საინტერესო ფაქტები ზამთრის ოლიმპიადების ისტორიიდან

9 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით, ფიონგჩანგში ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშები გაიმართება.
პირველი ზამთრის ოლიმპიადა თითქმის 1 საუკუნის წინ, 1924 წელს, შამონიში (საფრანგეთი) გაიმართა. პირველ თამაშებში მხოლოდ 16 ქვეყნის 248 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
ზამთრის ოლიმპიადა ყველაზე მეტჯერ - ოთხჯერ - აშშ-შია ჩატარებული. საფრანგეთმა ოლიმპიადას სამჯერ უმასპინძლა, 2-2-ჯერ: ავსტრიამ, იაპონიამ, იტალიამ, კანადამ, ნორვეგიამ და შვეიცარიამ, თითოჯერ - გერმანიამ, იუგოსლავიამ და რუსეთმა.
კორეაში ზამთრის ოლიმპიადა პირველად ტარდება. თუმცა, კორეელებს უკვე აქვთ ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობის გამოცდილდება (სეული, 1988).
საქართველო ზამთრის ოლიმპიადაზე მეშვიდედ მონაწილეობს. ფიონგჩანგში 4 ქართველი სპორტსმენი გაემგზავრა: სამთო მოთხილამურეები იასონ აბრამიშვილი და ნინო წიკლაური, მოციგურავე მორის ყვითელაშვილი და მოციგავე გიორგი სოგოიანი. საქართველოს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე აქამდე მედალი არ მოუპოვებიათ (33 მედალი ზაფზულის ოლიმპიადებზე).
დოპინგ-სკანდალის გამო, რუსეთს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლა აეკრძალა. ოლიმპიზმის ისტორიაში ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა. თუმცა, საბოლოოდ, სასჯელი უფრო ნომინალური აღმოჩნდა, ვიდრე რეალური - 169 რუსი სპორტსმენი მაინც მიიღებს მონაწილეობას სტატუსით ოლიმპიელი რუსეთიდან. მათი გამარჯვების შემთხვევაში არ აღიმართება რუსეთის დროშა და არ დაუკრავენ რუსეთის ჰიმნს.
ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე მეტი მედალი ნორვეგიას აქვს მოპოვებული - 329. 5 მილიონზე ოდნავ მეტი მოსახლეობის სკანდინავიური ქვეყანა ოქროს მედლების რაოდენობითაც ლიდერია - 118.
ოლიმპიური მედლების რაოდენობით ქვეყნების ტოპ-10:
# |
ქვეყანა |
თამაშების რაოდენობა |
ოქრო |
ვერცხლი |
ბრინჯაო |
სულ |
1 |
ნორვეგია |
22 |
118 |
111 |
100 |
329 |
2 |
აშშ |
22 |
96 |
102 |
84 |
282 |
3 |
გერმანია |
11 |
78 |
78 |
53 |
209 |
4 |
საბჭოთა კავშირი |
9 |
78 |
57 |
59 |
194 |
5 |
კანადა |
22 |
62 |
56 |
52 |
170 |
6 |
ავსტრია |
22 |
59 |
78 |
81 |
218 |
7 |
შვედეთი |
22 |
50 |
40 |
54 |
144 |
8 |
შვეიცარია |
22 |
50 |
40 |
48 |
138 |
9 |
რუსეთი |
6 |
45 |
32 |
34 |
111 |
10 |
ფინეთი |
22 |
42 |
62 |
57 |
161 |