2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გეგმაზე 72 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა

2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა (ყველას სახის ხარჯი) 11.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილ გადასახდელებზე 72 მლნ ლარით მეტია. მათ შორის, შრომის ანაზღაურებაზე გეგმაზე 2.6 მლნ ლარით მეტი დაიხარჯა.

გამოყოფილ თანხებზე მეტის დახარჯვა სამინისტროების მიერ გაწეულმა ხარჯებმა განაპირობა. ყველაზე მეტი გადახარჯვა აქვს ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - 31-31 მლნ ლარი. შემდეგ მოდის თავდაცვის სამინისტრო 25 მლნ ლარით. სხვა სამინისტროების გადახარჯვა კი 2-7 მლნ ლარის ფარგლებშია.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შემთხვევაში გადახარჯვა ძირითადად ჯანდაცვის პროგრამებმა განაპირობა, ჯამში 24 მლნ ლარით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 710 მლნ ლარი დაიხარჯა, როდესაც წლის დასაწყისში 660 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. წლის ბოლომდე გეგმიური მაჩვენებელი 710 მლნ ლარამდე გაიზარდა. 2018 წელს საყოველთაო ჯანდაცვაზე 704 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც აქედანვე ცხადია, რომ საკმარისი არ იქნება.

ცხრილი: სამინისტროების ხარჯების გეგმა და ფაქტი 2017 წელს, მლნ ლარი

სამინისტროები

გეგმა

ფატი

სხვაობა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

1324

1355

-31

ჯანდაცვის სამინისტრო

3418

3449

-31

თავდაცვის სამინისტრო

750

775

-25

განათლებისა სამინისტრო

1107

1114

-7

კულტურის სამინისტრო

104

111

-7

იუსტიციის სამინისტრო

99

103

-4

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

179

183

-4

ენერგეტიკის სამინისტრო

207

210

-3

გარემოს დაცვის სამინისტრო

36

39

-3

შინაგან საქმეთა სამინისტრო

523

525

-2

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

ბიუჯეტი სამინისტროები ბიუჯეტის გადასახდელები

წინა სტატია

რა გაძვირდა ყველაზე მეტად 2017 წელს?
04 იანვარი, 2018

შემდეგი სტატია

Forbes Georgia in English - Issue #7
04 იანვარი, 2018
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა