რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს ყველაზე მაღალი დადებითი სავაჭრო ბალანსი

2017 წელს საქართველოს იმპორტმა 7 979 მლნ, ხოლო ექსპორტმა 2 728 მლნ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, ქვეყნის სავაჭრო ბალანსი (ექსპორტს გამოკლებული იმპორტი) უარყოფითი იყო - 5 252 მლნ დოლარით. მიუხედავად მაღალი სავაჭრო დეფიციტისა, 2017 წელს საქართველოს 44 ქვეყანასთან დადებითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა.

საქართველოს 2017 წელს ყველაზე მაღალი დადებითი სავაჭრო ბალანსი უზბეკეთთან ჰქონდა - 57.2 მლნ დოლარი. უზბეკეთში საქართველოს ექსპორტმა 64 მლნ, ხოლო იმპორტმა 6.8 მლნ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე ერაყია 28.3 მლნ დოლარით. შემდეგ შვეიცარია და ბულგარეთი მოდის 23.4-23.3 მლნ დოლარის დადებითი სავაჭრო სალდოთი. ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო ბრუნვა ბულგარეთთან აქვს. გასულ წელს, ბულგარეთში 179 მლნ დოლარის პროდუქცია გავიტანეთ, ხოლო 155.5 მლნ დოლარის შემოვიტანეთ.

ცხრილი: ქვეყნები, რომლებთანაც საქართველოს ყველაზე მაღალი დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს

 

ქვეყანა

დადებითი ბალანსი
მლნ აშშ დოლარი

1

უზბეკეთი

57.2

2

ერაყი

28.3

3

შვეიცარია

23.4

4

ბულგარეთი

23.3

5

ყაზახეთი

21.8

6

მექსიკა

8.6

7

ყირგიზეთი

7.4

8

გიბრალტარი

6.3

9

ანგოლა

6.3

10

პერუ

3.8

წყარო: საქსტატი

სავაჭრო ბალანსი საგარეო ვაჭრობა ექსპორტი იმპორტი უზბეკეთი

წინა სტატია

დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკური ისტორია
28 ნოემბერი, 2017

შემდეგი სტატია

2017 წელს პრივატიზაციიდან ბიუჯეტში 173 მილიონი ლარი შევიდა
22 იანვარი, 2018
ნინო ზამბახიძის სიტყვა თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრისას
ახალი ამბები ქართულად | თებ, 08, 2019
საქართველოს ბანკმა ისტორიულ შენობაში დაგროვილი ქონების მართვის ახალი ფილიალი გახსნა
საქართველო | იან, 28, 2019
ბაია აბულაძე Forbes 30 Under 30 სიაშია
ახალი ამბები ქართულად | თებ, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა