იანვარში უცხოური ვალუტის რეზერვები 26 მილიონი დოლარით გაიზარდა

2018 წლის იანვარში წინა თვესთან, დეკემბერთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვები 26 მილიონი დოლარით (0.9%-ით) გაიზარდა. ბოლო ერთ წელიწადში უცხოური ვალუტის რეზერვები 257 მილიონი დოლარით (9.9%-ით) არის გაზრდილი.

2018 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 2.86 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 2.2 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 647 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.

სებ-ის უცხოური ვალუტის რეზერვების რეკორდული მაჩვენებელი - 2.89 მილიარდი აშშ დოლარი 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს დაფიქსირდა, რომელსაც მიმდინარე წლის 31 იანვარს არსებული რეზერვების მოცულობა 29 მილიონი აშშ დოლარით (1%-ით) ჩამორჩება.

გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი

ეროვნული ბანკი ვალუტის რეზერვები

წინა სტატია

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები - TOP 20
07 თებერვალი, 2018

შემდეგი სტატია

Forbes-ი კრიპტოვალუტებით გამდიდრებული პირების რეიტინგს აქვეყნებს
07 თებერვალი, 2018
ნინო ზამბახიძის სიტყვა თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრისას
ახალი ამბები ქართულად | თებ, 08, 2019
საქართველოს ბანკმა ისტორიულ შენობაში დაგროვილი ქონების მართვის ახალი ფილიალი გახსნა
საქართველო | იან, 28, 2019
ბაია აბულაძე Forbes 30 Under 30 სიაშია
ახალი ამბები ქართულად | თებ, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა