Forbes ყველაზე პოპულარული ბიზნესჟურნალი

ნიუ -იორკი, NY (12 დეკემბერი, 2011)

ოქტომბერში Adweek.com-ზე ჩატარებულ „მკითხველთა არჩევანში" Adweek -ის მკითხველმა ჟურნალი Forbes დაასახელა ყველაზე „ცხელ" ჟურნალადბინზესკატეგორიაში. მკითხველები ხმას აძლევდნენ ყველაზე პოპულარულ ჟურნალებს, გაზეთებს, ტელეგადაცემებსა და საკაბელო ქსელებს, ვებგვერდებსა და ციფრულმედიაბრენდებს.

„ჩვენ აღფრთოვანებული ვართ იმით, რომ Adweek -ის მკითხველმა ყველაზე პოპულარულ ბიზნესჟურნალად დაგვასახელა", - განაცხადა Forbes -ის პროდუქტების უფროსმა ოფიცერმა ლუის დ.ვორკინმა. „ძალისხმევას არ ვიშურებდით, რომ ჩვენი ჟურნალისტური ავტორიტეტი სოციალური მედიის გამოცდილების ცენტრში მოგვექცია, რაც საშუალებას მოგვცემდა Forbes უფრო კომუნიკაბელურ და ერთობლივ პროდუქტად გვექცია. მადლობელი ვართ, რომ ეს ძალისხმევა დაგვიფასდა".

„Forbes -ის პარტნიორმა მარკეტერებმა იციან, რომ ჩართულობისა და გავლენის უპრეცედენტო პლატფორმის შეთავაზება ნამდვილი ჟურნალისტიკის ოქროს სტანდარტია", - განაცხადა Forbes -ის შემოსავლების უფროსმა ოფიცერმა კევინ გეტზელმა. „ის ფაქტი, რომ Adweek -ის მკითხველმა Forbes ბიზნესჟურნალების ტოპჩამონათვალში შეიტანა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის გასააზრებლად, თუ რა გავაკეთეთ, რას ვაკეთებთ და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკეთ გავაცნობიეროთ, რას ნიშნავს იყო შესაფერისი მედიაკომპანია".

Adweek -ის „მკითხველის არჩევანთან" დაკავშირებული მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: http://www.adweek.com/news/advertising-branding/hot-list-readers-choice-pool-136862

 

 

წინა სტატია

მითი ევროპის ცენტრალიზაციის შესახებ
15 დეკემბერი, 2011

შემდეგი სტატია

ევროპულ ბანკებს €114 მილიარდი სჭირდება!
17 დეკემბერი, 2011
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა