ბოლო ორ კვირაში ნავთობი 9 პროცენტით გაიაფდა

2018 წლის 29 იანვარს ერთი ბარელი (159 ლიტრი) ნედლი ნავთობის მსოფლიო ფასი 66.5 დოლარი იყო. მას შემდეგ 9%-ით გაიაფდა და დღეს ერთი ბარელი ნავთობი 60.5 დოლარი ღირს.

ნავთობის ფასის კლებას ძირითადად დოლარის გამყარება და ბოლო პერიოდში, საფონდო ბირჟებზე არსებული მნიშვნელოვანი ვარდნა განაპირობებს. 26 იანვრის შემდეგ დოუ ჯონსის ინდექსი 10.4%-ით შემცირდა, რაც ბოლო 3 წელიწადში აღნიშნული ინდექსის შემცირების ყველაზე სწრაფი ტემპია. ამასთან, როდესაც დოლარი მყარდება, ნავთობექსპორტიორებს შეუძლიათ უფრო ნაკლებ ფასში (დოლარში გამოხატულ)  გაყიდონ ნავთობი და ეროვნულ ვალუტაში მაინც იგივე ან მეტი შემოსავალი მიიღონ.

ნავთობზე ფასის ვარდნის მიზეზად სახელდება კრიპტოვალუტებზე ფასის და მოთხოვნის შემცირებაც, რადგან კრიპტოვალუტების გამომუშავება ელექტროენერგიას საჭიროებს, რაც თავის მხრივ ნავთობის მოხმარებაზეა დამოკიდებული.

ნედლი ნავთობი ნავთობის ფასი

წინა სტატია

ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ბანკირს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
09 თებერვალი, 2018

შემდეგი სტატია

Bitfury-ის დამფუძნებელი კრიპტოვალუტებით გამდიდრებული პირების რეიტინგშია
09 თებერვალი, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა