საქართველოს საგარეო ვალმა 16.7 მილიარდ დოლარს მიაღწია

2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 2016 წლის ბოლოსთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვალი 932 მილიონით გაიზარდა და 16.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვალის მოცულობის მატების და ლარის გაუფასურების გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა საგარეო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელი, რაც ვალის ტვირთის გამომხატველია. 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი 2017 წლის პროგნოზირებული მშპ-ის 110%-ია.

ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი, მოიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის ვალებს. 2017 წლის იანვარ-სექტემბერში მთავრობის საგარეო ვალი 477 მილიონი დოლარით გაიზარდა. 579 მილიონი დოლარით გაიზარდა კომერციული ბანკების საგარეო ვალი. 33 მილიონი დოლარით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით არსებული კომპანიათაშორისი სესხები.

ცხრილი: საქართველოს საგარეო ვალი, მლნ აშშ დოლარებში

სექტორები

2012

2013

2014

2015

2016

2017, სექტემბერი

სამთავრობო სექტორი

4,251

4,191

4,256

4,390

4,678

5,155

ეროვნული ბანკი

582

338

252

219

200

248

ბანკები

2,469

2,647

2,683

2,957

2,974

3,553

სხვა სექტორები

3,328

3,471

3,587

4,503

5,431

5,227

პირდაპირი ინვესტიციები: კომპანიათაშორისი სესხები

2,663

2,648

3,074

3,013

2,506

2,538

მთლიანი საგარეო ვალი

13,292

13,296

13,852

15,083

15,789

16,721

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

საგარეო ვალი სახელმწიფო ვალი საშინაო ვალი აშშ

წინა სტატია

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.7 პროცენტით გაიზარდა
29 დეკემბერი, 2017

შემდეგი სტატია

G&T-მ "კრისტალის" 10 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა
29 დეკემბერი, 2017
ბიძინა ივანიშვილი ერთ წელში $350 მილიონით გამდიდრდა
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 27, 2017
ანტრეპრენიორი
საქართველო | დეკ, 26, 2017
ხარისხის ფილოსოფია
კომპანიები | იან, 12, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა