არის თუ არა ბეზოსი პლანეტის ისტორიაში ყველაზე მდიდარი ადამიანი?

არის თუ არა ბეზოსი პლანეტის ისტორიაში ყველაზე მდიდარი ადამიანი?

Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონებამ $104 მილიარდს გადააჭარბა და ის დღეს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანია. ბოლო ორ წელში ბეზოსის ქონება $50 მილიარდით გაიზარდა, – ეს კი იმაზე მეტია ვიდრე იმავე პერიოდში ირლანდიის ან მონაკოს მთლიანი შიდა პროდუქტი.

მიუხედავად ამისა, Forbes ვერსიით ბეზოსი პლანეტის ისტორიაში ყველაზე მდიდარი ადამიანი არაა. 1999 წელს ბილ გეითსის ქონება $100 მილიარდს პირველად გადასცდა და თუკი ინფლაციას გავითვალისწინებთ, მისი ქონება დაახლოებით დღევანდელ $150 მილიარდს უდრიდა.

ბილ გეითსის ქონება დღეს Forbes-ს $92 მილიარდად აქვს შეფასებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *