მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

მსოფლიო ბანკი მიმდინარე წელს საქართველოში 4,2%-იან, მომდევნო წელს კი 4,7%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

ბანკის განახლებული პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკა 3,1%-ით გაიზრდება. 2,2% იქნება ზრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროზონაში 2,5%, ხოლო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კი 2,9%. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალ ზრდას ბანკი საქართველოში ელოდება.

რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2018 წლისთვის შემდეგია:
სომხეთი - 3,8%

აზერბაიჯანი - 0,9%

ბელორუსი - 2,1%

ყირგიზეთი - 4,2%

პოლონეთი - 4%

რუსეთი - 1,7%

თურქეთი - 3,5%

თურქმენეთი - 6,3%

უკრაინა - 3,5%

წინა პროგნოზთან შედარებით, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 0,2%-ით გაზარდა.

0,4%-ით შემცირდა თურქეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რუსეთის კი 0,3%-ით გაიზარდა.

ეკონომიკა ეკონომუკური ზრდა მსოფლიო ბანკი

წინა სტატია

Chef For Celebrities Inspires With Fusion Delicateses
10 იანვარი, 2018

შემდეგი სტატია

უკრაინა ტოტალურ პრივატიზაციას იწყებს
10 იანვარი, 2018
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
მისი აღმატებულება BENTLEY
კომპანიები | ივნ, 12, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა