რომელი ქვეყნების მოსახლეობა გამდიდრდა ყველაზე მეტად 2017 წელს

ქვეყნის მოსახლეობის გამდიდრებას წლის განმავლობაში ერთი მოსახლის მიერ მიღებული საშუალო შემოსავლის ზრდა განაპირობებს. ერთ მოსახლეზე შემოსავალს სხვადასხვა ინდიკატორით ზომავენ და ყველა ამ ინდიკატორს თავისი გამოყენების არეალი აქვს. როდესაც ერთ მოსახლეზე შემოსავალს ვზომავთ იმ მიზნით, რომ შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის მაჩვენებლები ერთმანეთს შევადაროთ, ამ დროს მსყიდველობითი უნარის პარიტეტით (PPP) დათვლილი ერთ მოსახლეზე შემოსავლის გამოყენება ყველაზე გამართლებულია.

წარმოგიდგენთ ქვეყნების ტოპ-10-ეულს, სადაც 2017 წელს მოსახლეობის შემოსავალი ყველაზე მეტად გაიზარდა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველაზე მეტად მდიდარი ქვეყნების მოსახლეობის შემოსავლები იზრდება. გამოდის, მიუხედავად იმისა, რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ეკონომიკა პროცენტულად სწრაფად აღარ იზრდება, უკვე დაფიქსირებული მაღალი შემოსავლების საბაზისო ეფექტისა და მოსახლეობის კლების (ან დაბალი ტემპით ზრდის) გამო, ერთ მოსახლეზე რეალური შემოსავალი ამ ქვეყნებში უფრო მეტად იზრდება, ვიდრე განვითარებად ქვეყნებში.

10: ამერიკის შეერთებული შტატები

2017 წელს აშშ-ში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 1,888 PPP დოლარით გაიზარდა, რაც ეკონომიკის 2.5%-იანმა ზრდამ და დაბალმა ინფლაციამ (1.8%) განაპირობა. 2016 წელს აშშ-ის ეკონომიკა 1.5%-ით გაიზარდა.

 

2016

2017

ცვლილება

ერთ მოსახლეზე შემოსავალი

57,608

59,495

+1,888

მშპ, მილიარდი დოლარი

18,624

19,362

+738

მოსახლეობა, მლნ ადამიანი

323

325

+2

უმუშევრობის დონე, %

4.85

4.39

-0.47

9: ლიტვა

2017 წელს ლიტვის ეკონომიკა 3.8%-ით გაიზარდა, რაც განვითარებული ქვეყნისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ინფლაციამ დაახლოებით 3% შეადგინა. ერთ მოსახლეზე შემოსავალი 1,963 PPP დოლარით გაიზარდა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მხოლოდ 8 ქვეყანას ჩამორჩა.

 

2016

2017

ცვლილება

ერთ მოსახლეზე შემოსავალი

29,972

31,935

+1,963

მშპ, მლრდ $

86

91

+5

მოსახლეობა, მლნ ადამიანი

2.87

2.84

-0.03

უმუშევრობის დონე, %

7.9

7

-0.9

8: ნიდერლანდები

2017 წელს ნიდერლანდებში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 2,333 PPP დოლარით გაიზარდა, რაც ეკონომიკის 3.2%-იანმა ზრდამ და დაბალმა ინფლაციამ (1.4%) განაპირობა. ეკონომიკის ზრდის ტემპის ამაღლებას ძირითადად ევროკავშირში ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებამ შეუწყო ხელი.

 

2016

2017

ცვლილება

ერთ მოსახლეზე შემოსავალი

51,249

53,582

+2,333

მშპ, მლრდ $

873

915

+42

მოსახლეობა, მლნ ადამიანი

17.03

17.08

-0.05

უმუშევრობის დონე, %

5.9

5.1

-0.8

7: ჰონკონგი

2017 წელს ჰონკონგის ეკონომიკა 3.6%-ით გაიზარდა. ინფლაციამ დაახლოებით 2% შეადგინა. ერთ მოსახლეზე შემოსავალი 2,639 PPP დოლარით გაიზარდა. ჰონკონგის ეკონომიკის ზრდის ტემპის ამაღლება მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის ამაღლებამ განაპირობა, რადგან ჰონკონგი მსოფლიოს ერთ-ერთი ფინანსური ცენტრია და მასზე გლობალური მოვლენები პირდაპირ აისახება.

 

2016

2017

ცვლილება

ერთ მოსახლეზე შემოსავალი

58,377

61,016

+2,639

მშპ, მლრდ $

430

453

+23

მოსახლეობა, მლნ ადამიანი

7.37

7.43

+0.06

უმუშევრობის დონე, %

2.7

2.6

-0.1

6: მალტა

2017 წელს მალტაში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 2,653 PPP დოლარით გაიზარდა, რაც ეკონომიკის 5.6%-იანმა ზრდამ და დაბალმა ინფლაციამ (1.5%) განაპირობა. 2017 წელს განვითარებულ ქვეყნებს შორის მალტის ეკონომიკა ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა.

 

2016

2017

ცვლილება

ერთ მოსახლეზე შემოსავალი

39,878

42,532

+2,653

მშპ, მლრდ $

17.3

18.5

+1.2

მოსახლეობა, მლნ ადამიანი

0.43

0.44

+0.01

უმუშევრობის დონე, %

4.7

4.4

-0.3

5: სინგაპური

2017 წელს სინგაპურის ეკონომიკა 3.3%-ით გაიზარდა. ინფლაციამ დაახლოებით 1.4% შეადგინა. ერთ მოსახლეზე შემოსავალი 2,699 PPP დოლარით გაიზარდა. ჰონკონგის მსგავსად, სინგაპურის ეკონომიკის ზრდის ტემპის ამაღლებაც მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის ამაღლებამ განაპირობა, რადგან სინგაპურიც მსოფლიოს ერთი-ერთი უმსხვილესი ფინანსური და სავაჭრო ცენტრია.

 

2016

2017

ცვლილება

ერთ მოსახლეზე შემოსავალი

87,832

90,531

+2,699

მშპ, მლრდ $

493

514

+21

მოსახლეობა, მლნ ადამიანი

5.6

5.7

+0.1

უმუშევრობის დონე, %

2.1

2.2

+0.1

4: ისლანდია

2017 წელს ისლანდიაში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 3,027 PPP დოლარით გაიზარდა, რაც ეკონომიკის 5.1%-იანმა ზრდამ და დაბალმა ინფლაციამ (1.5%) განაპირობა. განვითარებულ ქვეყნებს შორის, მალტის შემდეგ ისლანდიის ეკონომიკა ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა.

 

2016

2017

ცვლილება

ერთ მოსახლეზე შემოსავალი

49,123

52,150

+3,027

მშპ, მლრდ $

16.5

17.7

+1.2

მოსახლეობა, მლნ ადამიანი

0.34

0.34

0

უმუშევრობის დონე, %

3

2.8

-0.2

3: ირლანდია

2017 წელს ირლანდიის ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა. ინფლაციამ დაახლოებით 1% შეადგინა. ერთ მოსახლეზე შემოსავალი 3,357 PPP დოლარით გაიზარდა. ირლანდია ბიზნესისთვის მიმზიდველი ქვეყანაა დაბალი მოგების გადასახადისა და კვალიფიციური მუშახელის გამო. უმუშევრობა 1.5% პუნქტით შემცირდა.

 

2016

2017

ცვლილება

ერთ მოსახლეზე შემოსავალი

69,276

72,632

+3,357

მშპ, მლრდ $

326

345

+19

მოსახლეობა, მლნ ადამიანი

4.70

4.75

+0.05

უმუშევრობის დონე, %

7.9

6.4

-1.5

2: ლუქსემბურგი

2017 წელს ლუქსემბურგში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 3,450 PPP დოლარით გაიზარდა, რაც ეკონომიკის 4%-იანმა ზრდამ და დაბალმა ინფლაციამ (1.5%) განაპირობა. ეკონომიკის ზრდის ტემპის ამაღლებას ძირითადად ევროკავშირში და ზოგადად მსოფლიოში ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებამ შეუწყო ხელი. ლუქსემბურგი მსოფლიოს მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრია.

 

2016

2017

ცვლილება

ერთ მოსახლეზე შემოსავალი

105,741

109,192

+3,450

მშპ, მლრდ $

61

64

+3

მოსახლეობა, მლნ ადამიანი

0.58

0.59

+0.01

უმუშევრობის დონე, %

6.4

5.9

-0.5

1: ლიბია

სამოქალაქო ომისა და ნავთობზე ფასების დაცემის გამო 2010 წლიდან 2016 წლამდე ლიბიის მოსახლეობის შემოსავლები განახევრდა. 2017 წლიდან ლიბიაში წინა წლებთან შედარებით მშვიდობა დამყარდა და ეკონომიკა 26%-ით გაიზარდა, ფაქტობრივად, ეკონომიკამ აღდგენა დაიწყო. ერთ მოსახლეზე შემოსავალი 3,524 PPP დოლარით გაიზარდა.ინფლაციამ 35% შეადგინა.

 

2016

2017

ცვლილება

ერთ მოსახლეზე შემოსავალი

6,268

9,792

+3,524

მშპ, მლრდ $

40

63

+23

მოსახლეობა, მლნ ადამიანი

6.39

6.45

+0.06

უმუშევრობის დონე, %

არ არის მონაცემები

ერთ მოსახლეზე შემოსავალი ლიდერბორდი PPP

წინა სტატია

საპარტნიორო ფონდი "ნენსკრა ჰიდროს" აქციონერი გახდა
17 იანვარი, 2018

შემდეგი სტატია

Going Global and Back to Your Roots
18 იანვარი, 2018
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა