰყავ­და მე­გო­ბა­რი ოჯა­ხი წყნეთ­ში და იქ მო­ვამ­ზა­დეთ ეზო გო­ჭე­ბის­თ­ვის. ავიყ­ვა­ნეთ ორა­სი გო­ჭი. ასი იქ­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. მაგ­რად ვი­დარ­დეთ. 011 მარ­კის “ჟიგული” მყავ­და და რეს­ტორ­ნებ­ში, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და, ყველ­გან ვაგ­რო­ვებ­დით ღო­რე­ბის­თ­ვის საჭ­მელს. დღე არ იყო, რომ წყნეთ­ში ნარ­ჩე­ნე­ბით სავ­სე მან­ქა­ნით არ ავ­სუ­ლი­ყა­ვით”.

შრო­მამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო – წე­ლი­წად­-­ნა­ხე­ვარ­ში უკ­ვე სა­მა­სამ­დე გამ­რავ­ლე­ბუ­ლი 100-კილოიანი ღორი, სამ მა­ღალ­ბორ­ტი­ან მან­ქა­ნა­ზე მო­თავ­სე­ბუ­ლი, უკ­ვე ჩა­ბა­რე­ბის გზა­ზე და – ჰო­ი, უბე­დუ­რე­ბავ!

ათა­სი მა­ნე­თი გარ­ბის!

“მე და ვა­სი­კო მივ­ს­დევთ. თეთრ შარ­ვალ­-­პე­რან­გებ­ში ვართ, ზაფხუ­ლი­ა, სიცხე­ა. ყვე­ლა გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ა. და­ვი­ჭი­რეთ და ეს ას­კი­ლო­ი­ა­ნი ღო­რე­ბი, სა­მი­ვე ქვე­მო­დან ავის­რო­ლეთ ბორ­ტ­ზე”.

“გმირობა გმირ­თა მო­ე­დან­ზე”, – ჩა­ერ­თო სა­უ­ბარ­ში ნი­კო მჭედ­ლიშ­ვი­ლი, Petrocas Energy Group-ის ვი­ცე-­პ­რე­ზი­დენ­ტი მარ­კე­ტინ­გი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ ხუმ­რო­ბამ და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლი კი­დევ უფ­რო გა­ა­ხა­ლი­სა, – “ძალიან და­ვის­ვა­რეთ. სა­მა­გი­ე­როდ, ჩა­ვა­ბა­რეთ და კარ­გი ფუ­ლი ვი­შო­ვეთ მა­შინ. ასე ვმუ­შა­ობ­დი”.

მე­რე საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან წას­ვ­ლა გა­დაწყ­ვი­ტა: “იქ რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა? რე­მონ­ტი, რა­ღა­ცას გა­ა­კე­თებ ნაც­ნო­ბო­ბით, მე­ტი არა­ფე­რი”.

ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ ქვეყ­ნი­დან გას­ვ­ლის უფ­ლე­ბა მის­ცეს და 1987 წლის 14 მარტს და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლი ფი­ნეთ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა. თა­ვი­დან უჭირ­და, მრეცხა­ვად მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ კი ემიგ­რანტს ბედ­მა კვლავ გა­უ­ღი­მა: “მძღოლად და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა. იაპო­ნელ ჟურ­ნა­ლის­ტებს ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი, ფი­ნეთ­ში და­ვა­ტა­რებ­დი. ვაჩ­ვე­ნებ­დი, რას ჭა­მენ ფი­ნე­ლე­ბი. უფა­სოდ ვჭამ­დი და 200 ფი­ნუ­რი მარ­კა მქონ­და დღე­ში. ეს ჩემ­თ­ვის სა­მოთხე იყო – Paradise!”

თუმ­ცა და­ვით იაკო­ბაშ­ვილს შვე­დეთ­ზე ეჭი­რა თვა­ლი: “შვედეთში ისე­თე­ბი იყ­ვ­ნენ, რო­გო­რიც მე, რა­ღა­ცის აშე­ნე­ბა­ზე, გა­კე­თე­ბა­ზე, დაწყე­ბა­ზე ფიქ­რობ­დ­ნენ”. 1987 წლის 9 სექ­ტემ­ბერს იგი სტოკ­ჰოლ­მ­ში მი­ემ­გ­ზავ­რე­ბა და თავ­შე­სა­ფარს ითხოვს. სამ თვე­ში რე­ზი­დენ­ტის სტა­ტუსს იღებს; დღი­სით ენას სწავ­ლობს, ღა­მით კი “მანქანით და­ა­ტა­რებს ხალხს”.

Back in USSR

იაკო­ბაშ­ვილს დი­დი ბა­ზა­რი სჭირ­დე­ბო­და. კო­ო­პე­რა­ტი­ვე­ბის ეპო­ქის რუ­სე­თი სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლი იყო სა­მე­წარ­მეო ჟი­ნით შეპყ­რო­ბი­ლი self-made ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, ვინც წვრი­ლი ლო­კა­ლუ­რი წარ­მა­ტე­ბე­ბით არ კმა­ყო­ფილ­დე­ბო­და; ვინც ფარ­თოდ აზ­როვ­ნებ­და; ვის­თ­ვი­საც სი­ცოცხ­ლე იყო არა უბ­რა­ლოდ გა­დარ­ჩე­ნის­თ­ვის ბრძო­ლა, არა­მედ ბევ­რი მო­გე­ბუ­ლი და წა­გე­ბუ­ლი ბრძო­ლის დამ­ტე­ვი ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი ომი; ვის­თ­ვი­საც “სამყაროც არ იყო საკ­მა­რი­სი”.

თვალ­სა და ხელს შუა იბა­დე­ბო­და ახა­ლი იმ­პე­რია ახა­ლი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლე­ბით, იწე­რე­ბო­და ახა­ლი ის­ტო­რია სრუ­ლი­ად ქათ­ქა­თა ფურ­ცელ­ზე, ახა­ლი ის­ტო­რი­ის და­სა­წე­რი კალ­მე­ბი კი ისე­ვე ეყა­რა ქუ­ჩა­ში, რო­გორც საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის და­ბა­დე­ბის დროს “ძალაუფლება ეგ­დო ქუ­ჩა­ში” – თა­ვად ვლა­დი­მირ ილიჩს რომ და­ვე­სეს­ხოთ. ვინც მო­ას­წ­რებ­და ახა­ლი, უკ­ვე კა­პი­ტა­ლის­ტუ­რი ის­ტო­რი­ის სა­წე­რი კალ­მით შე­ი­ა­რა­ღე­ბას, ის მახ­ვი­ლის ას­ხ­ლე­ტა­საც შეძ­ლებ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლის მი­ერ შვი­ლი­ვით გა­მოზ­რ­დი­ლი კომ­პა­ნი­ა, “ვიმ-ბილ-დანი”, რუ­სე­თის უდი­დეს ბიზ­ნეს­თა­გან იმ ცო­ტა­ო­დე­ნის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი­ა, რო­მე­ლიც არა საბ­ჭო­თა სა­ხელ­მ­წი­ფოს სა­კუთ­რე­ბის რე­დის­ტ­რი­ბუ­ცი­ის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი აქ­ტი­ვე­ბით, არა­მედ და­მო­უ­კი­დებ­ლად, რო­გორც იტყ­ვი­ან, “სკრეტჩიდან” – სუფ­თა ფურ­ც­ლი­დან და­იწყო.

1992 წელს $50-ათასიანი კრე­დი­ტი­თა და იჯა­რით აღე­ბუ­ლი სა­წარ­მოო ხა­ზით სულ­შ­თა­ბე­რი­ლი საქ­მე 20 წე­ლი­წად­ში 36 სა­წარ­მომ­დე გა­ფარ­თოვ­და, სა­დაც ჩა­მოს­ხ­მუ­ლი რძის ნა­წარ­მი, წვე­ნე­ბი და მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბი – რუ­სე­თი­სა და დსთ-ის ქვეყ­ნე­ბის 25 ქა­ლაქ­ში მი­მობ­ნე­უ­ლი სა­ვაჭ­რო ცენ­ტ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით – მსოფ­ლიო ბა­ზარს მო­ე­დო. კომ­პა­ნია აწარ­მო­ებ­და ცნო­ბილ სა­მარ­კო ნიშ­ნებს: J7-ს, 100% Gold Premium-ს, Любимый сад-ს, Домик в деревне-ს, Весёлый молочник-ს, Агуша-ს და ა.შ. – ჯამ­ში, რძის პრო­დუქ­ტე­ბის 1000-ზე 
მეტ და­სა­ხე­ლე­ბას, 150 და­სა­ხე­ლე­ბის წვენ­სა და გა­ზი­ან სას­მელს. გე­ო­მეტ­რი­უ­ლი პროგ­რე­სი­ით გა­ფარ­თო­ე­ბულ­მა “ვიმ-ბილ-დანმა”, 2002 წელს აქ­ცი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი სა­ჯა­რო გან­თავ­სე­ბა ნი­უ­-ი­ორ­კის ბირ­ჟა­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და პირ­ველ რუ­სულ სა­სურ­სა­თო კომ­პა­ნი­ად იქ­ცა, რო­მელ­მაც IPO ჩა­ა­ტა­რა. გან­თავ­სე­ბის დროს კომ­პა­ნია $830 მი­ლი­ო­ნად შე­ფას­და, ხო­ლო და­ახ­ლო­ე­ბით 10 წე­ლი­წად­ში, რო­ცა PepsiCo-მ “ვიმ-ბილ-დანი” სა­ბო­ლო­ოდ შე­ის­ყი­და, კომ­პა­ნი­ის სა­ერ­თო კა­პი­ტა­ლი­ზა­ცია $5,7 მი­ლი­არდს შე­ად­გენ­და... თუმ­ცა “ვიმ-ბილ-დანამდე” – რუ­სე­თის კა­პი­ტა­ლის­ტურ ის­ტო­რი­ა­ში ერ­თ­-ერ­თი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ბიზ­ნეს­კე­ი­სის დამ­წერ კომ­პა­ნი­ამ­დე – ჯერ ად­რე­ა.

ჯერ 1987 წე­ლი დგას და, მარ­თა­ლი­ა, დი­დი გეგ­მე­ბით, მაგ­რამ პა­ტა­რა ქო­ნე­ბით რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლი ალ­ბათ მა­შინ ვერც კი წარ­მო­იდ­გენს, რომ ოდეს­მე ამ­ხე­ლა ინ­დუს­ტ­რი­ის 10,5%-იანი 
წი­ლის მფლო­ბე­ლი იქ­ნე­ბა. 1987 წელს მას არა­ფე­რი გა­აჩ­ნი­ა, გარ­და ამ­ბი­ცი­ი­სა და თი­თო­-ო­რო­ლა უცხო­უ­რი სა­ხე­ლი­სა სა­ტე­ლე­ფო­ნო წიგ­ნაკ­ში. ამ დროს იგი ლე­ნინ­გ­რად­ში ჩა­დის და ხის ნა­წარ­მ­ზე იწყებს მუ­შა­ო­ბას. და­საწყი­სი მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი­ა: ხე-­ტყის მა­სა­ლა რუ­სე­თი­დან შვე­დეთ­სა და ფი­ნეთ­ში გა­დი­ო­და. “ხის მა­სა­ლა გავ­ყი­დე 88-ში, ცო­ტა ფუ­ლი ვი­შო­ვე და 14 ათას მარ­კად ხუ­თი წლის მერ­სე­დე­სი ვი­ყი­დე”, – იხ­სე­ნებს ბიზ­ნეს­მე­ნი.

ლე­ნინ­გ­რა­დი­დან იაკო­ბაშ­ვი­ლი, ახა­ლი საქ­მის ძი­ე­ბა­ში, მოს­კო­ვის­კენ გა­ე­მარ­თა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში გა­იც­ნო ბიზ­ნეს­პარ­ტ­ნი­ო­რი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის კომ­პ­ლექსს, “ჩერის”, ააშე­ნებს და, რაც მთა­ვა­რი­ა, სწო­რედ მა­შინ მი­მარ­თა­ვენ მას საქ­მი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბით ძვე­ლი მე­გობ­რე­ბი – პა­ველ დუდ­ნი­კო­ვი და ევ­გე­ნი იაროს­ლავ­ს­კი, რო­მელ­თაც ერ­თი წლით ად­რე და­ე­არ­სე­ბი­ნათ სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი “ჟენშენი” – ერ­თ­-ერ­თი პირ­ვე­ლი კო­ო­პე­რა­ტი­ვი რუ­სეთ­ში. სიყ­მაწ­ვი­ლის მე­გობ­რე­ბი მას საქ­მე­ში შეს­ვ­ლას შეს­თა­ვა­ზე­ბენ. დუდ­ნი­კო­ვის, იაროს­ლავ­ს­კის, იაკო­ბაშ­ვი­ლი­სა და რამ­დე­ნი­მე სხვა მე­გობ­რის პარ­ტ­ნი­ო­რუ­ლი ჯგუ­ფი გახ­დე­ბა ის ბირ­თ­ვი, რომ­ლის ორ­ბი­ტის გარ­შე­მოც დი­დი და მცი­რე პლა­ნე­ტე­ბი­ვით დატ­რი­ალ­დე­ბა კომ­პა­ნი­ე­ბის მთე­ლი პლე­ა­და.

თუმ­ცა პირ­ველ შე­მო­სა­ვალ­თან ერ­თად პირ­ველ­მა პრობ­ლე­მებ­მაც იჩი­ნა თა­ვი – პა­რა­ზი­ტებ­მა ფუ­ლი იყ­ნო­სეს: “ერთი ქარ­თ­ვე­ლი იყო, მა­გა­რი კონ­ფ­ლიქ­ტი მო­მი­ვი­და. მან­ქა­ნის წარ­თ­მე­ვა უნ­დო­და. მა­გას “საქმის გა­სარ­ჩე­ვად” მთე­ლი ამა­ლა მოჰ­ყ­ვა, ჩემ­თან კი ჩე­მი ორი მე­გო­ბა­რი იყო. ჩვენ სამ­ნი მი­ვე­დით, ისი­ნი თხუთ­მეტ­ნი. გა­სა­გი­ჟე­ბე­ლი­ა, მან­ქა­ნის გუ­ლის­თ­ვის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა აგ­რე­ო­და”.

თუმ­ცა შე­მო­სავ­ლის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რად მზარდ საფ­რ­თხე­ებს და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლი არ ეპუ­ე­ბო­და და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ახალ­-ა­ხა­ლი საქ­მე­ე­ბის წა­მოწყე­ბას გა­ნაგ­რ­ძობ­და.

“ყველაფერში ვმუ­შა­ობ­დით, რა უნ­და გვექ­ნა. რე­სურ­სი არ გვქონ­და. ვიც­ნობ­დი ვი­ღა­ცებს, მაგ­რამ ‘კომუნისტური პარ­ტი­ის ფუ­ლი’ ჩვენ არ გვქონ­და. ყვე­ლა­ფერს მო­ვე­დეთ. ავ­ტო­ბუ­სი ვი­ქი­რა­ვეთ – ტუ­რის­ტე­ბი რომ ელო­დე­ბოდ­ნენ რე­ისს “შერემეტიევოში”, დო­ლარს ვი­ღებ­დით და მოს­კოვ­ში დაგ­ვ­ყავ­და ექ­ს­კურ­სი­ა­ზე. დაწ­ვეს ჩვე­ნი ავ­ტო­ბუ­სი ვი­ღა­ცებ­მა, მაგ­რამ მე­რე მა­გა­თი ავ­ტო­ბუ­სიც და­იწ­ვა, შემ­თხ­ვე­ვით, ეტყო­ბა, ღმერ­თიც ჩვენ მხა­რეს იყო, – ამ­ბობს სი­ცი­ლით. – მე­რე გე­მი ვი­ქი­რა­ვეთ, “მოსკვა-რეკაზე”, პორ­ტ­ში იდ­გა, სას­ტუმ­როდ გა­და­ვა­კე­თეთ და კარგ შე­მო­სა­ვალს იძ­ლე­ო­და. იმ­დე­ნი ბიზ­ნე­სი გვქონ­და, აღარც მახ­სოვს: ჯინ­სებს ვყიდ­დით, ქი­რი­თაც გვქონ­და მა­ღა­ზი­ე­ბი აღე­ბუ­ლი”. ამა­სო­ბა­ში ხის მა­სა­ლის ბიზ­ნე­სი ავე­ჯი­სა­ში გა­და­ი­ზარ­და. ბიზ­ნეს­პარ­ტ­ნი­ო­რებ­მა ავე­ჯით უზ­რუნ­ველ­ყ­ვეს სას­ტუმ­რო “მეტროპოლი”. ამ საქ­მე­ში იაკო­ბაშ­ვილს შვე­დი მე­გო­ბა­რი და­ეხ­მა­რა. სხვა­თა შო­რის, იაკო­ბაშ­ვი­ლის, დუდ­ნი­კო­ვი­სა და იაროს­ლავ­ს­კის გუნ­დის ენ­თუ­ზი­აზ­მ­მა, ერ­თი­ა­ნო­ბამ და გა­ნუ­ყო­ფე­ლო­ბამ ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა შვედ პარ­ტ­ნი­ორ­ზე, რომ სწო­რედ მან წა­მო­ი­ძა­ხა ახ­ლო მო­მა­ვალ­ში სა­მე­უ­ლის მი­ერ და­არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის სა­ხე­ლი – Trinity! (ინგ. “წმინდა სა­მე­ბა”)

“ტრინიტის” პირ­ვე­ლი დი­დი ბიზ­ნე­სი “ჟიგულებით”, “მოსკვიჩებითა” და “ვოლგებით” გა­და­ჭე­დილ ქა­ლაქ­ში ამე­რი­კუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­მოყ­ვა­ნა იყო. მარ­ტი­ვად არ წა­სუ­ლა საქ­მე, თა­ვა­დაც კი უწევ­დათ ფი­ნე­თი­დან მო­მა­ვა­ლი ავ­ტომ­ზი­დის სა­ჭეს­თან ჯდო­მა – “ჩამოგვყავდა მან­ქა­ნე­ბი ნი­უ­-ი­ორ­კი­დან, ატ­ლან­ტი­დან, სან­-­ფ­რან­ცის­კო­დან, ლოს­-ან­ჯე­ლე­სი­დან. იქ ვყი­დუ­ლობ­დით აუქ­ცი­ონ­ზე და მიგ­ვ­ყავ­და ფი­ნეთ­ში, ჰელ­სინ­კი­ში. მა­შინ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პას­პორ­ტით დავ­დი­ო­დი, შვე­დუ­რი პას­პორ­ტი მხო­ლოდ 97-ში ავი­ღე. მან­ქა­ნე­ბით მო­მა­რა­გე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას მი­ვი­ღეთ დი­ლე­რო­ბის უფ­ლე­ბა General Motors-ისგან და მოს­კოვ­ში, კი­ევ­ში, ლე­ნინ­გ­რად­ში, ტა­ლინ­შიც კი გვქონ­და ცენ­ტ­რე­ბი. “შევროლეს” პირ­ვე­ლი დი­ლე­რე­ბი ჩვენ ვი­ყა­ვით, მე­რე უკ­ვე ბო­რის ბე­რე­ზოვ­ს­კი”.

თუმ­ცა “ტრინიტის” მთა­ვა­რი წარ­მა­ტე­ბა წინ იყო. ამ პე­რი­ოდ­ში რუ­სეთ­ში უფ­რო შე­მო­სავ­ლი­ა­ნი საქ­მე იბა­დე­ბო­და – აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი. სა­მე­უ­ლი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე შვე­დურ კომ­პა­ნი­ა­სა და კონ­ცერნ “ოლბისთან” ერ­თად “ნოვი არ­ბატ­ზე” მოს­კოვ­ში უდი­დე­სი სა­თა­მა­შო კომ­პ­ლექ­სის, “ჩერის” მშე­ნებ­ლო­ბას შე­უდ­გა. “ჩერის” ღა­მის კლუ­ბი “მეტელიცა” მოჰ­ყ­ვა. წა­მოწყე­ბა იმ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა, რომ “მეტელიცას” მე­ნე­ჯე­რი რუ­სულ Forbes-თან იმ­დ­რო­ინ­დელ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს: “თუ საქ­მე ასე გაგ­რ­ძელ­დე­ბა, ოთხ თვე­ში ამო­ვი­ღებთ მთელ ჩა­დე­ბულ ფულს”.

მაგ­რამ “ტრინიტის” ეს კო­ლო­სა­ლუ­რი გარ­ღ­ვე­ვაც ვერ შე­ედ­რე­ბა ბიზ­ნეს­პარ­ტ­ნი­ორ­თა სა­მე­უ­ლის “სათადარიგო საქ­მედ” წა­მოწყე­ბულ ბიზ­ნესს, რო­მე­ლიც 2011 წელს და­ვით იაკო­ბაშ­ვილს $600 მი­ლი­ონს მო­უ­ტანს.

და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­პ­რო­ექ­ტი ასე და­ი­ბა­და: “ჩერიმდე” ნა­ხე­ვა­რი წლით ად­რე მას საქ­მი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბით ორი ახალ­გაზ­რ­და და­უ­კავ­შირ­და – სერ­გეი პლას­ტი­ნი­ნი და მი­ხა­ილ დუ­ბი­ნი­ნი. “1992 წლის 25 ნო­ემ­ბერს და­იწყეს წვე­ნე­ბის წარ­მო­ე­ბა, შე­ექ­მ­ნათ პრობ­ლე­მე­ბი – ვი­ღა­ცე­ბი უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­დ­ნენ, ვი­ღა­ცე­ბი ‘აწვებოდნენ’” ,– ამ­ბობს იაკო­ბაშ­ვი­ლი.

თუმ­ცა კრი­მი­ნა­ლე­ბი ერ­თა­დერ­თი დაბ­რ­კო­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა “ვიმ-ბილ-დანის” წარ­მა­ტე­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე. 2009 წელს Forbes-ის რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა წერ­და: “’ვიმ-ბილ-დანის’ დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავმჯდომარე, და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლი, პირ­ვე­ლად გა­და­აწყ­და სე­რი­ო­ზულ სირ­თუ­ლე­ებს სა­კუ­თარ ძი­რი­თად ბიზ­ნეს­ში. რუ­სულ სა­სურ­სა­თო მრეწ­ვე­ლო­ბა­ში უმ­ს­ხ­ვი­ლე­სი კომ­პა­ნი­ის საკ­ვან­ძო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გა­უ­ა­რეს­და, მი­სი ბრენ­დე­ბი სულ უფ­რო ნაკ­ლე­ბად თავ­და­ჯე­რე­ბულ­ნი არი­ან ბა­ზარ­ზე. ბიზ­ნე­სი­დან გა­დი­ან ძვე­ლი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი. ნუ­თუ 46 წლის და­ვით იაკო­ბაშ­ვილ­მა – რუ­სე­თის ერ­თ­-ერ­თ­მა ყვე­ლა­ზე იღ­ბ­ლი­ან­მა მე­წარ­მემ – და­კარ­გა ნი­ჭი ოქ­როდ გა­და­აქ­ცი­ოს ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ეხე­ბა?”

ჟურ­ნა­ლის­ტი რუ­სე­თის სა­ფონ­დო ინ­დექ­სის 140%-იანი ზრდის ფონ­ზე “ვიმ-ბილ-დანის” აქ­ცი­ე­ბის 5%-ით გა­ი­ა­ფე­ბას, ბა­ზარ­ზე ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბის, Danone-სა და Ehrmann-ის, მოძ­ლი­ე­რე­ბა­სა და იმა­ვე Danone-სთვის კომ­პა­ნი­ის მი­ყიდ­ვის ჩაშ­ლილ მო­ლა­პა­რა­კე­ბას იშ­ვე­ლი­ებ­და არ­გუ­მენ­ტად. დას­კ­ვ­ნა პე­სი­მის­ტუ­რი იყო: “ჟინი და გამ­ბე­და­ო­ბა – თვი­სე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც 1990-იანი წლე­ბის და­საწყის­ში მი­ლი­ო­ნე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბო­და, დღეს გზას უთ­მობს პრო­ფე­სი­ულ მე­ნეჯ­მენტს და ცოდ­ნას, თუ რო­გორ დამ­კ­ვიდ­რ­დე გარ­კ­ვე­ულ სა­ბაზ­რო ნი­შებ­ში. ბა­ზარ­ზე უბ­რა­ლოდ დე­ფი­ცი­ტუ­რი პრო­დუქ­ტით გას­ვ­ლა უკ­ვე ცო­ტა­ა, სა­ჭი­როა სა­გულ­და­გუ­ლოდ შე­ი­მუ­შაო ბიზ­ნეს­გეგ­მა, ჩა­დო მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი მარ­კე­ტინ­გ­ში, ააგო სა­დის­ტ­რი­ბუ­ციო ქსე­ლი, მკა­ფი­ოდ გა­ა­კონ­ტ­რო­ლო ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი და სა­წარ­მოო პრო­ცე­სი. შე­უძ­ლი­ათ კი ამ­გ­ვა­რი მუ­შა­ო­ბა და­ვით იაკო­ბაშ­ვილ­სა და მის პარ­ტ­ნი­ო­რებს?”

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, Forbes-ი ალ­ბათ ისე არას­დ­როს შემ­ც­და­რა სა­კუ­თარ შე­ფა­სე­ბებ­ში, რო­გორც იაკო­ბაშ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში. რო­გორც და­საწყის­ში აღი­ნიშ­ნა – სიმ­შ­ვი­დე, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა და გამ­ბე­და­ო­ბა პროგ­რა­მა მი­ნი­მუ­მი­ა. სულ სხვა საქ­მეა გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში მიზ­ნის და­ნახ­ვის უნა­რი (თუნდაც ტექ­ნი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ), ყნოს­ვა და ალ­ღო, რომ­ლი­თაც ასე გუ­ლუხ­ვად და­ა­ჯილ­დო­ვა ბუ­ნე­ბამ ბიზ­ნეს­მე­ნი.

პე­სი­მის­ტუ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სტა­ტი­ის და­წე­რის დღი­დან გა­სულ­მა წე­ლი­წად­-­ნა­ხე­ვარ­მა თვალ­ნათ­ლივ აჩ­ვე­ნა, რომ Danone-ისთვის – რო­მე­ლიც 2010 წლის­თ­ვის კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ე­ბის 18,4%-ს უკ­ვე ფლობ­და – “ვიმ-ბილ-დანის” მი­ყიდ­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბის წარ­მა­ტე­ბით დაგ­ვირ­გ­ვი­ნე­ბა, გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში, სა­ოც­რად წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და – აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი ასო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით მე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის შანსს ქარს გა­ა­ტან­დ­ნენ. ხო­ლო ფი­ნან­სუ­რი ექ­ს­პერ­ტე­ბი­სა და Forbes-ის ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის პროგ­ნო­ზე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­კე­თე­ბულ­მა ფსონ­მა და­ვით იაკო­ბაშ­ვილს პირ­და­პირ Forbes-ის უმ­დიდ­რეს ადა­მი­ან­თა რე­ი­ტინ­გ­ში უკ­რა თა­ვი.

“როცა Danone-ის მი­ერ ბირ­ჟა­ზე შე­ძე­ნი­ლი ჩვე­ნი აქ­ცი­ე­ბი უკან­ვე გა­მო­ვის­ყი­დეთ, ერთ აქ­ცი­ა­ში $28 გა­და­ვი­ხა­დეთ, მა­შინ რო­ცა და­ნონ­მა $22-ად შე­ი­ძი­ნა. ცო­ტა­თი მო­ი­გეს. მაგ­რამ ზუს­ტად ექვს თვე­ში ერ­თი აქ­ცია $132-ად მივ­ყი­დეთ PepsiCo-ს –სი­ცი­ლით ამ­ბობს და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლი და თან მიმ­ტანს ნა­ყინს უკ­ვეთს. – კი­ნა­ღამ გა­და­ი­რივ­ნენ Danone-ში!”

რუ­სუ­ლი სა­ფონ­დო ინ­დექ­სის ზრდის პი­რო­ბებ­ში “ვიმ-ბილ-დანის” აქ­ცი­ებ­ზე ფა­სის მცი­რე ვარ­დ­ნა რა ბე­დე­ნა­ა, რო­ცა სულ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, მას შემ­დეგ, რაც PepsiCo-მ “ვიმ-ბილ-დანის” შეს­ყიდ­ვის გეგ­მა გა­ამ­ჟ­ღავ­ნა, რუ­სულ ბირ­ჟებ­ზე კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ე­ბი 30%-ით გაძ­ვირ­და.

აი, მოთ­მი­ნე­ბი­თა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბით გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ნამ­დ­ვი­ლი წარ­მა­ტე­ბა: პირ­ველ ეტაპ­ზე აქ­ცი­ა­თა 66%-იან პა­კეტ­ში PepsiCo-მ $3,8 მი­ლი­არ­დი გა­და­ი­ხა­და, ხო­ლო სა­ბო­ლო­ოდ მთლი­ა­ნი კომ­პა­ნი­ის კა­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ამ $5,7 მი­ლი­არ­დი შე­ად­გი­ნა, სა­ი­და­ნაც და­ვით იაკო­ბაშ­ვილს თა­ვი­სი “მოკრძალებული” 10,5%, ანუ $600-მილიონზე მე­ტი ერ­გე­ბო­და.

მარ­თა­ლი­ა, არ არის ცნო­ბი­ლი Danone-თან ჩაშ­ლი­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბის დე­ტა­ლე­ბი, მაგ­რამ თუ­კი სა­ო­რი­ენ­ტა­ციო ფა­სად იმ $22-ს ავი­ღებთ, რა ფა­სიც ფრან­გულ­მა გი­გან­ტ­მა ნი­უ­-ი­ორ­კის ბირ­ჟა­ზე 2001 წელს “ვიმ-ბილ-დანის” ერთ აქ­ცი­ა­ში გა­და­ი­ხა­და 18,5%-იანი პა­კე­ტის შე­სას­ყი­დად, გა­მო­დის, Danone-ისთვის კომ­პა­ნი­ის მი­ყიდ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ეჭ­ვო­ა, რომ “ვიმ-ბილ-დანის” სა­ერ­თო კა­პი­ტა­ლი­ზა­ცია $900 მი­ლი­ონს ას­ც­დე­ნო­და. ეს და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლის პი­რად მო­გე­ბას მკვეთ­რად შე­ამ­ცი­რებ­და.

Georgia On His Mind

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ებ­ში 3 ათა­სი ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა $200 მი­ლი­ონს აღ­წევს, ხო­ლო გა­და­სა­ხა­დე­ბის სა­ხით მის­მა კომ­პა­ნი­ებ­მა მხო­ლოდ შარ­შან 60 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­მა­ტეს ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტს.

“ვიმ-ბილ-დანის” გა­ყიდ­ვით მი­ღე­ბუ­ლი მო­გე­ბის საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი ნა­წი­ლი და­ვით იაკო­ბაშ­ვილ­მა 2011 წლის ზაფხულ­ში, ჯერ კი­დევ სტარ­ტაპ Petrocas Energy Group-ში და­ა­ბან­და და მი­სი სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ვეს­ტო­რი გახ­და. ამ კომ­პა­ნი­ას იგი ბო­ლო დრო­ის ერ­თ­-ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ბიზ­ნეს­პ­რო­ექ­ტად მი­იჩ­ნევს. “პეტროკასის” ერ­თ­-ერ­თი ბრენ­დი, “გალფ ოილ ინ­ტერ­ნე­ი­შე­ნა­ლი”, 140 ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურს ამუ­შა­ვებს რე­გი­ონ­ში. “პეტროკასი” აგ­რეთ­ვე გა­ნა­გებს ორ ნავ­თობ­ტერ­მი­ნალს ფოთ­ში. 2012 წლის ზაფხულს, მას შემ­დეგ, რაც იაკო­ბაშ­ვი­ლი ძი­რი­თა­დი აქ­ცი­ო­ნე­რი გახ­და, Petrocas Energy Group-ი რე­გი­ო­ნის ერ­თ­-ერთ მზარდ ჯგუ­ფად მოგ­ვევ­ლი­ნა.

“მეტსაც გა­ვა­კე­თებ­დი, თუ სა­თა­ნა­დო გა­რე­მო იქ­ნე­ბა” – ამ­ბობს იაკო­ბაშ­ვი­ლი და “გარემოს” ხსე­ნე­ბის მი­ზეზს, რა თქმა უნ­და, ვხვდე­ბი – იაკო­ბაშ­ვი­ლის მი­ერ შე­ძე­ნი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მე­დი კომ­პა­ნი­ე­ბის აქ­ტი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს – სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ უფ­როს­სა და თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს – ეკუთ­ვ­ნო­და, კე­ზე­რაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ აღ­ძ­რულ სარ­ჩელ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გარ­კ­ვე­ულ ყუ­რადღე­ბას იპყ­რობს; და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლის­თ­ვის კი ქო­ნე­ბა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი – პა­ტი­ო­სა­ნი სა­ხე­ლი­ა, რო­მლის შექ­მ­ნა­საც ათე­უ­ლო­ბით წე­ლი მო­ან­დო­მა.

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტ­რის წი­ნა­აღ­მ­დეგ საქ­მე 2013 წელს აღიძ­რა, ერ­თი წლის შემ­დეგ, რაც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ­მა გუნ­და გა­ი­მარ­ჯ­ვა. ამი­ტომ სა­ნამ კე­ზე­რაშ­ვილს შე­ვე­ხე­ბო­დით, იაკო­ბაშ­ვილს მი­სი და ექ­ს­პ­რე­მი­ე­რ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ვკითხე.

“ივანიშვილი იმ დროს გა­ვი­ცა­ნი, რო­ცა რუ­სეთ­ში პირ­ველ ბიზ­ნეს­ნა­ბი­ჯებს დგამ­და. მე ჩა­მომ­ქონ­და კომ­პი­უ­ტე­რე­ბი და ბი­ძი­ნა და მალ­კი­ნი ყიდ­დ­ნენ. პარ­ტ­ნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და – “რუსული კრე­დი­ტი” რო­ცა შე­იქ­მ­ნა, ახ­ლოს ვი­ყა­ვით, პო­ზი­ტი­უ­რი პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა იყო. მა­შინ დროც სხვა იყო, ჩვენც სულ სხვა ხალ­ხი ვი­ყა­ვით – მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი უფ­რო ად­ვი­ლად წყდე­ბო­და, – ამ­ბობს იაკო­ბაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ივა­ნიშ­ვილს გაპ­რე­მი­ე­რე­ბის შემ­დეგ სულ ორ­ჯერ შეხ­ვ­და – მათ შორის და­ვო­სის ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს, ბიზ­ნეს­მენ­მა იგი 2005 წელს გა­იც­ნო, თუმ­ცა მა­თი ბიზ­ნეს­პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა კე­ზე­რაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბი­დან წა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ და­იწყო. 2011 წელს, მას შემ­დეგ, რაც იაკო­ბაშ­ვი­ლი Petrocas Energy Group-ის სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ვეს­ტო­რი გახ­და, მას კე­ზე­რაშ­ვილ­თან – მი­ნო­რი­ტარ პარ­ტ­ნი­ორ­თან – ჰქონ­და ერ­თი პრინ­ცი­პუ­ლი შე­თან­ხ­მე­ბა: ბიზ­ნე­სის არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კას­თან.

და­ვით იაკო­ბაშ­ვილს პო­ლი­ტი­კის­გან თა­ვი ყო­ველ­თ­ვის შორს ეჭი­რა: “ძალიან პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი. რა­ტომ? – არ ვი­ცი. ყვე­ლას ჰგო­ნი­ა, რომ ვი­ღა­ცა ‘პოზიციას’ ეხ­მა­რე­ბა, ვი­ღა­ცა ოპო­ზი­ცი­ას. არა­ვინ არა­ვის ეხ­მა­რე­ბა. ბიზ­ნე­სი – ბიზ­ნე­სი­ა. შე­ეშ­ვან და მის­ცენ გან­ვი­თა­რე­ბის უფ­ლე­ბა... არ გა­მო­დის პო­ლი­ტი­კა და ბიზ­ნე­სი ერ­თად. მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს ეს ყვე­ლა­ფე­რი. სა­შუ­ა­ლე­ბას თუ მომ­ცე­მენ, გა­ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს. მე ჩე­მი პატ­რი­ო­ტუ­ლი გრძნო­ბა მაქვს”, – ჩვე­უ­ლი სიმ­შ­ვი­დით მე­უბ­ნე­ბა იგი.

გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მე კი ნამ­დ­ვი­ლად გა­მო­ი­ძებ­ნე­ბა. და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის ყვე­ლა­ზე დიდ პო­ტენ­ცი­ალს ენერ­გე­ტი­კი­სა და ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბის სფე­რო­ებ­ში ხე­დავს, მაგ­რამ მი­სი აზ­რით – “რეგიონალურ ჭრილ­ში ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი ამ სფე­რო­ებ­ში ხუთ­ბა­ლი­ა­ნი სკა­ლის სა­მო­სა­ნი­ა”. რო­ცა “5-იანის მი­ღე­ბის” რე­ცეპტს ვე­კითხე­ბი, იგი კვლავ იმას იმე­ო­რებს, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო და პო­ლი­ტი­კა ბიზ­ნეს­ში ნაკ­ლე­ბად უნ­და ერე­ო­დეს, თუმ­ცა სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და იზ­რუ­ნოს ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა­ზე, რაც “სახელმწიფოსთვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან უკუ­მო­გე­ბას იძ­ლე­ვა”. ბიზ­ნეს­მე­ნის თქმით, ენერ­გე­ტი­კულ და სატ­რან­ს­პორ­ტო სექ­ტორ­ში რე­გი­ო­ნულ მო­თა­მა­შე­ებს შო­რის დის­ბა­ლან­სი თვალ­ში სა­ცე­მია და ეს დის­ბა­ლან­სი ქარ­თუ­ლი ბიზ­ნეს­ჯ­გუ­ფე­ბის ხარ­ჯ­ზე ხდე­ბა.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლის აქ­ტი­ვო­ბა მხო­ლოდ ბიზ­ნე­სით არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა. იგი მას­შ­ტა­ბუ­რი ფი­ლან­თ­რო­პი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­თაც არის და­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ კონ­კ­რე­ტულ პრო­ექ­ტებ­ზე ლა­პა­რაკს თავს არი­დებს: “მაგაზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და. თუ აკე­თებ, ჯო­ბია გა­ა­კე­თო არა რეკ­ლა­მის­თ­ვის და პი­ა­რის­თ­ვის”.

გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი აფი­ნან­სებს ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბა­ში ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბის პროგ­რა­მას, ქარ­თუ­ლი სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მას და ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ე­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მას, რომ­ლე­ბიც სა­სოფ­ლო-­სა­მე­ურ­ნეო სფე­რო­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს ნერ­გა­ვენ, თუმ­ცა ჩემ­თან ამა­ზე დუმს და მხო­ლოდ ზო­გა­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა: “განათლება ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი­ა. ცხა­დი­ა, უნ­და და­ეხ­მა­რო იმას, ვი­საც ეს სჭირ­დე­ბა, მო­ხუ­ცებს უნ­და მი­ხე­დო. გა­ნათ­ლე­ბა კი გრძელ­ვა­დი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ა­ა. გა­ნათ­ლე­ბა­შია ის, რომ ხალ­ხი გა­მო­ას­წო­რებს თა­ვის შე­ხე­დუ­ლე­ბას, თა­ვის აზრს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს რა­ღა­ცას შეც­ვ­ლის. რაც უფ­რო გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ხალ­ხი იქ­ნე­ბა, მით უკეთ მო­ი­ფიქ­რებს, რა რო­გორ ჯობს გა­ა­კე­თოს და მთა­ვარ ამო­ცა­ნა­საც უპა­სუ­ხებს”, – ბიზ­ნეს­მე­ნი ხვდე­ბა, რომ მი­სი პა­უ­ზა ძა­ლი­ან მა­ინ­ტ­რი­გებს და სა­ნამ ამოვ­თ­ქ­ვამ­დე კითხ­ვას, თუ რა არის “მთავარი ამო­ცა­ნა”, მპა­სუ­ხობს: “რა ჯო­ბი­ა, ახ­ლა დავ­კ­ლათ ის წი­წი­ლა, რო­მე­ლიც ოქ­როს კვერ­ცხებს და­დებს თუ და­ვე­ლო­დოთ მის გაზ­რ­დას?”

უნ­და გა­მო­მეც­ნო. “ვიმ-ბილ-დანის” კე­ი­სის შემ­დეგ, უნ­და გა­მო­მეც­ნო...

ფირ­ფი­ტა ტრი­ა­ლებს, მუ­სი­კა გრძელ­დე­ბა

უკა­ნას­კ­ნე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ვით იაკო­ბაშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი კა­პი­ტა­ლი $950 მი­ლი­ო­ნი­დან $1,2 მი­ლი­არ­დამ­დე გა­ზარ­და. “ფინანსური ოპე­რა­ცი­ე­ბი, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა – რა­ღაც გავ­ყი­დე, რა­ღაც ვი­ყი­დე”, – მე­უბ­ნე­ბა ის. ვხვდე­ბი, რომ მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ებ­ზე ლა­პა­რა­კი არ უყ­ვარს. არც კი უხ­სე­ნე­ბია მი­სი ბო­ლო დრო­ის კი­დევ ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტარ­ტა­პი “ბიოენერგია”, რო­მე­ლიც ტორ­ფის მო­პო­ვე­ბი­თა და გა­და­მუ­შა­ვე­ბით ინო­ვა­ცი­ურ და სწრა­ფად მზარდ სა­ბაზ­რო ნიშ­ში – ბი­ო­საწ­ვავ­ში – მკვიდ­რ­დე­ბა. 2014 წლის და­საწყის­ში წარ­მა­ტე­ბით დაგ­ვირ­გ­ვი­ნე­ბულ $60-მილიონიან გა­რი­გე­ბა­ზეც დუმს – სწო­რედ ამ ფა­სად გა­ყი­და თა­ვი­სი წი­ლი ფქვი­ლის მწარ­მო­ე­ბელ ქარ­ხა­ნა «Мельничный комбинат № 4»-ში. თუმ­ცა არ უვ­ლის გვერდს «АФК Система»-ს თე­მას – იგი აქ­ცი­ა­თა მი­ნო­რი­ტა­რუ­ლი პა­კე­ტის მფლო­ბე­ლია კორ­პო­რა­ცი­ა­ში, რომ­ლის მი­ერ მარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბიც ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, ნავ­თობ­ქი­მი­ურ, რა­დი­ო- და კოს­მო­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, სა­ბან­კო და უძ­რავ ქო­ნე­ბა­თა ბიზ­ნე­სის, სა­მე­დი­ცი­ნო, და სხვა უფ­რო წვრილ სფე­რო­ებ­ში ჯამ­ში 100 მი­ლი­ონ­ზე მეტ მომ­ხ­მა­რე­ბელს ემ­სა­ხუ­რე­ბა. “წელს «АФК Система»-ში ფუ­ლი იყო ჩა­დე­ბუ­ლი. 49%-ით აიწია აქ­ცი­ებ­ზე ფას­მა, ახ­ლა ისევ და­ე­ცა, მაგ­რამ დრო­უ­ლად და­ვაზღ­ვიე და არა­ფე­რი და­მი­კარ­გავს”, – მე­უბ­ნე­ბა იგი, ოფი­ცი­ანტს ან­გა­რი­შის გა­სას­წო­რებ­ლად უხ­მობს და სა­დი­ლის შემ­დეგ, ცო­ტა ხნით, იაპო­ნურ ბაღ­ში ფე­ხით გა­სე­ირ­ნე­ბას გვთა­ვა­ზობს. ად­გო­მამ­დე კი­დევ ერ­თი კითხ­ვის დას­მას ვას­წ­რებ – სა­მუ­შაო გრა­ფი­კის შე­სა­ხებ.

“ჩვეულებრივ ვიწყებ ათ­ზე და ვამ­თავ­რებ ღა­მის თორ­მეტ­ზე. მე­რე კი­დევ შეხ­ვედ­რე­ბი მაქვს. სამ სა­ათ­ზე მივ­დი­ვარ სახ­ლ­ში, ათ­ზე – ისევ სამ­სა­ხურ­ში”, – მპა­სუ­ხობს და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლი.

ისე­ვე დინ­ჯად და­დის, რო­გორც სა­უბ­რობს. პარკს წრეს ვარ­ტყამთ და გზად რამ­დე­ნი­მე ფო­ტოს ვი­ღებთ. გა­და­ღე­ბი­სას მიკ­ვირს, ისე­თი დამ­ყო­ლი­ა. რო­გორც ჩანს, მწვა­ნე გა­რე­მო­ში გა­სე­ირ­ნე­ბა მას “მეორე სუნ­თ­ქ­ვას” უხ­ს­ნის და თუ­კი მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ე­ბის თა­ო­ბა­ზე “რაღაცა ვი­ყი­დე, რა­ღა­ცა გავ­ყი­დე”­-­თი შე­მო­ი­ფარ­გ­ლა, სა­მა­გი­ე­როდ სხვა ენ­თუ­ზი­აზ­მით იწყებს სა­უ­ბარს სა­კუ­თარ გა­ტა­ცე­ბებ­ზე: “მოტოციკლეტი და კარ­გი ამინ­დი. იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ თუ დრო მაქვს, სკუ­ტე­რით დავ­დი­ვარ. აქე­დან კორ­სი­კას და სარ­დი­ნი­ას მო­ვუ­ა­რე და უკან დავ­ბ­რუნ­დი. ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა თუ ხელს შე­მიწყობს, აქე­დან სტოკ­ჰოლ­მამ­დე მინ­და წას­ვ­ლა, ნა­პი­რის გა­ყო­ლე­ბით. აქამ­დე აკ­რ­ძა­ლუ­ლი იყო შვე­დეთ­ში კუნ­ძუ­ლებს შო­რის სკუ­ტე­რით სი­ა­რუ­ლი, ახ­ლა უკ­ვე შე­იძ­ლე­ბა. ათი დღის ამ­ბა­ვია მაქ­სი­მუმ აქე­დან იქამ­დე ჩას­ვ­ლა”.

თუმ­ცა მის გა­ტა­ცე­ბა­თა შო­რის სა­პა­ტიო ად­გილს მე­ქა­ნი­კუ­რი საკ­რა­ვე­ბის კო­ლექ­ცი­ო­ნი­რე­ბა იკა­ვებს. ინ­ტე­რე­სი მის­მა შვედ­მა მე­გო­ბარ­მა გა­უღ­ვი­ვა, სწო­რედ მან, ვის­თან ერ­თა­დაც “ჩერის” მოჰ­კი­და ხე­ლი. შვე­დი ბიზ­ნეს­მე­ნი ბილ ლიდ­ვა­ლი თავს შე­უძ­ლოდ გრძნობ­და და ეში­ნო­და, ად­რე თუ გვი­ან შვი­ლებს მი­სი ძვირ­ფა­სი კო­ლექ­ცია არ და­ე­ნა­წევ­რე­ბი­ნათ და სხვა­დას­ხ­ვა ადა­მი­ან­ზე გა­ეს­ხ­ვი­სე­ბი­ნათ. “მითხრა, ჯობს ბავ­შ­ვებს ფუ­ლი და­ვუ­ტო­ვო და თუ მუ­ზე­უ­მის აშე­ნე­ბას გა­დაწყ­ვეტ, ჩემ­გან იყი­დე, კი­დევ შე­მა­ტებ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებს და სა­ბო­ლო­ოდ კარგ კო­ლექ­ცი­ას გა­ა­კე­თე­ბო, – ამ­ბობს და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლი. – მე მო­მე­წო­ნა მუ­ზე­უ­მის იდე­ა. ორ­ღა­ნებ­მა და გრა­მო­ფო­ნებ­მა ბავ­შ­ვო­ბა გა­მახ­სენ­ა. ქუ­ჩა­ში რომ და­დი­ოდ­ნენ და უკ­რავ­დ­ნენ ორ­ღანს 60-იან წლებ­ში. 5 კა­პიკს ვაძ­ლევ­დი ხოლ­მე, მახ­სოვს”.

იაკო­ბაშ­ვი­ლის კო­ლექ­ცი­ა­ში სხვა­დას­ხ­ვა უნი­კა­ლურ ინ­ს­ტ­რუ­მენტს შეხ­ვ­დე­ბით. აქვს ორი ფრან­გუ­ლი მე­ქა­ნი­კუ­რი ორ­ღა­ნი, რომ­ლებ­საც, თა­ვის დრო­ზე, ფრან­გი მო­ნარ­ქე­ბი – ლუი XVII და ლუი XVIII – ფლობ­დ­ნენ. ეს რა­რი­ტე­ტუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი მხო­ლოდ ერთ ეგ­ზემ­პ­ლა­რად არ­სე­ბობს: “ბევრი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი მაქვს. 700-მდე მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ა­თი, 200-მდე ჯი­ბის სა­ა­თი, ორ­ღა­ნე­ბი. მაქვს პა­ტა­რა მუ­სი­კა­ლუ­რი ყუ­თე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა მუ­სი­კა­ლუ­რი ძველ­მა­ნი, ბეჭ­დე­ბი, სათ­ვა­ლე­ე­ბი, და­ნე­ბი – ყვე­ლა­ფე­რი მუ­სი­კას უკ­რავს. ბულ­ბუ­ლე­ბი და “კანარეიკა” 5 ცა­ლი; ძა­ლი­ან ბევ­რი ფო­ტო, რუ­კე­ბი. კავ­კა­სი­ო­ნის სუ­რა­თე­ბი, 150 წლის წი­ნან­დე­ლი თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სის, კავ­კა­სი­ო­ნის გზის ფო­ტო­ე­ბი...”

უსას­რუ­ლოდ გა­აგ­რ­ძე­ლებ­და ჩა­მოთ­ვ­ლას, “ჯიბის სა­ა­თე­ბი” ბო­ლოს­თ­ვის რომ მო­ე­ტო­ვე­ბი­ნა. სა­ა­თის ხსე­ნე­ბა­ზე თით­ქოს გა­მოფხიზ­ლ­და­ო. ორ სა­ათ­ში ნიუ–იორ­კის­კენ გაფ­რე­ნა აქვს და­გეგ­მი­ლი. ჩვენ იაპო­ნუ­რი ბა­ღის გა­სას­ვ­ლე­ლი­სა­კენ მი­ვე­მარ­თე­ბით და გზა­ში წარ­მა­ტე­ბის მი­სე­ულ ფორ­მუ­ლა­ზე ვე­კითხე­ბი: “მთავარია ოპ­ტი­მიზ­მი და უნ­და მი­აწ­ვე და მი­აწ­ვე. მუ­შა­ო­ბა არ უნ­და იყოს – დი­ლით და­იწყე და სა­ღა­მოს სახ­ლ­ში წახ­ვე­დი. თუ მო­დის, უნ­და იშ­რო­მო, თუ არ მო­დის... თუ არ მო­დის, მა­შინ უფ­რო მე­ტი უნ­და იშ­რო­მო”, – მპა­სუ­ხობს და­ვით იაკო­ბაშ­ვი­ლი და გა­მო­სამ­შ­ვი­დო­ბებ­ლად ხელს ისე ძლი­ე­რად მარ­თ­მევს, რომ, მგო­ნი, სხვებ­მაც გა­ი­გეს, რო­გორ გა­იტ­კა­ცუ­ნა ჩე­მი მარ­ჯ­ვე­ნა მტევ­ნის რო­მე­ლი­ღა­ცა ფა­ლან­გ­მა.

ეს ხე­ლის ჩა­მორ­თ­მე­ვა აუცი­ლებ­ლად და­მა­მახ­სოვ­რ­დე­ბა.

წინა სტატია

8 ივნისს თბილისი რიგით მეორე "Spotlight"-ს უმასპინძლებს
21 მაისი, 2014

შემდეგი სტატია

თბილისში სან-მარინოს რესპუბლიკის საკონსულო გაიხსნა
29 მაისი, 2014
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
მისი აღმატებულება BENTLEY
კომპანიები | ივნ, 12, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა