IMF: საქართველოში ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალი იყო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა. ფონდი აღნიშნავს, რომ  2017 წელს ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალი იყო. ზრდამ, სავარაუდოდ, 4.8 პროცენტი შეადგინა, რასაც მოხმარების და საგარეო მოთხოვნის ზრდამ შეუწყო ხელი.

“ექსპორტის, ტურიზმის, და ფულადი გზავნილების გადმორიცხვების მატებამ ეკონომიკური აქტივობის ზრდა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-ს 7 პროცენტამდე შემცირება გახადა შესაძლებელი (2017 წლის 3 კვარტლის მონაცემის მიხევდით). 2017 წელს ინფლაციამ სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა და 6.7 პროცენტი შეადგინა, რაც ძირითადად საწვავსა და თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდით იყო გამოწვეული. წლის დასასრულს ინფლაციური მოლოდინის ზრდის პასუხად, დეკემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაზარდა პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7¼ პროცენტამდე. 2018 წლის იანვარში, წლიურმა ინფლაციამ 4.3 პროცენტამდე დაიკლო, როგორც იყო მოსალოდნელი“, - ნათქვამია IMF-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.ამასთან, ფონდი აღნიშნავს, რომ  წინასწარი მონაცემები მიუთითებს, რომ ფისკალური მაჩვენებლები მოსალოდნელზე უკეთესად შესრულდა. ფისკალური დეფიციტი (სსფ-ს პროგრამის განსაზღვრების მიხედვით) მშპ-ს 2.9 პროცენტი იყო, რაც მოსალოდნელზე ½ პროცენტით უკეთესი მაჩვენებელია”.

შემოსავლების მატება განპირობებული იყო სხვადასხვა გადასახადით მიღებული შემოსავლების მეტობით გეგმასთან შედარებით. მიმდინარე ხარჯები შეზღუდული იყო, ხოლო სახელმწიფო კაპიტალური ხარჯი გაიზრდილი. სამომავლოდ, მიმდინარე ხარჯებისშეზღუდვა და შემოსავლების მობილიზების გაუმჯობესება კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფო კაპიტალური ინვესტიციებისგანსახორციელებლად და ინფტრასტრუქტურული გამოწვევების შესამცირებლად.

სსფ-ს მისიამ საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილა იმ სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმდინარეობა, რაც მაღალ, მდგრად და მეტად ინკლუზიურ ზრდას შეუწყობს ხელს. საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები საქართველოს შემოსავლებისსამსახურის გაძლიერების, კაპიტალის ბაზრების განვითარების ხელშეწყობის და ფინანური უსაფრთხოების სისტემების დახვეწისმიმართულებით; პარლამენტს წარედგინა კანონპროექტები კერძო-საჯარო პარტნიორობისა და საპენსიო რეფორმის შესახებ. ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით არსებული პოზიტიური ტენდენციები საშუალებას იძლევა მობილიზდეს ადგილობრივი დანაზოგი, გაიზარდოს კერძო ინვესტიციები და მოხდეს ეკონომიკის დივერსიფიცირება. ეს რეფორმები საჭიროა საშუალოვადიანიზრდის წასახალისებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად“, - აღნიშნავს IMF.

IMF-ის მისია საქართველოს “მეოთხე მუხლის კონსულტაციების“ და სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მეორე მიმოხილვის ჩასატარებლად მაისში ეწვევა.

ჩვენ გირჩევთ

რეფორმების ელჩი

WEF: ინკლუზიური განვითარებით საქართველო განვითარებად ქვეყნებში 32-ე ადგილზეა

რეფორმების ელჩი

რეფორმების ელჩი

IMF საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეკონომიკური ზრდა

წინა სტატია

NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
15 თებერვალი, 2018

შემდეგი სტატია

Oil Extracting And Processing In Georgia
14 თებერვალი, 2018
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
Forbes Georgia. 2019 წლის დეკემბრის ნომერი
Issues | დეკ, 05, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა