2017 წლის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალები

2016 წლის 1 ივნისიდან 2017 წლის 1 ივნისამდე ათივე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობის ერთობლივმა შემოსავალმა, გადასახადების ჩათვლით, $172.5 მილიონი შეადგინა. გაიცანით ვარსკვლავები, რომლებიც მილიონებს გამოიმუშავებენ.

10. ემი ადამსი $11.5 მილიონი

ოსკარზე ხუთჯერ ნომინირებული მსახიობი არც ჯილდოებს იკლებს და არც შემოსავალს. იგი მშვენივრად ახერხებს ბალანსის პოვნას დაჯილდოებების შოუებსა და ბოქს-ოფისის ჰიტებს შორის. ამის ნათელი მაგალითია მონაწილეობა დენის ვილენუვეს ფილმ “ჩამოსვლასა” და “სამართლიანობის ლიგაში”.

9. ჯულია რობერტსი $12 მილიონი

ფილმ “ფულის მონსტრის” შემოსავალი არცთუ ისე დიდი იყო, სამაგიეროდ ჯულია რობერტსმა სოლიდური ჰონორარი მიიღო ფილმ “საოცრებაში” მონაწილეობისათვის, რომელიც ნოემბერში გავა კინოთეატრებში, ასევე ძველი ფილმებიდან და Lancôme- ის სარეკლამო კამპანიიდან.

8. კეიტ ბლანშეტი $12 მილიონი

ავსტრალიელი მსახიობი უბრუნდება რეიტინგს. 2015 წელს ოსკარზე ნომინირებულ ფილმ “კეროლს” მან კიდევ ერთი ოსკაროსანი ფილმი “თორი: რაგნაროკი” შემატა. ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობ ქალბატონთა რეიტინგში კეიტ ბლანშეტი ბოლოს 2009 წელს იყო წარდგენილი.

7. შარლიზ ტერონი $14 მილიონი

ფილმ “ატომური ქერათმიანის” ეკრანებზე გამოჩენამდე პროდიუსერი და მთავარი როლის შემსრულებელი შარლიზ ტერონი ხუთი წელი მუშაობდა ამ მძაფრსიუჟეტიანი ჯაშუშური ფილმის შექმნაზე. მიუხედავად კრიტიკოსთა დადებითი შეფასებებისა, ბოქს-ოფისის გაყიდვები არცთუ ისე შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ამ გარემოებამ, რა თქმა უნდა, იმოქმედა ტერონის შემოსავალზე, მაგრამ Dior-ის სარეკლამო სახემ მაინც მოახერხა სოლიდური ჰონორარის მიღება.

6. ემა უოტსონი $14 მილიონი

ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობთა რეიტინგს ახალი წევრი ჰყავს – ემა უოტსონი, რომელიც სიაში ფილმ “მზეთუნახავსა და ურჩხულში” და ასევე “წრეში” მონაწილეობის წყალობით შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი “წრე” კრიტიკოსთა ქარცეცხლში მოექცა, “მზეთუნახავისა და ურჩხულის” გაყიდვებიდან შემოსული $1.26 მილიარდი უდავოდ მოუტანს მსახიობს არაერთ როლს.

5. მილა კუნისი $15.5 მილიონი

ფილმ “ცუდი დედების” წარმატების შემდეგ, მილა კუნისი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი გახდა. ამავდროულად მილა კუნისი უკვე რა ხანია, ახმოვანებს მეგის ფილმში “ოჯახის კაცი”.

4. მელისა მაკარტი $18 მილიონი

“მაიკი და მოლი” უკვე რა ხანია, აღარ გადის ეკრანებზე, მაგრამ “მოჩვენებებზე მონადირენის” ვარსკვლავი კვლავაც იღებს სოლიდურ ჰონორარს ისეთ ფილმებში მონაწილეობიდან, როგორიცაა, მაგალითად, “კომპანიის სული”, რომელიც მალე გამოვა კინოთეატრებში.

3. ჯენიფერ ლოურენსი $24 მილიონი

თუ არ ჩავთვლით სერიალ “შიმშილის თამაშებში” მიღებულ ჰონორარს, ლოურენსის შემოსავლის დიდი ნაწილი დარენ არონოფსკის ახალმა ტრილერმა “დედა!”, ფრენსის ლოურენსის ჯაშუშურმა ტრილერმა “წითელი ბეღურა” და Dior-ის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობამ მოუტანა.

2. ჯენიფერ ანისტონი $25.5 მილიონი

მიუხედავად იმისა, რომ სერიალ “მეგობრების” დასრულების შემდეგ ათწლეულზე მეტი გავიდა, მისი ჰონორარი კვლავ მილიონობით დოლარს შეადგენს ისეთი ფილმების წყალობით, როგორიცაა, მაგალითად, “ყვითელი ჩიტები”. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჯენიფერ ანისტონი თავისი შემოსავლის უდიდეს ნაწილს Emirates airlines-ის, Smartwater-ის და Aveeno-ს სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობით გამოიმუშავებს. 2016 წლის დეკემბერში ჯენფერმა თმის მოვლის ხაზ Living Proof-ში არსებული საკუთარი წილი მიჰყიდა კომპანია Unilever-ს. დღემდე უცნობია, რა თანხა გადაუხადა კომპანიამ ანისტონს მისი წილის სანაცვლოდ, მაგრამ ერთი რამ ნათელია, ეს თანხაც დაემატა მის საკმაოდ სოლიდურ კაპიტალს.

1. ემა სტოუნი $26 მილიონი

ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს – ოსკარის მფლობელმა ემა სტოუნმა თავისი შემოსავლის ძირითადი ნაწილი მიუზიკლ “ლა ლა ლენდში” მონაწილეობის წყალობით გამოიმუშავა. ემა სტოუნმა განასახიერა დამწყები მსახიობისა და ბარისტას – მიას როლი ფილმში, რომლის გლობალური ბოქს-ოფისების გაყიდვებმა $445.3 მილიონი შეადგინა, ხოლო ფილმის ბიუჯეტი $30 მილიონი იყო. მან წელს ყველაზე დიდი წლიური ჰონორარი წაიღო სახლში და წლიდან წლამდე ინარჩუნებს რეიტინგში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობის სტატუსს.

2017 წლის რეიტინგში ვერ მოხვდნენ:

დიპიკა პადუკონე, სკარლეტ იოჰანსონი და ფან ბინგბინგი გამოეთიშნენ წლევანდელ რეიტინგს, რადგან მათმა შემოსავალმა წელს $11.5 მილიონზე ნაკლები შეადგინა.

მსახიობი ქალები რეიტინგი ფორბსის რეიტინგი ემა სტოუნი

წინა სტატია

2017 წელს კომერციული ბანკების მოგებამ 870 მილიონი ლარი შეადგინა
18 იანვარი, 2018

შემდეგი სტატია

Geneva Court Started Consideration Of Bidzina Ivanishvili"S Case
17 იანვარი, 2018
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა