ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა

დეკემბერში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 116,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 21,3 ათასი ტონით მეტია ნოემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით. 

მათ შორის, 2017 წლის დეკემბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 43,9 ათასი ტონა (კლება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 3,6 ათასი ტონა), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 72,8 ათასი ტონა (მატება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 24,9  ათასი ტონა). 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ქვეყნების მიხედვით დეკემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 34,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,2%-ს შეადგენს.

შემდეგ მოდიან:

რუსეთი - 32,0 ათასი ტონა (27,4%), 

რუმინეთი - 28,5 ათასი ტონა (24,4%), 

თურქმენეთი - 11,0 ათასი ტონა (9,4%);

ბულგარეთი - 6,2 ათასი ტონა (5,3%),

საბერძნეთი - 4,9 ათასი ტონა (4,2%).

ნავთობპროდუქტების იმპორტი იმპორტი ბენზინი დიზელი

წინა სტატია

საქართველოს კაპიტალის ბაზარი
09 იანვარი, 2018

შემდეგი სტატია

კვლევა: ნდობა პოლიტიკოსებისადმი საქართელოსა და მსოფლიოში
09 იანვარი, 2018
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
Nexia TA - ერთადერთი აუდიტორული კომპანია საქართველოდან, რომელმაც IAB-ის ცერემონიაზე ჯილდო მოიპოვა
საქართველო | ოქტ, 08, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა