აშშ-ის სამოგზაურო რეკომენდაციებში საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფშია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელი მოგზაურებისთვის უსაფრთხოების ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა. საქართველო პირველ, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფში მოხვდა.

პირველ ჯგუფში მოხვდნენ ქვეყნები, სადაც უსაფრთხოების სტანდარტული ზომების დაცვაა საკმარისი. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში არ იმოგზაურონ.

ამასთან, ამერიკა თავის მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს კერძო ან სამარშრუტო ტაქსით მგზავრობისას; საქართველოს დახასიათებაში ვკითხულობთ, რომ თბილისს გარეთ სამედიცინო დაწესებულებების სიმწირეა. ამასთან, აღნიშნულია, რომ საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით ღამით მგზავრობა საშიშია.

პირველ, უსაფრთხო ჯგუფში საქართველოსთან ერთად ისეთი ქვეყნები მოხვდნენ, როგორიცაა კანადა, შვეიცარია და ყველა აღმოსავლეთევროპული ქვეყანა.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა სამოგზაურო რეკომენდაციები უსაფრთხო ქვეყნები

წინა სტატია

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 43%-ით გაიზარდა
11 იანვარი, 2018

შემდეგი სტატია

Cargo Turnover Still Declining In The Georgian Corridor
11 იანვარი, 2018
ბიძინა ივანიშვილი ერთ წელში $350 მილიონით გამდიდრდა
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 27, 2017
ანტრეპრენიორი
საქართველო | დეკ, 26, 2017
ხარისხის ფილოსოფია
კომპანიები | იან, 12, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა