ნონა მამულაშვილი შვეიცარია-საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს

ნონა მამულაშვილი შვეიცარია-საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს

შვეიცარია-საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებმა ბორდი და ასოციაციის პრეზდენტი 4 წლის ვადით აირჩიეს.

ნონა მამულაშვილი პარალელურად საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცეპრეზიდენტის პოსტსაც იკავებს და ამ თანამდებობას მომავალშიც შეინარჩუნებს.

ნონა მამულაშვილი ამბობს, რომ ასოციაციის პრეზიდენტის რანგში აპირებს, გააქტიუროს შვეიცარიელი ბიზნესმენები საქართველოში და პირიქით.

“წელს ველოდებით EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების რატიფიცირებს და წელს იქნება საკმაოდ აქტიური პერიოდი ამ მიმართულებით. ვეცდებით, საქართველოთი შევიცარიელი ინვესტორები დავაინტერესოთ და რაც მთავარია, საქართველოდან გავიყვანოთ ქართველი ბიზნესმენები შვეიცარიაში”,- აცხადებს მამულაშვილი.

შვეიცარია-საქართველოს ბიზნესასოციაცია 2005 წლიდან მოქმედებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *