საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადება

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ტექნოლოგიური კომპანია Bitfury-ისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ეხმაურება ბოლო პერიოდში გარკვეული პოლიტიკოსების უსაფუძვლო განცხადებებს და სურს მოსახლეობას მართებული ინფორმაცია მიაწოდოს.

2014 წელს საქართველოს თანინვესტირების ფონდმა, მოწინავე საერთაშორისო კომპანია Bitfury სასეხო დაფინანსებით უზრუნველყო. Bitfury-ის საქართველოში შემოსვლამ  ხელი შეუწყო ქვეყანაში  მაღალტექნოლოგიური დარგის განვითარებას და  საქართველო მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე მოაქცია.

აღნიშნული სესხი კომპანიამ 2015 წელს სრულად დაფარა. შესაბამისად გვინდა მოგახსენოთ, რომ არც საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და არც ბიძინა ივანიშვილი ან მასთან დაკავშირებული რომელიმე კომპანია გორისა და  გლდანის დატა ცენტრებში არანაირ წილს არ ფლობენ.

ასევე გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესებული არცერთი პოლიტიკოსი არ დაკავშირებია საქართველოს თანაინვესტირების ფონდს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მათ წმინდა პოლიტიკურ მოტივებს.  მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკითხს  და უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებამდე გადაამოწმონ ინფორმაციის სიზუსტე".

თანაინვესტირების ფონდი Bitfury Group ბიტფიური

წინა სტატია

17 Oligarchs Who Are Shaping Eastern Europe
09 იანვარი, 2018

შემდეგი სტატია

Statement by the Georgian Co-Investment Fund
09 იანვარი, 2018
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
The Path To Achievement
Forbes Georgia in English | ოქტ, 29, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა