კვლევა: ნდობა პოლიტიკოსებისადმი საქართელოსა და მსოფლიოში

მსოფლიოს ქვეყნებს შორის პოლიტიკოსებს ყველაზე მეტად სინგაპურში ენდობიან. კითხვაზე, - როგორ შეაფასებდით პოლიტიკოსების ეთიკურ სტანდარტებს, ქვეყნის გამოკითხული რესპოდენტების უმრავლესობა პოლიტიკოსებს სარეიტინგო 7 ქულიდან ყველაზე მაღალ შეფასებას აძლევს.

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის (WEF) გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ქვეყანაში პოლიტიკოსებისადმი ნდობას ზომავს. საქართველო აღნიშნული კრიტერიუმით, მსოფლიოს 135 ქვეყანას შორის 73-ე ადგილზეა. ქვეყნის სარეიტინგო ქულა 7-დან 2,3-ია.

პოლიტიკოსებს ყველაზე მეტად შემდეგ ქვეყნებშში ენდობიან:

სინგაპური - 6,4 ქულა
არაბეთის გაერთიანებული საემიროები - 6.3 ქულა
ახალი ზელანდია - 6,1 ქულა
კატარი - 5,9 ქულა
ფინეთი - 5,8 ქულა
ნორვეგია - 5,7 ქულა
ნიდერლანდების სამეფო - 5,6 ქულა
ლუქსემბრუგი - 5,6 ქულა
შვეიცარია - 5,5 ქულა

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, - თურქეთი რეიტინგში 2,9 ქულით 70-ე ადგილს იკავებს, სომხეთი 3,2 ქულით 57-ე ადგილზეა. აზერბაიჯანი რეიტინგში 20-ე ადგილზეა 4,7 ქულით, ხოლო რუსეთი კი 3,4 ქულით 51-ე ადგილზეა.

კვლევა WEF გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი

წინა სტატია

ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა
09 იანვარი, 2018

შემდეგი სტატია

17 Oligarchs Who Are Shaping Eastern Europe
09 იანვარი, 2018
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
სახელმწიფო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | მაი, 21, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა