უკრაინა ტოტალურ პრივატიზაციას იწყებს

უკრაინა ტოტალურ პრივატიზაციას იწყებს

უკრაინის პრემიერი ვოლოდიმირ გროისმანი ქართულ Forbes-თან ინტერვიუში იმ სფეროებს ასახელებს, რომელშიც ქვეყანა რეფორმების გატარებას გეგმავს. გროისმანი ამბობს, რომ სამართალდამცველ სტრუქტურებში, სასამართლოში, ნებართვების გაცემის სამსახურებსა და სახელმწიფო სერვისებში კვლავ რჩება კორიფციის პრობლემა. 

უკრაინის პრემიერი ამბობს, რომ ქვეყანა აქტიურად იწყებს მუშაობას პრივატიზების მიმართულებითაც. ამ ეტაპზე უკრაინაში პრივატიზაციას შვიდი კანონი არეგულირებს, ცვლილებების შემდეგ კი მხოლოდ ერთი დარჩება.

“რამდენიმე ათეული სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ობიექტების გარდა, ყველაფრის პრივატიზება მოხდება. სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებში რკინიგზა, საქაერონავიგაცია, ენერგომატარებლები, ატომური ენერგიის წარმოება. ასე რომ, იმის თქმა, რომ უკრაინა წინ ვერ მიიწევს, არასწორია. უკრაინა იქნება წარმატებული! ჩვენთვის ახლა მარტივი დრო არ არის. ან, როგორ შეიძლება იყოს დროება მარტივი, როცა ოც წელზე მეტია, ქვეყანაში სტრუქტურული რეფორმები საერთოდ არ განხორციელებულა. ჩვენ აქამდე საბჭოთა ეკონომიკის ნარჩენებით ვცხოვრობდით და სულ ეს იყო””, – ამბობს უკრაინის პრემიერმინისტრი. 

ინტერვიუ სრულად.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *