ბექა ბასილაია: დარღვეულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები

ბექა ბასილაია: დარღვეულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით Forbes Georgia გაესაუბრა მის ადვოკატს, ბექა ბასილაიას.

მისი თქმით, დარღვეულია ყველანაირი პროცესუალური ნორმა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. კონკრეტულად:

1. გიგი უგულავას არ განუმარტეს კონკრეტულად რისთვის არის დაკავებული, მას საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ გააცნეს და მხოლოდ ზედაპირულად განუმარტეს, რომ ეს არის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებასთან დაკავშირებული რაღაც საქმე.
2. გიგი უგულავა, საგამოძიებო სამსახურში გადაყვანის შემდეგ, ითხოვდა ადვოკატთან დაუყოვნებლივ შეხვედრას და მას ეს უფლებაც შეეზღუდა, ადვოკატებს მხოლოდ რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ მიეცათ დაკავებულთან შეხვედრის საშუალება.
3. გიგი უგულავა მოწმის სახით იყო დაბარებულიპროკურატურაში 4 ივლისს დილის 10:00 საათზე. მას მერე, რაც 2 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას სიტი პარკის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა, ის ერთი დღით მიფრინავდა კიევში და მისი დაკავება, როდესაც მოწმის სტატუსით არის დაბარებული, ასევე დარღვევაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *