2017 წელს კომერციული ბანკების მოგებამ 870 მილიონი ლარი შეადგინა

2017 წელს კომერციული ბანკების მოგებამ 870 მილიონი ლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ (მოგების გადასახადის შემდეგ მოგება) 870 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 191 მლნ ლარით (28%-ით) მეტია. 2016 წელს ბანკების წმინდა მოგება 679 მლნ ლარი იყო. კონკრეტულად 2017 წლის ბოლო თვეში – დეკემბერში, ბანკების მოგებამ 153 მლნ ლარი შეადგინა. 2016 წლის დეკემბერში ბანკებმა 113 მლნ ლარის მოგება ნახეს.

2017 წელს მოგების გადასახადის სახით ბანკებმა სახელმწიფო ბიუჯეტში 91 მლნ ლარი გადაიხადეს.

2017 წელს ბანკების ჯამურმა შემოსავალმა 3.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რომლის 77% საპროცენტო შემოსავლებზე, ხოლო 23% არასაპროცენტო შემოსავლებზე მოდის.

გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *