სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს და მსოფლიო ეკონომიკაში

სოფლის მეურნეობის დარგში პროდუქციის გამოშვება, უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში, მთლიან შიდა პროდუქტში სეზონურად 7.8%-დან 10.3%-მდე მერყეობს.

2016 წელს სოფლის მეურნეობის დარგის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 8,9% იყო. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი წლების განმავლობაში შემდეგნაირად შეიცვალა:

მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკებში სოფლის მეურნეობის წილი შემდეგია:

ჩინეთი - 8,6%
ჩეხეთი - 2,5%
დანია - 0,9%
ესტონეთი - 2,6%
ფინეთი - 2,7%
საფრანგეთი - 1,6%
გერმანია - 0,6%
ირლანდია - 1%
იტალია - 2,1%
ლუქსემბურგი - 0,3%
ნიდერლანდები - 1,8%
ნორვეგია - 2,4%
კატარი - 0,2%
საუდის არაბეთი - 2,7%
ესპანეთი - 2,8%
გაერთიანებული სამეფო - 0,6%

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, თურქეთის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი 7%-ია, აზერბაიჯანში 6%, სომხეთში 17,7%, ხოლო რუსეთში 4,7%.

აღსანიშნავია, რომ მაგალითად 2005 წელს როდესაც საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 17% იყო, საქართველოს მშპ $6,4 მილიარდს შეადგენდა, 2016 წელს კი $14,4 მილიარდს.

საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (18,7 პროცენტი) და მრეწველობა (17,0 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,7 პროცენტი), მშენებლობა (10,2 პროცენტი).

სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკა მსოფლიო ბანკი

წინა სტატია

Forbes Media შეისყიდის გაერთიანებული სამეფოს ონლაინ გამოცემას The Memo
13 თებერვალი, 2018

შემდეგი სტატია

იანვარში სახელმწიფო ვალი 166 მილიონი ლარით შემცირდა
13 თებერვალი, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა