Samsung-ი ახალ Galaxy A8|A8+ წარმოგვიდგენს

#იცოდი? Galaxy A8|A8+ უკვე იყიდება? 

2018 წელს “სამსუნგმა” გადაწყვიტა, ყველასთვის კარგად ნაცნობი A სერიების სმარტფონებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეტანა და ისინი ბაზარზე ახალი სახელწოდებით - Galaxy A8 და A8+ სახელით გამოჩნდა. სახელწოდების, მახასიათებლების, დიზაინისა და ფუნქციების  მიხედვით საშუალო სეგმენტის სმარტფონები ნამდვილად მიუახლოვდა “სამსუნგის” ფლაგმანებს და საკმაოდ საინტერესო და პოზიტიური სიახლეები შესთავაზა მომხმარებლებს.  

#იცოდი? Galaxy A8|A8+ აქვს ორმაგი ფრონტალური კამერა LIVE FOCUS ფუნქციით 

რეალობას რომ თვალი გავუსწოროთ და ჩვენს ყოველდღიურობას გადავხედოთ, ფრონტალური კამერა უფრო დიდ როლს თამაშობს მოგონებების დასამახსოვრებლად, ვიდრე ძირითადი კამერა. ჩვენთვის ხომ ის მოგონებაა ყველაზე სახალისო, რომელშიც თავადვე ვჩანვართ და ვმონაწილეობთ. Galaxy A8|A8+ Samsung-ის პირველი სმარტფონია, რომელსაც აქვს ორმაგი ფრონტალური კამერა - ერთი 16 MP, ხოლო მეორე 8 MP-იანი, და დიახ, თქვენ სწორად მიხვდით, Galaxy A8|A8+-ს შეუძლია გადაიღოს სურათი ცოცხალი ფოკუსის (LIVE FOCUS) რეჟიმში ფრონტალური კამერით. სელფი უბრალოდ იდეალური გამოდის. შესაძლებელია ფონის ბუნდოვნების დონის (blur effect) კონტროლი როგორც გადაღებისას, ასევე გადაღების შემდეგ. ცოცხალი ფოკუსის საშუალებით თქვენ ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ იდეალური სელფის შექმნა,  სადაც სწორედ თქვენ იქნებით მოვლენათა ეპიცენტრში. 

#იცოდი? Galaxy A8|A8+ წყალ და მტვერგაუმტარია (IP68)

რაღა თქმა უნდა, თანამედროვე სმარტფონი, რომელსაც აქვს პრეტენზია, თქვენს მუდმივ თანამგზავრად იქცეს, წარმოუდგენელია IP სტანდარტის გარეშე. Galaxy A8|A8+ დაცულია სერიული წარმოების ტექნიკისთვის დღესდღეობით ყველაზე მაღალი IP68 სტანდარტით, შესაბამისად, შეგიძლიათ წაიღოთ თქვენი სმარტფონი სანაპიროზე,  უდაბნოში, ისაუბროთ შემოდგომის წვიმიან ამინდში, შეიტანოთ აბაზანაში და მოაწყოთ პატარა კარაოკე. ის წყალ- და მტვერგაუმტარია. 

Galaxy A8|A8+ ეკრანი უკვე უსაზღვროა 

მისი წინა პანელის 75.6% უკავია ეკრანს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად საკმაოდ დიდი ეკრანისა, სმარტფონის ცალი ხელით მოხმარებაც კი ძალიან მარტივია. “სამსუნგი” აგრძელებს უსაზღვრო ეკრანის კონცეფციას და ცდილობს ყველას აჩვენოს, რომ უაზროდ განიერი და დიდი ჩარჩოები ეკრანის ირგვლივ აბსოლუტურად ზედმეტია. უსაზღვრო ეკრანი კიდევ უფრო ამარტივებს ნებისმირი ტიპის ამოცანის შესრულებას თქვენს სმარტფონში. ფილმების/ვიდეოების ან სხვა ტიპის კონტენტის ყურება კი კიდევ უფრო სასიამოვნო და დაუვიწყარი ხდება.   

Galaxy A8|A8+-ს აქვს 16 MP-იანი ძირითადი კამერა, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა კარგი ფოტოებით, როდესაც გადაღება არასაკმარისი განათების პირობებში ხდება. სურათების უმრავლესობას ადამიანები ხომ დღის მეორე ნახევარში იღებენ, საღამოს მეგობრების შეკრების დროს, ან სხვადასხვა გასართობ დაწესებულებაში ხელოვნური და დაბალი განათების პირობებში.  ასეთ დროს სმარტფონების უმრავლესობას პრობლემები ექმნება, ისინი ვერ ახერხებენ განათების მიღებას, შესაბამისად, კადრი ძალიან ბნელი გამოდის, ამავე მიზეზით ისინი ვერ ახერხებენ სწრაფად ფოკუსირებას. სწორედ ამ კუთხით ავითარებს Samsung-ი თავისი სმარტფონების კამერებს, რომლებიც ბაზარზე არსებულ სხვა სმარტფონებთან შედარებით ბევრად მეტად არიან ადაპტირებულნი დაბალი განათების პირობებს. 

Galaxy A8|A8+-ის  სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ “სამსუნგის” ბრენდ-მაღაზიას ჭავჭავაძის 48-ში, სამსუნგის :პოპ აპს” “თბილისი მოლის” ცენტრალურ დარბაზში ან ოფიციალური პარნიორების მაღაზიათა ქსელებს; თავად გამოსცადეთ და შეიძინეთ 2018 წლის გამორჩეული სმარტფონი, რომელიც თქვენი მუდმივი თანამგზავრი გახდება.

Samsung სამსუნგი Galaxy A8|A8+ სმარტფონები

წინა სტატია

Cargo Turnover Still Diminishing Within The Georgian Corridor
05 თებერვალი, 2018

შემდეგი სტატია

საყოველთაო ჯანდაცვა არ არის საყოველთაო
06 თებერვალი, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა