დეკემბერში ბიუჯეტიდან დეფიციტურად 740 მილიონი ლარი დაიხარჯა

დეკემბერში ბიუჯეტიდან დეფიციტურად 740 მილიონი ლარი დაიხარჯა

2017 წლის დეკემბერში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტიდან (სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები ერთად) დეფიციტურად 740 მლნ ლარი დაიხარჯა. იანვარ-ნოემბერში დეფიციტური ხარჯვა სულ 468 მლნ ლარი იყო, ანუ მხოლოდ დეკემბრის თვეში დეფიციტმა 272 მლნ ლარით მეტი შეადგინა, ვიდრე წლის პირველ 11 თვეში.

740-მილიონიანი დეფიციტი განაპირობა იმან, რომ მიმდინარე ხარჯებმა მიმდინარე შემოსავლებს 157 მლნ ლარით გადააჭარბა. 273 მლნ ლარი შეადგინა არაფინანსური აქტივების (ინფრასტრუქტურის) წმინდა დაფინანსებამ, ხოლო ფინანსურ აქტივების წმინდა ზრდამ 311 მლნ ლარი შეადგინა.

740 მლნ ლარის დეფიციტი შემდეგნაირად დაფინანსდა: 114 მლნ სახელმწიფო ვალის აღებით, ხოლო 626 მლნ ბიუჯეტის ნაშთზე არსებული თანხის გამოყენებით დაიფარა. დეფიციტური ხარჯვა განსაკუთრებით მაღალი იყო დეკემბრის მეორე ნახევარში, რამაც ლარის კურსის დაცემას შეუწყო ხელი.

2017 წლის ბიუჯეტის წლიურმა (12 თვის) დეფიციტმა 1.2 მილიარდი ლარი შეადგინა.

გრაფიკი: 2017 წლის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი თვეების მიხედვით

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *