რის ხარჯზე ივსება საქართველოს ბიუჯეტი

საქართველოს 2017 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა (ყველა სახის შემოსავლის ჯამმა) 13 898 მლნ ლარი შეადგინა. აქედან 70.4% (9.8 მილიარდი ლარი) საგადასახადო შემოსავლებზე მოდის. მეორე ადგილზეა ვალის აღება 1 652 მილიარდი ლარით.

საგადასახადო შემოსავლების 42% დამატებული ღირებულების გადასახადზე (დღგ) მოდის, ხოლო 30% საშემოსავლო გადასახადზე. მოგების გადასახადმა 757 მილიონი ლარი შეადგინა. 2016 წელს მოგების გადასახადის სახით ბიუჯეტში 1 056 მლნ ლარი შევიდა. შემცირება მოგების გადასახადის გადახდის ახალ წესზე გადასვლამ განაპირობა, 2017 წლიდან მხოლოდ კომპანიიდან გატანილი მოგება იბეგრება.

პრივატიზაციიდან და რადიოსიხშირის გამოყენების ლიცენზიის გაყიდვიდან შემოსავალმა 229 მლნ ლარი შეადგინა.

ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 112 მლნ ლარი შევიდა.

ცხრილი: საქართველოს 2017 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები (შიდა ტრანსფერების გამოკლებით), მლნ ლარებში

შემოსულობები, ჯამი

13898

ჯამის წილი

გადასახადები

9779

70.4%

დამატებული ღირებულების გადასახადი

4123

29.7%

საშემოსავლო გადასახადი

2919

21.0%

მოგების გადასახადი

757

5.4%

აქციზი

1451

10.4%

ქონების გადასახადი

395

2.8%

იმპორტის გადასახადი

72

0.5%

სხვა გადასახადები

64

0.5%

უცხოური გრანტები

352

2.5%

სხვა შემოსავლები

793

5.7%

შემოსავლები საკუთრებიდან

241

1.7%

საქონლისა და მომსახურების რეალიზაცია

305

2.2%

ჯარიმები და საურავები

112

0.8%

ნებაყოფლობითი ტრანსფერები

21

0.2%

სხვა

114

0.8%

შემოსულობა არაფინანსური აქტივებიდან

229

1.6%

პრივატიზაცია

196

1.4%

რადიოსიხშირული სპექტრის ლიცენზიიდან

33

0.2%

შემოსულობა ფინანსური აქტივებიდან

128

0.9%

ვალის აღება

1652

11.9%

საშინაო

400

2.9%

საგარეო

1252

9.0%

მონაცემების წყარო: სახელმწიფო ხაზინა

საგადასახადო შემოსავლები ბიუჯეტი ნაერთი ბიუჯეტი სახელმწიფო ხაზინა

წინა სტატია

როგორ ვმუშაობთ ჩვენ
24 იანვარი, 2018

შემდეგი სტატია

1917- 2017 წლებში Forbes-ის ფურცლებზე მოხვედრილი ქალები
25 იანვარი, 2018
საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები
რეიტინგი | მაი, 28, 2019
ლევან შავკაციშვილი TBC-ის გუნდს შეუერთდა
ინტერვიუ | ივნ, 12, 2019
ყველაზე პოპულარული სტატიები Forbes.ge-ზე. იანვარი-მაისი 2019
რეიტინგი | ივნ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა