საქართველო კანონის უზენაესობის რეიტინგში ჩამოქვეითდა

მსოფლიო სამართლის პროექტის ჯგუფმა (World Justice Project) კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა. კვლევის მიზანი შემდეგი იყო: რამდენად ამცირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კანონის უზენაესობის დაცვა კორუფციას და სიღარიბეს, ასევე რამდენად ზრდის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას და საზოგადოების მიმართ მთავრობის ანგარიშვალდებულებას.

საქართველო აღნიშნულ რეიტინგში მსოფლიოს 113 ქვეყანას შორის 38-ე ადგილს იკავებს, რაც გასული წლის შედეგებთან შედარებით 4 პოზიციით გაუარესებული შედეგია. საქართველოს სარეიტინგო ქულა, რომელიც 0-დან 1-მდე ითვლება, 0,61-ია, გასულ წელს კი 0,63 იყო.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევრპის და ცენტრალური აზიის რეგიონში, რომელშიც 13 ქვეყანა შედის, საქართველოს პირველი ადგილი აქვს.

რეიტინგი 8 კრიტერიუმით შედგა. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია 4 კრიტერიუმში გაუარესდა.

მთავრობის სიძლიერის კრიტერიუმში, რომელიც სამთავრობო ინსტიტუტებისა და არასამთავრობო სექტორის სიძლიერეს ზომავს, საქართველომ მსოფლიოს 113 ქვეყანას შორის 52-ე ადგილი დაიკავა. გასულ წელთან შედარებით საქართველოს პოზიცია 9 ადგილით გაუარესდა.

მეორე კრიტერიუმი კორუფციაა, რომელიც სამი სახის კორუფციას ზომავს: ქრთამის აღების ფაქტები, არასათანადო და არაშესაფერისი გავლენა საჯარო ან კერძო ინტერესებისთვის და საზოგადოებრივი სახსრების ან სხვა რესურსების მითვისება. საქართველოს ამ კუთხით მსოფლიოში 23-ე ადგილი აქვს, 0,73 ქულით. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია კორფციის კრიტერიუმში არ შეცვლილა.

ღია მმართველობის კრიტერიუმი ზომავს თუ რამდენად საჯაროვდება და რამდენად ხელმისაწვდომია ფართო მასებისთვს ახალი თუ ძველი საკანონმდებლო ცვლილებები და რამდენად ჩართულია ამ პროცესში საზოგადოება. ამ კუთხით საქართველოს 42-ე ადგილი აქვს, 0,57 ქულით. ღია მმართველობის კრიტერიუმში საქართველო ერთ წელში 11 პოზიციით ჩამოქვეითდა.

ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, - 0,61 ქულით საქართველოს მსოფლიოს 113 ქვეყანას შორის 46-ე ადგილი აქვს. წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიცია 7 საფეხურით გაუარესდა.

წესრიგი და უსაფრთხოება - კრიტერიუმი ითვლის კრიმინალის დონეს, პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ ძალადობას - 0,79 ქულით საქართველო მსოფლიოში 30-ე ადგილზეა. 

რეგულაციების ეფექტურობა - კრიტერიუმი ზომავს ერთის მხრივ თუ რამდენად ეფექტურად ხდება რეგულაციების იმპლემენტაცია და მეორეს მხრივ რამდენად არის ამ პროცესში როგორც კერძო ასევე საჯარო პირების ინტერესები გათვალისწინებული, - 0.58 ქულით საქართველოს რეიტინგში 32-ე ადგილი აქვს. გასულ წელთან შედარებით, აღნიშნულ კრიტერიუმში საქართველომ 4 პოზიცია დაკარგა.

სამოქალაქო სამართალი - 0,54 ქულით აღნიშნული კრიტერიუმით საქართველო 55-ე პოზიციაზეა, გასულ წელს კი 39-ე ადგილზე იყო.

კანონის უზენაესობის ინდექსი რეიტინგი მსოფლიო სამართლის პროექტი

წინა სტატია

პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ქონება ერთ დღეში $114 მილიარდით შემცირდა
06 თებერვალი, 2018

შემდეგი სტატია

ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგში საქართველო მე-18 ადგილზეა
06 თებერვალი, 2018
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა