რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს ყველაზე დიდი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი

2017 წელს საქართველოს იმპორტმა 7 979 მლნ, ხოლო ექსპორტმა 2 728 მლნ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, ქვეყნის სავაჭრო ბალანსი უარყოფითი იყო - 5 252 მლნ დოლარით. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 98 ქვეყანასთან ჰქონდა.

საქართველოს 2017 წელს ყველაზე დიდი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი თურქეთთან ჰქონდა - 1 156 მლნ დოლარი. თურქეთში საქართველოს ექსპორტმა 217 მლნ, ხოლო იმპორტმა 1 373 მლნ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე ჩინეთია 525 მლნ დოლარით. შემდეგ რუსეთი და გერმანია მოდის 394-388 მლნ დოლარის უარყოფითი სავაჭრო სალდოთი.

ცხრილი: ქვეყნები, რომლებთანაც საქართველოს ყველაზე დიდი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს

 

ქვეყანა

უარყოფითი ბალანსი, მლნ აშშ დოლარი

1

თურქეთი

-1156

2

ჩინეთი

-525

3

რუსეთი

-394

4

გერმანია

-388

5

აზერბაიჯანი

-338

6

უკრაინა

-321

7

იტალია

-148

8

აშშ

-146

9

იაპონია

-131

10

რუმინეთი

-116

წყარო: საქსტატი

საგარეო ვაჭრობა სავაჭრო ბალანსი ექსპორტი იმპირტი

წინა სტატია

პროფესორი ინვესტორი
29 იანვარი, 2018

შემდეგი სტატია

ყველაფერი გამარჯვებულისაა
30 იანვარი, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა