Bitfury-ის დამფუძნებელი კრიპტოვალუტებით გამდიდრებული პირების რეიტინგშია

Forbes-მა ისტორიაში პირველად, კრიპტოვალუტებით გამდიდრებული პირების რეიტინგი შეადგინა.

რეიტინგის პირველ ადგილზე Ripple-ის თანადამფუძნებელი კრის ლარსენია. 57 წლის ლარსენი დაახლოებით $7,5-8 მილიარდის კრიპტოვალუტას ფლობს. მეორე ადგილს Ethereum-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯოზეფ ლავინი იკავებს, რომელიც  $1-დან 5 მილიარდის ღირებულების კრიპტოვალუტას ფლობს. მესამე ადგილზეა კრიპტავალუტის ბირჟის დამფუძნებელი ჩანპენ ჩჟაო, რომლის ქონება $1,1 -2 მილიარდს შეადგენს.

რეიტინგში მოხვდა კომპანია Bitfury-ის დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ვავილოვი. ვავილოვის ქონება Forbes-ს $500-$700 მილიონად აქვს შეფასებული. 38 წლის ვავილოვმა კომპანია Bitfury 2011 წელს დააფუძნა. "ამ დროს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საკმაოდ ცოტა ინვესტორს სჯეროდა", - ამბობს ვავილოვი, რომელიც რეიტინგში მეცამეტე ადგილს იკავებს.

დღეს Bitfury ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანი სრული მომსახურების კომპანია და ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო პროვაიდერია ბლოკჩეინის ეკოსისტემაში. The Bitfury Group შეიმუშავებს და აწვდის მომხმარებელს როგორც აღჭურვილობას, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის, რათა მათ უსაფრთხოდ შეძლონ აქტივების გადაადგილება ბლოკჩეინის ქსელში.

ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ მიღწევას უძრავი ქონების რეგისტრაციისას იყენებს, საქართველოა. სარეგისტრაციო სერვისების ბლოკჩეინში ინტეგრირების სამუშაოები 2016 წლის აპრილიდან დაიწყო.Bitfury ჯგუფთან თანამშრომლობის პირველი ფაზა უძრავი ქონების რეგისტრაციის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემის საცდელი პროექტის შემუშავებას და პროექტის რეალურ რეჟიმში ამოქმედებისთვის საჭირო ტექნიკურ თუ სხვა მოსამზადებელ სამუშაოებს ითვალისწინებდა,. 2017 წლიდან საჯარო რეესტრი ბლოკჩეინის დანერგვის მეორე ეტაპზე გადავიდა, რაც, როგორც უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაციის რეალურ რეჟიმში ამოქმედებას, ასევე ბიზნესის რეგისტრაციის საცდელი პროექტის და სმარტ კონტრაქტების დანერგვას ითვალისწინებს.

Bitfury Group ვალერი ვავილოვი კრიპტოვალუტები ფორბსის რეიტინგი

წინა სტატია

ბოლო ორ კვირაში ნავთობი 9 პროცენტით გაიაფდა
09 თებერვალი, 2018

შემდეგი სტატია

რომელ ქვეყნებში მუშაობენ ყველაზე სწრაფად
09 თებერვალი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა