საერთაშორისო სატრანსპორტო ოპერაციებიდან საქართველოს შემოსავლები მცირდება

საქართველოს ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მისი საერთაშორისო სატრანსპორტო ფუნქცია საკმაოდ მაღალი და მნიშვნელოვანია. პოტენციურად, საქართველოს შეუძლია საერთაშორისო სატრანსპორტო ოპერაციებიდან მნიშვნელოვანი შემოსავალი მიიღოს, თუმცა, 2015 წლიდან საქართველო საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურებაზე მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე საკუთარი სატრანსპორტო ოპერაციებიდან შემოსავალი აქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოს სატრანსპორტო მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობაში უარყოფითი ბალანსი აქვს.

2010 წელს, საქართველოს სატრანსპორტო მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობაში დადებითი ბალანსი ჰქონდა - 141 მლნ დოლარი. 2011 წლიდან დადებითმა ბალანსმა შემცირება დაიწყო და 2015 წელს უარყოფითი გახდა (ცხრილი). 2016 წელს უარყოფითმა ბალანსმა -40 მლნ დოლარს მიაღწია, ხოლო 2017 წლის იანვარ-სექტემბერში -77 მლნ დოლარს.

თუ ტრანსპორტის სახეობების მიხედვით ვნახავთ, საქართველოს ყველაზე დიდი ვარდნა რკინიგზის ტრანსპორტიდან მიღებულ წმინდა შემოსავლებში აქვს. 2012 წლადმე რკინიგზის საერთაშორისო სატრანსპორტო შემოსავლები იზრდებოდა, 2013 წლიდან კი კლება დაიწყო. 2016 წელს რკინიგზის წმინდა შემოსავალი უარყოფითი გახდა 2 მლნ დოლარით (რკინიგზის მომსახურების იმპორტმა გადააჭარბა მომსახურების ექსპორტს), ხოლო 2017 წლის იანვარ-სექტემბერში უარყოფითმა ბალანსმა -38 მლნ დოლარს მიაღწია.

საქართველოს სტაბილური, მნიშვნელოვნად დადებითი შემოსავალი აქვს მილსადენი ტრანსპორტიდან, წელიწადში საშუალოდ 300 მლნ დოლარი.

დადებითი ტენდენციიდან გამოსაყოფია საჰაერო ტრანსპორტი, რომელმაც 2017 წლის 3 კვარტალი 26 მლნ დოლარის დადებითი ბალანსით დაასრულა, როცა 2016 წლის 3 კვარტალში 11 მლნ დოლარის უარყოფითი ბალანსი ჰქონდა.

ცხრილი: საქართველოს წმინდა შემოსავალი საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურებიდან, მლნ დოლარებში

 

2010

2011

2012

2013

2014

2015

იან-სექტ, 2016

2016

იან-სექტ, 2017

ტრანსპორტი

141

105

46

73

32

-7

-5

-40

-77

საზღვაო ტრანსპორტი

-43

-93

-108

-134

-154

-136

-71

-97

-111

საჰაერო ტრანსპორტი

-30

-7

-17

9

-9

-22

-11

-25

26

რკინიგზის ტრანსპორტი

74

93

116

115

92

68

14

-2

-38

საგზაო ტრანსპორტი

-146

-164

-224

-210

-227

-245

-172

-235

-181

მილსადენი

286

278

279

293

330

327

236

319

228

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 

წინა სტატია

World Bank Raises The Economic Growth Forecast For Georgia
10 იანვარი, 2018

შემდეგი სტატია

საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა კვლავ მცირდება
11 იანვარი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა