მსოფლიოს 10 ყველაზე ღარიბი ქვეყანა

ქვეყნების სიღარიბის ყველაზე გავრცელებული მაჩვენებელი არის ერთ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარით (PPP Dollar) გამოხატული საშუალო წლიური შემოსავალი/ხარჯი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის შემოსავლის მაჩვენებლებს აქვეყნებს. გაეროს მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყანა სომალია, სადაც ერთ ადამიანს წლიურად საშუალოდ 92 დოლარის (დღეში 25 ცენტი) შემოსავალი აქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი სომალიზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით დათვლილ შემოსავალს არ აქვეყნებს, რადგან დათვლისთვის შესაბამისი სტატისტიკის მიღება შეუძლებელია.

აღრიცხული შემოსავლების მიხედვით, ყველაზე ღარიბი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა, სადაც ერთ ადამიანზე საშუალო წლიური შემოსავალი 681 PPP დოლარია. შემდეგ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა მოდის 785 PPP დოლარით.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე ღარიბი ქვეყნების ათეული მხოლოდ აფრიკის კონტინენტის ქვეყნებს მოიცავს.

ცხრილი: ერთ მოსახლეზე შემოვლით მსოფლიოს 10 ყველაზე ღარიბი ქვეყანა

 

ქვეყანა

PPP დოლარი

1

სომალი

-

2

ცენტრალური აფრიკის რესპ.

681

3

კონგოს დემოკრატიული რესპ.

785

4

ბურუნდი

808

5

ლიბერია

867

6

ნიგერი

1153

7

მალავი

1172

8

მოზამბიკი

1266

9

ერიტრია

1434

10

სამხრეთ სუდანი

1503

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი 

სიღარიბე სავალუტო ფონდი მსყიდველობითი უნარი სომალი გაერო

წინა სტატია

ფასების ზრდის ტემპი საქართველოსა და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში
14 თებერვალი, 2018

შემდეგი სტატია

ნავთობის მოპოვება და გადამუშავება საქართველოში
14 თებერვალი, 2018
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა