SPAR International საქართველოშია

დღეს, 25 ივნისს „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა პრესკონფერენცია, რომელიც SPAR-სა და „ფუდმარტს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას მიეძღვნა. პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს „ფუდმარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ჩუბინიშვილმა, „ფუდმარტის“ საოპერაციო დირექტორმა, ნათია ჩოლოყაშვილმა და SPAR International-ის საერთაშორისო ბიზნესგანვითარების დირექტორმა, დევიდ მურმა.

ხელშეკრულების თანახმად, დაგეგმილია „ფუდმარტისა“ და „იოლის“ ქსელის სრული რებრენდინგი, 2014 წლის ბოლომდე ეტაპობრივად ჩანაცვლდებდა „ფუდმარტისა“ და „იოლის“ ყველა 51 მაღაზია, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ფუნქციონირებს. SPAR-ის პირველი მაღაზია უკვე ივლისში გაიხსნება. არსებული მაღაზიების ჩანაცვლების გარდა, დაგეგმილია ახლების გახსნაც, შედეგად, 2018 წლის ბოლომდე საქართველოში SPAR-ის 80 მაღაზია იქნება.

SPAR International არის საცალო ვაჭრობის უმსხვილესი გლობალური ბრენდი, რომელიც აერთიანებს 12 ათასზე მეტ მაღაზიას 35 ქვეყანაში. SPAR დაფუძნებულია 1932 წელს ნიდერლანდებში და დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა მაღაზიების, ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდეს ქსელად მსოფლიოში, ეს ქსელი ყოველდღიურად 13 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურება მსოფლიოს მასშტაბით.

პრესკონფერენციის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ SPAR-სა და „ფუდმარტს“ შორის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნება საქართველოში უმსხვილესი ქსელი, სადაც მომსახურების მაღალი სტანდარტი და პროდუქციის ევროპული ხარისხი იქნება გარანტირებული. ამავე დროს, რებრენდინგის შემდეგ დღევანდელი საფასო პოლიტიკა შენარჩუნდება - SPAR-ის მაღაზიები გათვლილი იქნება ძირითადად საშუალო შემოსავლების მომხმარებელზე.

წინა სტატია

ინტერნეტკომერცია. სასურველი ნივთის ძიებაში
24 ივნისი, 2014

შემდეგი სტატია

ჩინეთი გათავისუფლებულია
26 ივნისი, 2014
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა