რომელი ქვეყნების მოსახლეობა ცოცხლობს ყველაზე მეტ ხანს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ყველაზე მაღალი იაპონიაშია, იაპონელები საშუალოდ 83.7 წელს ცხოვრობენ. შემდეგ მოდის შვეიცარია - 83.4 წლით. ტოპ ათეულს იტალია ასრულებს 82.4 წლით. თუ სქესის მიხედვით ვნახავთ, ქალის სოცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით ისევ იაპონიაა პირველ ადგილზე - 86.8 წლით, ხოლო კაცის სოცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით პირველ ადგილზე შვეიცარიაა - 81.3 წლით.

აშკარა დადებითი დამოკიდებულბეაა სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შორის. მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობით ტოპ 30 ქვეყანა მაღალშემოსავლიანი ქვეყნებია.

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 72.7 წელია და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 95-ე ადგილს იკავებს (183 ქვეყანას შორის).

ყველაზე ნაკლებ ხანს სიერა ლეონეს მოსახლეობა ცხოვრობს, საშუალოდ 50 წელს. შემდეგ მოდის ანგოლა, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 52.4 წელია.

ადგილი

ქვეყანა

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, წელი

1

იაპონია

83.7

2

შვეიცარია

83.4

3

სინგაპური

83.1

4

ავსტრაია

82.8

5

ესპანეთი

82.8

6

ისლანდია

82.7

7

იტალია

82.7

8

ისრაელი

82.5

9

შვედეთი

82.4

10

საფრანგეთი

82.4

წყარო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

 

სიცოცხლის ხანგრძლივობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იაპონია სიერა ლეონე

წინა სტატია

IMF მთავრობას კერძო სექტორთან პირდაპირი შეთანხმებების დადების შეზღუდვას სთხოვს
19 თებერვალი, 2018

შემდეგი სტატია

ნავთობპროდუქტების იმპორტი მცირდება
20 თებერვალი, 2018
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
მისი აღმატებულება BENTLEY
კომპანიები | ივნ, 12, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა