ყველაზე მდიდარი ავსტრალიელები

ავსტრალიის მოსახლეობა: 23.1 მლნ

ავსტრალიის მშპ: $1,5 ტრილიონი

ავსტრალიელი მილიარდერების რაოდებობა ფორბსის რეიტინგში: 29

მათი ქონების მთლიანი წმინდა ღირებულება: $85,3 მლრდ

ავსტრალიელი მილიარდერების სიმდიდრის წყარო პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილდა:

მემკვიდრეობით მიღებული და ზრდადი 24%

მემკვიდრეობით მიღებული 3%

საკუთარი ძალით 72%

ამჟამად ავსტრალიის ყველაზე მდიდარი ადამიანია ჯინა რაინჰარტი, მის ანგარიშზე $17,7 მილიარდია და ფორბსის მილიარდერთა მსოფლიო რეიტინგში 46-ე ადგილზე იმყოფება. იგი უდიდესი გარიგების განხორციელების დასრულებას წელს გეგმავს. ეს არის 7 მილიარდის ოდენობის სესხის პაკეტი მსოფლიოს ყველაზე დიდი რკინის მადნის მაღაროების დასამუშავებლად, როი-ჰილში. მის მიერ ქვანახშირის მოპოვებაზე დახარჯული თანხა მთლიანად ანაზღაურდა, როდესაც მან ამ ბიზნესის გაყიდვა მასზე ფასების დავარდნამდე მოახერხა. ჯინამ, რომელიც ოჯახის კუთვნილი კომპანიის საკონტროლო პაკეტისთვის რამდენიმე წლის წინ დედინაცვალს ეომებოდა, შესაძლოა, თავისი ქონების დიდი ნაწილი დაკარგოს, რადგან ახლა ის საკუთარ შვილებს ებრძვის აქციების 23,5%-თვის.

მას მოჰყვებიან:

2. ჯეიმს პაკერი, $6,5 მლრდ – კაზინოები (მსოფლიოში 208-ე)

3. ივან გლაზენბერგი $6,3 მლრდ – სამთო საქმე (მსოფლიოში 215-ე)

4.ენდრიუ ფორესტი $5,2 მლრდ – სამთო საქმე (მსოფლიოში 270-ე)

5. ჰარი ტრიგუბოვი $5 მლრდ – კერძო საკუთრება (მსოფლიოში 281-ე)

 

წინა სტატია

ყველაზე მდიდარი ფრანგები
04 ივნისი, 2014

შემდეგი სტატია

Forbes Georgia. ივნისის ნომერი
05 ივნისი, 2014
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
ქებურიების ამბასადორიალი
კომპანიები | აგვ, 03, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა